საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წლიური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მესამე თავის 49-ე მუხლის თანახმად, წინამდებარე ანგარიშში წარმოგიდგენთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და გაცემული ინფორმაციის შესახებ 12 თვის ანგარიშს. ანგარიშში მოცემულია 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებები, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით.
ა) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საჯარო ინფორმაციის რაოდენობის თაობაზე:
2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა სულ 1384 განცხადება, კერძოდ:
2017 წლის დეკემბერში - 55 განცხადება;
2018 წლის I კვარტალში - 354 განცხადება;
2018 წლის II კვარტალში - 479 განცხადება;
2018 წლის III კვარტალში - 274 განცხადება;
2018 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში - 222 განცხადება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, განცხადების ელექტრონული ფორმის წარმოდგენით, ოფიციალური ვებგვერდის ( www.supremecourt.ge ) მეშვეობით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №1/225 გადაწყვეტილების მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ფარგლებში, სასამართლო ყოველ კვარტალში აქვეყნებს საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკას,ხოლო ყოველწლიურად კი, ათავსებს სტატისტიკურ კრებულს – „მართლმსაჯულება საქართველოში“.
2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის თაობაზე
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული განცხადებებიდან:
16 განცხადებაში მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და, შესაბამისად, განცხადებები გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;
იმ განცხადებებიდან, რომლებიც განეკუთვნებოდა უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას (1368 განცხადება):
1. დაკმაყოფილდა 1310 განაცხადი, კერძოდ:
2017 წლის დეკემბერში - 54 განაცხადი;
2018 წლის I კვარტალში - 328 განაცხადი;
2018 წლის II კვარტალში - 460 განაცხადი;
2018 წლის III კვარტალში - 256 განაცხადი;
2018 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში- 212 განაცხადი.
2. არ დაკმაყოფილდა 46 განაცხადი, კერძოდ:
2017 წლის დეკემბერში არ დაკმაყოფილდა ერთი განაცხადი ( არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე);
2018 წლის I კვარტალში - 16 განაცხადი (ოთხ შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული, ხოლო თორმეტი არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე);
2018 წლის II კვარტალში - 10 განაცხადი (შვიდ შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული, ხოლო სამი არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე);
2018 წლის III კვარტალში - 10 განაცხადი (ხუთ შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული, ხოლო ხუთი არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე);
2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში – 9 განაცხადი (ექვს შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული, ხოლო სამი არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე);
3. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12 განაცხადი, კერძოდ:
2018 წლის I კვარტალში - 5 განაცხადი (ორ შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული, ხოლო სამ შემთხვევაში - მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა არ იყო უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია);
2018 წლის II კვარტალში - 3 განაცხადი (ორ შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული, ხოლო ერთ შემთხვევაში - მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე);
2018 წლის III კვარტალში - 4 განაცხადი (სამ შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული, ხოლო ერთ შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე);
4.მოთხოვნილი საკითხის გადასაწყვეტად, შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაეგზავნა16 განაცხადი, კერძოდ:
2018 წლის I კვარტალში - 5 განაცხადი;
2018 წლის II კვარტალში - 6 განაცხადი;
2018 წლის III კვარტალში - 4 განაცხადი;
2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში – 1 განაცხადი.
მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს შემდეგმა საჯარო მოსამსახურეებმა:
სასამართლოსმენეჯერმა – პირველადისტრუქტურულიერთეულისხელმძღვანელმა – სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 348, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 316, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 19 (ყველა შემთხვევაში, მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული). ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2 განცხადება, ხოლო 11 განცხადება მოთხოვნილი საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
სამართლებრივი მხარდაჭერის ხელმძღვანელმა – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილემ, სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 9 , მათ შორის –მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ექვსი, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ – ერთი (კანონის საფუძველზე), ხოლო ორი განცხადება მოთხოვნილი საკითხის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
კომუნიკაციისა და კოორდინაციის ხელმძღვანელმა, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილემ - სულ 10 გადაწყვეტილება, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
სამართლებრივი მხარდაჭერის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 80, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 56, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ რვა (არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე), რვა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა (კანონის საფუძველზე),ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა (მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული), ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდა ერთი (კანონის საფუძველზე), ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდა სამი (მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული), ერთი განცხადება, მოთხოვნილი საკითხის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო ორი განცხადების ნაწილი არ შედიოდა უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში.
სამართლებრივი მხარდაჭერის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 456, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 440, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თორმეტი (არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე), ორი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა (მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული), ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდა ერთი (მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული), ხოლო ერთი განცხადება, მოთხოვნილი საკითხის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
სამართლებრივი მხარდაჭერის სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 481, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 475, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ოთხი (არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე), ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდა ერთი (მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული), ხოლო ერთი განცხადება, მოთხოვნილი საკითხის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
გ) პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ
საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქმისწარმოების მიზნებისთვის მონაცემების შეგროვებისას, ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ხოლო აპარატის თანამშრომელთა მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით, შესაბამისად, 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, სასამართლომ პერსონალური მონაცემები გასცა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დარღვევის თაობაზე დისციპლინური პასუხისმგებლობა
საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტები.
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო ეყრდნობოდა „საქართველოს კონსტიტუციას“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:
1. სასამართლოს მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებდა მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვებას (ინფორმაციის გაცემაზე უარი გასაჩივრდა ერთ შემთხვევაში, რომელიც დასრულდა მხარეთა შორის მორიგებით);
2. განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე, წარმოადგენდა პერსონალური სახის ინფორმაციას და განმცხადებელს, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 44-ე მუხლის მიხედვით, არ წარმოუდგენია იმ პირთა თანხმობა, ვის შესახებაც ინფორმაციას ითხოვდა.
ვ) ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრების თაობაზე
ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში ერთ შემთხვევაში, დავა დასრულდა მხარეთა შორის მორიგებით.
ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ხარჯებისა და ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 38-ე მუხლისა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების საფასური 1679 ლარი და 75 თეთრი დარეგისტრირებულია უზენაესი სასამართლოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილებაში.