სსიპ - ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 სსიპ – ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის 2018 წლის ანგარიში

წარმოგიდგენთ სსიპ – ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2018  წლის ანგარიშს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ,,ინფორმაციის თავისუფლების’’ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:

სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის 2015 წლის 04 სექტემბრის  №1/კ-152 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი შორენა ბუნტური.

ა) 2018  წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

ბ) სკოლაში არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე შემოსულია  3 მოთხოვნა.

დ)  2018  წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები დაირღვა 2 შემთხვევაში.  პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.

ანგარიში რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე 0 (ნული);

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის

თაობაზე 0 (ნული);

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

დაკმაყოფილებული 0 (ნული);

გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის

თქმის თაობაზე მიღებული 0 (ნული);

მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე 0 (ნული);

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების,

დამუშავებისა და შენახვის თაობაზე 3 (სამი);

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი

ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე 0 (ნული);

ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის

შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ 0 (ნული);

ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის

დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის

გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების

გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის

მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ 0 (ნული).

ე. კვირიკაშვილი