📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქობულეთის მუნიციპალური „გენდერული თანასწორობის საბჭო“-ს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.12.2018
ძალის დაკარგვა 13.10.2025
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.131.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 878 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.12.2018 მიღება
13.10.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალური „გენდერული თანასწორობის საბჭო“-ს დებულების დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №59 2018 წლის 14 დეკემბერი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალური „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16  მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ბ.თ“  ქვეპუნქტის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-13 მუხლის, 1​1 პუნქტისა და ,,ნორმატიული  აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის  მე-2 პუნქტისა  და  25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის  შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალური „გენდერული თანასწორობის საბჭოს“  დებულება თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის    „გენდერული თანასწორობის საბჭოს“  დებულების დამტკიცების შესახებ  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №56 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი დანართი ქობულეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება . თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო 1. ქობულეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – ,,საბჭო”) არის სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის  შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. 2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“, ,,ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით“, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. საბჭო იქმნება საკრებულოს დადგენილებით საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. 4. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. ,,საბჭოს” ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილება 1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  პროექტების  მომზადებას, განიხილოს  და  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები ქობულეთის  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების შესახებ,  უზრუნველყოს დამტკიცებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; ბ) შეიმუშაოს რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის სისტემის ჩამოყალიბებისა და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; გ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები; დ) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით; ე) განიხილოს საკრებულოში ინიციირებული ნორმატიული აქტების პროექტები გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით; ვ) შეიმუშაოს რეკომენდაციები ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშესაწყობად; ზ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის; თ) ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორის საბჭოსთან, მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; მონაწილეობა მიიღოს გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით განხორცილებულ ღონისძიებებში; ი) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; 2. ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საბჭოს უფლება აქვს: ა) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით; გ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან. დ) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მუნიციპალიტეტი სახელმწიფო, არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ე) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 3. საბჭო ვალდებულია მოამზადოს  და საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ; 4. საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ასევე ეგზავნება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიას. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისგან. 2. საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს შემადგენლობასთან ერთად ამტკიცებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულებით; 3. საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე; 4  საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით ,,საბჭოს“ მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვადასხვა უწყების ხელძღვანელმა პირებმა. 5. საბჭომ უნდა უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობა საბჭოს მუშაობაში; 6. საბჭოს წევრებს შორის დაცული უნდა იყოს გენდერული ბალანსი და მრავალპარტიულობა. მუხლი 4🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია 1. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან/და საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3; 2. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე; 3. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.  საბჭოს სხდომების ორგანიზებას და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი. 4. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 5. საბჭოს სხდომაზე საკითხების გატანის უფლება აქვთ როგორც საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე საბჭოს წევრებს; 6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად; 7. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ,საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი; 8. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა 9. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობების პირებს,  რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს. 10. საბჭოს სხდომები ტარდება 3 თვეში ერთხელ მაინც. საჭიროების შემთხვევაში, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით მოიწვევა საბჭოს რიგგარეშე სხდომა. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.