საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ანგარიშში წარმოგიდგენთ 2018 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ ყველა იმ განცხადების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მოიპოვება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო).
ინფორმაცია სამინისტროში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ
2018 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სამინისტროში სულ 147 (ას ორმოცდაშვიდი) განცხადება შემოვიდა.
147 (ას ორმოცდაშვიდი) განცხადებიდან:
111 (ას თერთმეტი) განცხადება - სრულად დაკმაყოფილდა;
39 (ოცდაცხრამეტი) განცხადება - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში და ამავე კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილების მიხედვით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში, ვინაიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს სამინისტრო არ წარმოადგენდა ან სამინისტროსთან ერთად წარმოადგენდა სხვა დაწესებულებაც. ზემოაღნიშნულის შესახებ განმცხადებლებს ეცნობათ წერილობით;
10 (ათი) განცხადებაზე - საჯარო ინფორმაციის მიწოდების შესახებ სამინისტროს მოუწია უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. უარის თქმის მიზეზი იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვა, ასევე შემთხვევა, როდესაც ინფორმაცია არ განეკუთხვნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციას ან/და სამინისტროსთან მიმართებით არ არსებობდა გასაცემი ინფორმაცია ან/და სამინისტროში არ იყო დაცული მოთხოვნილი ინფორმაცია.
საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სამინისტროში არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემასა და უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემასა და უარის თქმის შესახებ გადაწყეტილების მიმღებ პირს წარმოადგენს სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), დავით მეტრეველი.
საჯარო მონაცემთა ბაზებისა და სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ
სამინისტროში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა, სადაც თავს იყრის ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიც. სამინისტროში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო რეესტრის ფუნქციას ასრულებს სამინისტროს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა. სამინისტროს ვებ-გვერდზე, ყოველკვარტალურად ქვეყნდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადების მოკლე სტატისტიკური ანგარიში.
რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ
საანგარიშო პერიოდში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, დისციპლინური სახდელების დადების შემთხვევები არ ყოფილა.
საკანონმდებლო აქტები, რომლებსაც სამინისტრო ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას
სამინისტრო საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივარი არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები
2018 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით სამინისტროს საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე ხარჯები მოსაკრებლის სახით არ გაუწევია.