აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში

(საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით)

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები

მიმდინარე წლის განმავლობაში, 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში შემოვიდა 26 (ოცდაექვსი) განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ, რომელიც სრულად დაკმაყოფილდა.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ განცხადება აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში არ შემოსულა. აღნიშნულ პერიოდში აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს.

აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს კოლეგიური ორგანო არ გააჩნია, შესაბამისად რაიმე სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი

აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში საჯარო და პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და მესამე პირებისთვის გადაცემა ხორციელდება დადგენილი წესით. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის შენახვა წარმოებს დეპარტამენტის არქივში.

 აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში დაცული ინფორმაცია შესაბამისი პირის/პირების პერსონალური მონაცემების შესახებ მიმდინარე, 2018 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის სახით არ გაცემულა.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი

მიმდინარე, 2018 წლის განმავლობაში აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები და შესაბამისად, მათ არ დაკისრებიათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი

 აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს მიმდინარე, 2018 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს.

5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი

მიმდინარე, 2018 წლის განმავლობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხების (ხარჯების) გადახდას აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე

პასუხისმგებელი პირი                                                        მალხაზ ბოლქვაძე