სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ
„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“
წლიური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
2018 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გადაცემის შესახებ ანგარიშს:
ა) სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ საანგარიშო პერიოდში, 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე, შემოვიდა 9 განცხადება. საჯარო ინფორმაციის შესახებ მოთხოვნების იუსტიციის სასწავლო ცენტრში ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის − MY.GOV.GE − მეშვეობით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში არ შემოსულა.
ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ შემოსული განცხადებებიდან
მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ინფორმაცია გაიცა 1 შემთხვევაში;
ინფორმაციის მოძიება/დამუშავება მიმდინარეობს 8 განცხადებაზე.
2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 22 ივნისამდე სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი იყო ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მანანა მათუაშვილი. მიმდინარე წლის 22 ივნისიდან საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის უფლებამოსილება დაეკისრა ადმინისტრაციული სამსახურის მთავარ იურისტ თინათინ ცინარიძეს.
გ) იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამსახურები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში (ატესტაცია, ტრენინიგი, ტესტირება, სასწავლო პროექტი, უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი სამუშაოს შესრულებაზე უფლებამოსილი პირის სერტიფიცირება) პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას ახორციელებდნენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს), ასევე, ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებლები უთითებენ მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებებში. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე იუსტიციის სასწავლო ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა განხორციელდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.
ე) სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ საჯარო ინფორმაციის გაცემისას ეყრდნობოდა „საქართველოს კონსტიტუციასა“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 28 იანვრის №56 დადგენილების მოთხოვნებს. იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საანგარიშო პერიოდში არ მიღებულა.
ვ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან მიმართებით იუსტიციის სასწავლო ცენტრის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
ზ) შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები და ადგილი არ ჰქონდა მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.
გიორგი ზაქარაია
სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი