სსიპ - ქალაქ თბილისის №74 საჯარო სკოლის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – ქალაქ თბილისის №74 საჯარო სკოლის 2018 წლის ანგარიში
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ - ქალაქ თბილისის №74 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2018 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ,,ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
სსიპ - ქალაქ თბილისის №74 საჯარო სკოლის 2015 წლის 1 დეკემბრის №1/კ-99 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია სკოლის საქმისმწარმოებელი მანანა ხურცილავა.
ა) 2018 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე წარმოდგენილი არ ყოფილა, არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე.
ბ) არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
გ) არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის და პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე.
დ) 2018 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილი არ ყოფილა და გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები სკოლას არ ჰქონია.
სსიპ - ქალაქ თბილისის №74 საჯრო სკოლის 2018 წლის წლიურ ანგარიში ცხრილის სახით:
ანგარიში
რაოდენობა
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
0 (ნული)
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე
0 (ნული)
დაკმაყოფილებული მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
0 (ნული)
მიღებული გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე
0 (ნული)
მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე
0 (ნული)
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე
0 (ნული)
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე
0 (ნული)
ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ
0 (ნული)
ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ
0 (ნული)
მ. ჯარმელიშვილი