ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
2018 წელს, 10 დეკემბრის მდგომარეობით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით შემოვიდა 29 (ოცდაცხრა) მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულია 29 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად გაცემულია 28 საჯარო ინფორმაცია, ხოლო 1 - მიმდინარე პერიოდისთვის მომზადების პროცესშია.
საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის ფაქტები არ ყოფილა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე საჯარო მოსამსახურეთა მიმართ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები დაინტერესებულ პირთა მხრიდან არ გასაჩივრებულა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“?
- „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2018. მიმღები ორგანო — ხობის მუნიციპალიტეტის მერია. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4393530/