საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ

მიღების თარიღი 24.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №3484
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 100, 31/07/2006
matsne.gov.ge 1,104 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი -
საქართველოს იუსტიციის მინისტრი -
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი -
საქართველოს გარეოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი -
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი -
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი -
საქართველოს თავდაცვის მინისტრი -
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი -
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი -
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი -
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი -
საქართველოს ფინანსთა მინისტრი -
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი -
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი -
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში -

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} .MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პარლამენტის დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო  პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ      საქართველოს პარლამენტი ადგენს:      1. საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტისა და 811 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნდობა გამოეცხადოს სამთავრობო პროგრამას “ერთიან და ძლიერი საქართველოსათვის” (თან ერთვის) და მთავრობის შემდეგ შემადგენლობას: საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს იუსტიციის მინისტრი - გია ქავთარაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე (კახა) ლომაია საქართველოს გარეოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - დავით ტყეშელაშვილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი - ირაკლი ჩოგოვაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი - ნიკა გილაური საქართველოს თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი - გიორგი გაბაშვილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - გიორგი ხევიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - გელა ბეჟუაშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - მიხეილ სვიმონიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი - ალექსი ალექსიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ივანე მერაბიშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ვლადიმერ ჭიპაშვილი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - გიორგი ბარამიძე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში - კახა ბენდუქიძე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტნგრაციის საკითხებში - ზინაიდა ბესტაევა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში - მერაბ ანთაძე 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                                                         ნინო ბურჯანაძე თბილისი, 2006 წლის 24 ივლისი. N 3484 - რს საქართველოს მთავრობის პროგრამა „ერთიანი და ძლიერი საქართველოსათვის“ საქართველო, 22 ივლისი, 2006 წელი      საქართველოს გააჩნია ისტორიული შესაძლებლობა ააშენოს თავისუფალი, ერთიანი“, დემოკრატიული, შეძლებული და სამართლიანი სახელმწიფო, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. რაც ახალი ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტად იქცა.  ახალი ქართული სახელმწიფო – თანამედროვე განვითარებული კაცობრიობის ნაწილი – იქნება სახელმწიფო პიროვნებისათვის, ადამიანის განვითარებისა და საქმიანობის თავისუფლებაზე დაფუძნებული სახელმწიფო.      ახალი ქართული სახელმწიფო – ეს არის:      - თავისუფალი საქართველო – ადეკვატური თავდაცვისუნარიანობით;      - ერთიანი საქართველო       –   მისი ყოველი მოქალაქისათვის;      -დემოკრატიული საქართველო – გამჭვირვალე სახელმწიფო ინსტუტუტებით, განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებით და სიტყვის თავისუფლებით;      -სამართლიანი საქართველო – დამოუკიდებელი და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემით;      -შეძლებული საქართველო – კერძო საკუთრების დაცულობით და ეკონომიკური თავისუფლებით;      ამ მიზნების მიღწევისათვის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს:      - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზებით აღდგენა და სამოქალაქო ერთობა;      - მდგრადი ეკონომიკური ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა;           - ქმედითი მმართველობის ფორმირება;           - იფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება;           - ნატოში გაწევრიანება      სახელმწიფო მიზნების მიღწევის პირობებია, ერთის მხრივ, საზოგადოებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფა და მეორეს მხრივ, რეფორმათა დინამიკის შენარჩუნება და სახელმწიფოს მოდერნიზაცია საქართველოს მთავრობის ამოცანები      - მეტი სამუშაო ადგილი კერძო სექტორში;      - გამჭვირავალე და ქმედითი სახელმწიფო მმართველობა და თვითმმართველობა;      - ეფექტიანი მართლმსაჯულება;      - ადეკვატური თავდაცვისუნარიანობა;      - ქმედითი სამართალდამცავი სისტემა;      - ენერგოუსაფრთხოება;      - გამოთანაბრებული რეგიონული განვითარება;      - მდგრადი და ეფექტური ბუნებათსარგებლობა;      - ხარისხიანი და კონკრეტული განათლების შესაძლებლობა;      - ღია და ტოლერანტული კულტურული გარემო;      - განვითარებულ და მეზობეელ ქვეყნებთან საერთაშორისო ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაცია      საქართველოს მთავრობის სამოქმედო პრიორიტეტები           სახელმწიფო პოლიტიკა ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის სფერო ·    ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანამიმდევრული განხორციელება; ·    ინტენსიური დიალოგისა (ID) და გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) განხორციელების საფუძველზე ნატო-ში თანმიმდევრული ინტგრაცია; ·    არმიის მართვის ოპტიმიზაცია და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება; არმიის რეფორმირება ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად; არმიაზე სამოქალაქო კონტროლის სისტემის სრულყოფა; ·    ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (ENP Action Plan) წარმატებული განხორციელება და ევროკავშირთან „ოთხი თავისუფლების“ – ადამიანების, კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების გადაადგილების – ხარისხის გაზრდა; ·    სამეზობლო არეალში შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული თანამშრომლობის ეფექტურობის ზრდა; ·    დიპლომატიური და საკონსულო ქსელის გაფართოება; სახელმწიფოს ინსტიტუციონარული მშენებლობა ·    კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის სამშვიდობო სამოქმედო გეგმების მიზანმიმართული განხორციელება; ·    სასამართლოს დამოუკიდებელი, სანდო, მიუკერძოებელი და ოპტიმიზებული სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობა; ·    სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროს რეფორმირება; ·    ქმედითი თვითმმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; უფლებამოსილებათა და ქონების გამიჯნვა; ·    საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემის განვითარება ფუნქციური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების გზით; საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის გაუმჯობესება; ·    საზღვრის დაცვის პოლიციური სისტემის განვითარება; სახელმწიფო ადმინისტრირება და რეგულირება სამართლებრივი სფერო ·    სააღმსრულებლო სისტემის რეფორმა სასამართლო გადაწყვეტილებების დროულად და ეფექტურად აღსრულების მიზნით; ·    ერთიანი სამოქალაქო რეესტრის ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ბაზის ფორმირება; საჯარო რეესტრის სანდოობისა და მომსახურების ხარისხის ზრდა; ·    პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ინსტიტუციური რეფორმა; პატიმართა უფლებების დაცვის და რესოციალიზაციის ეფექტური მექანიზმების შემუშავება; ·    საკანონმდებლო ბაზის კრიტიკული და სისტემური რევიზია; ·    სახაზინო ადვოკატის ხელმისაწვდომი და კვალიფიციური ინსტიტუტის ფორმირება; სახელმწიფო მმართველობის სფერო ·    საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ეფექტურად შესრულება; ·    სახელმწიფო მმართველობის და საჯარო სამსახურის რეფორმირება, კადრების შერჩევის და მოტივაციის სისტემის სრულყოფა „მცირე ხელისუფლებისა“ და „კარგი მმართველობის“ დანერგვის მიზნით; ·    სახელმწიფო მმართველობის ორგანოების რეგულარული საჯარო ანგარიშგების, ანგარიშვალდებულების და სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების სრულყოფა; ·    სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალოვადიანი, შედეგზე ორიენტირებული სახარჯო პოლიტიკისა და მექანიზმების დახვეწა; ეკონომიკური თავისუფლება და ინფრასტრუქტურული განვითარება ეკონომიკის ინსტიტუციური დარეგულირება ·    სალიცენზიო-სანებართვო და ზედამხედველობის სისტემის გამართვა; ·    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო სუბიექტებისა და ქონების განსახელმწიფოებრიობის დასრულება;სახელმწიფო ქონების მართვის გამჭვირვალობის ზრდა და კომერციალიზაცია; ·    მეწარმეობაზე სახელმწიფო რეგულირების ზემოქმედების მინიმალიზება; ·    ბუნებრივი (მათ შორის სატყეო) რესურსებით სარგებლობის კონკურენტული სისტემის განვითარება; ბუნებრივი რესურსების საკუთრებისა და სარგებლობის ფორმების დივერსიფიკაცია; ·    სასოფლო-სამეურნეო სექტორის რეფორმირება რეგულირებისა და ინტერვენციის შემცირებით; ·    სოფლის მეურნეობაში კერძო მიწათსარგებლობის სისტემის განვითარება; ·    ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისათვის პირობების შექმნა; ·    სოფლის მეურნეობის პროდუქტებისათვის ალტერნატიული ბაზრების მოპოვების ხელშეწყობა; ეკონომიკის ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა ·    ენერგოსისტემის მდგრადობისა  და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ალტერნატივების გაზრდის მეშვეობით და საერთაშორისო ერეგოსისტემებში ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხით; ·    რეგიონული განვითარება საინჟინრო (გზების, წყალმომრაგების, ენერგომომარაგების სისტემების და სხვა) და სოციალური (სკოლების, ჯანდაცვის ობიექტების და სხვა) ინფრასტრუქტურის ინტენსიური რეაბილიტაციის და განვითარების გზით; ·    ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის კერძო-საჯარო პარტნიორობის გამოყენება; ·    ტრანსპორტის ყველა სახეობისათვაის „ღია პოლიტიკის“ გატარება მობილურობის, საერთაშორისო ინტეგრაციისა და სატრანზიტო მიმზიდველობის უზრუნველსაყოფად; ·    სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია კერძო სექტორის როლის ზრდის საშუალებით; ·    სასურსათო უვნებლობის ერთიანი სისტემის შექმნა და ეტაპობრივი დანერგვა; ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსამედოობის ზრდა; პიროვნების განვითარება სოციალური დაცვის სფერო ·    სოციალური დახმარების რეზიდუალური სისტემის ფორმირება; მონეტიზებულ, მიზნობრივ და საოჯახო დახმარებების სისტემის დანერგვა; ·    ხანდაზმულ ასაკში სიღარიბისაგან მიზნობრივი დაცვის სისტემის ფორმირება; ასაკსა და სოციალურ სტატუსზე დამყარებული საპენსიო სისტემის დანერგვა და კერძო საპენსიო დანაზოგების ინიციატივების სტიმულირება; ·    საბაზო ჯანდაცვის განვითარების პირობების გაუმჯობესება; ·    ჯანდაცვის სისტემის მომხმარებელზე ორიენტირებული, ეკონომიკურად გამართული და სადაზღვევო პრინციპებს მორგებული ინსტიტუციური რეფორმა განათლება და კულტურა ·    კერძო- სახელმწიფო პარტნიორობა პროფესიული გადამზადების გზით ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად; ·    ეკონომიკის ახალ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების ფორმირება; ·    განათლების სისტემის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმირების დასრულება, ხარისხიანი განათლებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეთა თავსებადობის ხელშეწყობა; ·    განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია; სამეცნიერო კვლევების დაფინანსების საგრანტო-კონკურენტული სისტემის სრულყოფა; ·    კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის და სპორტის სფეროების არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდა და ინსტიტუციური მართვის გაუმჯობესება; ·    სპორტის და კულტურის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; ·    ძეგლთა რესტავრაცია და პრევენციული კონსერვაცია;