ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 99-ე მუხლის თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოგიდგენთ ანგარიშს:
ა) ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე საჯარო ინფორმაციის თხოვნით შემოვიდა 6 განცხადება. გაიცა 6 საჯარო ინფორმაცია. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შესახებ მოთხოვნის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ბ) საკრებულოს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხდომის დახურვის შესახებ არ უმსჯელია.
გ) საკრებულოში საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების მოგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია;
დ) საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევასა და პასუხისმგებელი წევრებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია;
ე) საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან სხდომის დახურვის შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია;
ვ) საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და არც მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ფაქტი დაფიქსირებულა;
ზ) საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ან სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ დაფიქსირებულა.
დ. ქევხიშვილი