„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№358
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016858
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №358

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 25.07.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის  მე-3 პუნქტის:  

ა) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) მარტვილის იუსტიციის სახლი;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) სენაკის იუსტიციის სახლი;“.

2. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამსახურის  შემადგენლობაში შედიან მრჩევლები. სამსახურის შემადგენლობაში ასევე შესაძლებელია შედიოდნენ სპეციალისტები. სატელეფონო ცენტრის შემადგენლობაში შედიან უფროსი სპეციალისტები და კოორდინატორები.“.

3. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) შიდა საინფორმაციო ვებგვერდის ადმინისტრირება.“.

4. 24-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სწრაფი მომსახურების სივრცეში მომსახურების მიწოდება ხორციელდება  სპეციალისტების მიერ. სწრაფი მომსახურების სივრცეს შესაძლებელია ხელმძღვანელობდეს სივრცის კოორდინატორი.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში მომსახურების მიწოდება ხორციელდება  უფროსი სპეციალისტების მიერ. ხანგრძლივი მომსახურების სივრცეს შესაძლებელია ხელმძღვანელობდეს სივრცის კოორდინატორი.

 8. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მომხმარებელთა ნაკადის, თანამშრომელთა ოდენობის, მომსახურების მიწოდების დროის, გაწეული კონსულტაციების და მიღებული განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ფილიალში შეიქმნას სექტორი. სექტორი არის არანაკლებ სამი  მომსახურების სივრცის გაერთიანება, რომელსაც ხელმძღვანელობს სექტორის კოორდინატორი.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2018 წლის 12 დეკემბრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 28 დეკემბრიდან.


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი