სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ანგარიში
წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად:
ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ:
საანგარიშო პერიოდში (სააგენტოს შექმნიდან, 2018 წლის 8 იანვრიდან 2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ - წიაღის ეროვნულ სააგენტოში შემოსულია 423 განცხადება. აღნიშნული 423 განცხადებიდან სრულად დაკმაყოფილდა 408 განცხადება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 1 განცხადება, ხოლო 14 განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.
საჯარო ინფორმაციის ნაწილობრივ გაცემის საფუძველს წარმოადგენდა “წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლი (საკუთრება წიაღის შესახებ ინფორმაციაზე).
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას და შესაბამისად, მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია.
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამსახურის მოწვეული სპეციალისტი - თამარ მახარაძე (სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 30 იანვრის 59/ს ბრძანებით).
მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ზემოაღნიშნული პირი.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის ნაწილობრივ გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას, იგი მიღებულ იქნა „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონზე დაყრდნობით.
კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ:
სააგენტოში ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს), სადაც მონაცემთა ბაზის შექმნა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში.
სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხიმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ:
აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას:
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისა და კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე:
საჯარო ინფორმაციის ნაწილობრივ გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან გასაჩივრდა 1 გადაწყვეტილება, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააგენტოს უფროსის მიმდინარე წლის 5 სექტემბრის N 1301/ს ბრძანებით.
ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ:
ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
მ. ზავრაშვილი