საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №134
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016681
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.12.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№134
2018 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის (შემდგომში – სარდლობა) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სარდლობა არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მასზე დაკისრებული ამოცანების/კომპეტენციის განხორციელებისას ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) და საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომში – თავდაცვის ძალების) მეთაურს.
3. სარდლობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. სარდლობის საქმიანობა ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის, კანონიერებისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.
5. სარდლობას და მასში შემავალ ერთეულებს აქვთ დროშა, ბეჭედი – საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით (ქართულ-ინგლისური წარწერით), შტამპი, ბლანკი, ემბლემა და საჭიროების შემთხვევაში სხვა სიმბოლიკა, ხოლო ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად დადგენილი ნიმუშის ბეჭედი საიდენტიფიკაციო კოდით.
მუხლი 2🔗. სარდლობის ამოცანები
სარდლობის ამოცანებია:
ა) ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით, თავდაცვის გეგმით განსაზღვრული ოპერაციის რაიონში დაქვემდებარებული ერთეულების მართვა და დასახული ამოცანების შესრულება;
ბ) საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში მონაწილეობა;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციების დროს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა.
მუხლი 3🔗. სარდლობის კომპეტენცია
სარდლობის კომპეტენციაა:
ა) საომარ მოქმედებათა თეატრში ოპერატიული და ტაქტიკური ამოცანების შესრულება;
ბ) საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვა, ოპერატიული და ტაქტიკური მართვისა და კონტროლის განხორციელება და გეგმების შემუშავება;
გ) თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებით გაერთიანებული ოპერატიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საბრძოლო მომზადების დაგეგმვა, წვრთნებისა და სწავლებების ჩატარება, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
ე) შესაბამისი დავალების საფუძველზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ჩატარება;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა, შესაძლებლობის ფარგლებში სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციების ჩატარება;
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, ჰუმანიტარულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
თ) გაერთიანებულ (ეროვნულ) და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობის მიღება;
ი) კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;
კ) პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობა და მათი კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და საშტატო სტრუქტურის დაგეგმვაში მონაწილეობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სადაზვერვო და უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
მ) ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ორგანიზება, სამხედრო-ტექნიკური, მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვა, შესრულების ორგანიზება, კოორდინირება და მონიტორინგი;
ნ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის უზრუნველყოფა. კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი, ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზება და უზრუნველყოფა;
ო) საინჟინრო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება;
პ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე, მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
მუხლი 4🔗. სარდლობის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია
1. სარდლობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) შტაბი;
ა.ა) G-1 სამსახური;
ა.ბ) G-2 სამსახური;
ა.გ) G-3 სამსახური;
ა.დ) G-4 სამსახური;
ა.ე) G-6 სამსახური;
ბ) პირველი ქვეითი ბრიგადა;
გ) მე-4 მექანიზებული ბრიგადა;
დ) მე-5 საარტილერიო ბრიგადა;
ე) საინჟინრო ბრიგადა;
ვ) რადიოკავშირების ცალკეული ასეული;
ზ) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური.
2. სარდლობის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაა:
ა) შტაბი - ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვას და კოორდინაციას, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზებას და არქივის მართვას:
ა.ა) G-1 სამსახური:
ა.ა.ა) უზრუნველყოფს სარდლობის პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას და კოორდინაციას, კომპეტენციის ფარგლებში;
ა.ა.ბ) ახორციელებს სარდლობის პირადი შემადგენლობის შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებებს;
ა.ა.გ) წარმართავს სარდლობის პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობას, ქმნის მონაცემთა ერთიან ბაზას და მონაწილეობს საშტატო სტრუქტურის დაგეგმვაში;
ა.ა.დ) ახორციელებს სარდლობის საბრძოლო დანაკარგების რიცხოვნობის აღრიცხვას და გეგმავს შესაბამის ღონისძიებებს საბრძოლო დანაკარგების შესავსებად;
ა.ბ) G-2 სამსახური:
ა.ბ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სარდლობის დაზვერვის ორგანიზებას, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და ანალიზს, სარდლობის სტრუქტურული ერთეულების სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფას;
ა.ბ.ბ) ახორციელებს სარდლობის სადაზვერვო ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების მონიტორინგს;
ა.ბ.გ) უზრუნველყოფს სარდლობის სტრუქტურულ ერთეულებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას, კოორდინაციას და მონიტორინგს;
ა.გ) G-3 სამსახური:
ა.გ.ა) უზრუნველყოფს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას;
ა.გ.ბ) უზრუნველყოფს სწავლებების დაგეგმვას, მომზადებას, ჩატარებასა და ზედამხედველობას, საბრძოლო მომზადების წარმართვისათვის საორგანიზაციო მეთოდური მითითებისა და ძირითადი ღონისძიებების გრძელვადიანი/მოკლევადიანი გეგმა-კალენდარის მომზადებას;
ა.გ.გ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს გაერთიანებული (ეროვნული) და საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვასა და ჩატარებაში;
ა.გ.დ) ახორციელებს სარდლობის ეფექტური მართვის უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებებს, საჯარისო სამსახურის ორგანიზებას და მონიტორინგს;
ა.დ) G-4 სამსახური:
ა.დ.ა) ახორციელებს სარდლობის ლოჯისტიკური ოპერაციების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას;
ა.დ.ბ) უზრუნველყოფს სარდლობის შეიარაღების, საბრძოლო მასალების, ტექნიკის, სასწავლო მატერიალური ბაზის და სხვა მატერიალური საშუალებების შეფასების ორგანიზებას და სტატუსების მართვას;
ა.დ.გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვას, კოორდინაციას და მონიტორინგს;
ა.ე) G-6 სამსახური:
ა.ე.ა) უზრუნველყოფს სარდლობის კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს;
ა.ე.ბ) ახორციელებს სარდლობის ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების ორგანიზების კონტროლს და ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებას;
ბ) პირველი ქვეითი ბრიგადა:
ბ.ა) მონაწილეობს სრული სპექტრის ოპერაციებში;
ბ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას;
ბ.გ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და განხორციელებას, წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვას, ჩატარებას და მონიტორინგს;
ბ.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობს სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში;
გ.ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას, შესაძლებლობის ფარგლებში ატარებს სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციებს;
ბ.ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში;
ბ.ზ) მონაწილეობს გაერთიანებულ (ეროვნულ) და საერთაშორისო სწავლებებში;
ბ.თ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას, პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობას, შეფასებას და მათი კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, მონაწილეობს საშტატო სტრუქტურის დაგეგმვაში;
ბ.ი) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს დაზვერვის ორგანიზებას, სადაზვერვო ღონისძიებების დაგეგმვას, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და ანალიზს, დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
ბ.კ) უზრუნველყოფს ლოჯისტიკური ოპერაციების და სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
ბ.ლ) ახორციელებს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერას, ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებას და უზრუნველყოფას;
ბ.მ) უზრუნველყოფს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას, აგრეთვე, ზემდგომი ხელმძღვანელობის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
გ) მე-4 მექანიზებული ბრიგადა:
გ.ა) მონაწილეობს სრული სპექტრის ოპერაციებში;
გ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას;
გ.გ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და განხორციელებას, წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვას, ჩატარებას და მონიტორინგს;
გ.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობს სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში;
გ.ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას, შესაძლებლობის ფარგლებში ატარებს სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციებს;
გ.ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში;
გ.ზ) მონაწილეობს გაერთიანებულ (ეროვნულ) და საერთაშორისო სწავლებებში;
გ.თ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას, პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობას, შეფასებას და მათი კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, მონაწილეობს საშტატო სტრუქტურის დაგეგმვაში;
გ.ი) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს დაზვერვის ორგანიზებას, სადაზვერვო ღონისძიებების დაგეგმვას, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და ანალიზს, დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
გ.კ) უზრუნველყოფს ლოჯისტიკური ოპერაციების და სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
გ.ლ) ახორციელებს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერას, ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებას და უზრუნველყოფას;
გ.მ) უზრუნველყოფს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას, აგრეთვე, ზემდგომი ხელმძღვანელობის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
დ) მე-5 საარტილერიო ბრიგადა:
დ.ა) მონაწილეობს სრული სპექტრის ოპერაციებში;
დ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას;
დ.გ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და განხორციელებას, წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვას, ჩატარებას და მონიტორინგს;
დ.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობს სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში;
დ.ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას, შესაძლებლობის ფარგლებში ატარებს სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციებს;
დ.ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში;
დ.ზ) მონაწილეობს გაერთიანებულ (ეროვნულ) და საერთაშორისო სწავლებებში;
დ.თ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას, პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობას, შეფასებას და მათი კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, მონაწილეობს საშტატო სტრუქტურის დაგეგმვაში;
დ.ი) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს დაზვერვის ორგანიზებას, სადაზვერვო ღონისძიებების დაგეგმვას, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და ანალიზს, დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
დ.კ) უზრუნველყოფს ლოჯისტიკური ოპერაციების და სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
დ.ლ) ახორციელებს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერას, ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებას და უზრუნველყოფას;
დ.მ) უზრუნველყოფს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას, აგრეთვე, ზემდგომი ხელმძღვანელობის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ე) საინჟინრო ბრიგადა:
ე.ა) მონაწილეობს სრული სპექტრის ოპერაციებში;
ე.ბ) ახორციელებს თავდაცვის ძალების საინჟინრო მხარდაჭერას და ქიმიურ უზრუნველყოფას, მონაწილეობს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში;
ე.გ) ახორციელებს განაღმვისა და უტილიზაციის ღონისძიებებს;
ე.დ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და განხორციელებას, წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვას, ჩატარებას და მონიტორინგს;
ე.ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობს სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში;
ე.ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას, შესაძლებლობის ფარგლებში ატარებს სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციებს;
ე.ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში;
ე.თ) მონაწილეობს გაერთიანებულ (ეროვნულ) და საერთაშორისო სწავლებებში;
ე.ი) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას, პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობას, შეფასებას და მათი კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, მონაწილეობს საშტატო სტრუქტურის დაგეგმვაში;
ე.კ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს დაზვერვის ორგანიზებას, სადაზვერვო ღონისძიებების დაგეგმვას, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და ანალიზს, დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
ე.ლ) უზრუნველყოფს ლოჯისტიკური ოპერაციების და სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
ე.მ) ახორციელებს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერას, ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებას და უზრუნველყოფას;
ე.ნ) უზრუნველყოფს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას, აგრეთვე, ზემდგომი ხელმძღვანელობის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ვ) რადიოკავშირების ცალკეული ასეული:
ვ.ა) უზრუნველყოფს მართვის პუნქტების კავშირგაბმულობის კვანძების გაშლას, რადიო, რადიოსარელეო, საკაბელო, საფელდეგერო კავშირებით უზრუნველყოფას, ინფორმაციული სისტემების ქსელების გაშლას და ტექნიკურ ექსპლუატაციას;
ვ.ბ) უზრუნველყოფს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას, აგრეთვე, ზემდგომი ხელმძღვანელობის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ვ.გ) ახორციელებს სარდლობის შტაბის დაცვას;
ზ) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის წინაშე და უზრუნველყოფს:
ზ.ა) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას;
ზ.ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულებას;
ზ.გ) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებას;
ზ.დ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორად წარმართვას;
ზ.ე) სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და დაფინანსების სწორ და დროულ ასახვას შესაბამის პირველად დოკუმენტებში;
ზ.ვ) ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას;
ზ.ზ) კანონმდებლობით ნებადართულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებასა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოებას;
ზ.თ) ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობასა და შესაბამისი გათვლების წარმოებას;
ზ.ი) სარდლობის შესაბამის ფულად უზრუნველყოფასა და სალარო ოპერაციების წარმოებას;
ზ.კ) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადებისა და დადგენილ ვადებში სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარდგენას.
3. სარდლობის სტრუქტურული ერთეულები შედგება ქვედანაყოფებისგან, რომელთა სტრუქტურა განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით.
მუხლი 5🔗. სარდლობის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება
1. სარდლობას ხელმძღვანელობს სარდალი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სარდლობაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის სარდალი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის წინაშე.
3. სარდალი სარდლობაზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) ახორციელებს სარდლობის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) წყვეტს სარდლობის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სარდლობაზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;
დ) ხელმძღვანელობს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას და განხორციელებას;
ე) დასახული ამოცანათა შესაბამისად, ახორციელებს სარდლობის შემადგენლობაში შემავალი ძალებისა და საშუალებების ფორმირება ორგანიზებას;
ვ) ასრულებს ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და ინსტრუქციებს სარდლობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) ითანხმებს სარდლობის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს;
თ) ანაწილებს მოვალეობებს სარდლობის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო ორგანიზებას და მონიტორინგს უწევს სარდლობაში საყარაულო და შინაგანი სამსახურის მოთხოვნების შესრულებას;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დაგეგმვას, ახორციელებს წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას და მონიტორინგს;
ლ) სარდლობაში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს სარდლობის მოსამსახურეებზე;
მ) აანალიზებს სარდლობის საქმიანობას და ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სარდლობის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სარდლობის მოსამსახურეთა წახალისებას ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას;
ო) ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სარდლობის ამოცანების შესასრულებლად;
პ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების უფროსების და ცალკეული მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ჟ) დადგენილი წესით, ახორციელებს სარდლობის მოსამსახურეებზე შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელით განსაზღვრული შეიარაღებისა და ტექნიკის მიმაგრებას;
რ) შუამდგომლობს სარდლობის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ს) ახორციელებს სარდლობაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, ამ დებულებით განსაზღვრულ სარდლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
უ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას სამინისტროს სისტემაში შემავალი ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;
ფ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.
4. სარდალს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სარდლის მოადგილე ანგარიშვალდებულია სარდლის, სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.
5. სარდლის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სარდლის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში სარდლობის შტაბის უფროსი.
6. სარდლის მოადგილე სარდლობაზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელს უწყობს სარდალს მასზე დაკისრებული ფუნქციონალური მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) სარდლის დავალების შესაბამისად განიხილავს სარდლობაში შესულ კორესპონდენციას;
გ) ზედამხედველობს სარდლობის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს სარდლობის სტრუქტურულ ერთეულებს და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სარდლობაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ვ) აანალიზებს სარდლობის საქმიანობას და სარდალს წარუდგენს წინადადებებს სარდლობის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სარდალთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
თ) ასრულებს მინისტრის, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობისა და სარდლის დავალებებსა და მითითებებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.
7. სარდლობის სერჟანტთა შემადგენლობას ხელმძღვანელობს და სარდლობის სამხედრო მოსამსახურეთა (გარდა ოფიცრებისა) დისციპლინის განმტკიცების, ფიზიკური მზადყოფნის, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების, სამხედრო-პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებს უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სარდლობის მთავარი სერჟანტი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
8. სარდლობის შტაბს ხელმძღვანელობს შტაბის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
9. სარდლობის შტაბის უფროსი:
ა) წარმართავს და კოორდინაციას უწევს სარდლობის შტაბის ყოველდღიურ საქმიანობას;
ბ) ახორციელებს კოორდინაციას და კონტროლს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების შტაბების მუშაობაზე;
გ) ზედამხედველობს სარდლობის შტაბის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას, აძლევს მათ დავალებებს და მითითებებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სარდლობის შტაბში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ე) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას;
ვ) პასუხისმგებელია სარდლობის შტაბის ფუნქციების შესრულებაზე;
ზ) აანალიზებს სარდლობის შტაბის საქმიანობას და სარდალს წარუდგენს წინადადებებს შტაბის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.
10. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის მეთაური, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
11. სტრუქტურული ერთეულის მეთაური:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას და განხორციელებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას და მონიტორინგს;
ე) ასრულებს ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და ინსტრუქციებს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
ზ) ითანხმებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს;
თ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას, ორგანიზებას და მონიტორინგს უწევს სტრუქტურულ ერთეულში საყარაულო და შინაგანი სამსახურის მოთხოვნების შესრულებას;
კ) სტრუქტურულ ერთეულში შესულ კორესპონდენციას ანაწილებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებზე;
ლ) აანალიზებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და სარდალს წარუდგენს წინადადებებს მისი მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისებას ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას;
ნ) ზემდგომ ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანების შესასრულებლად;
ო) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების და ცალკეული მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებზე შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელით განსაზღვრული შეიარაღებისა და ტექნიკის მიმაგრებას და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განაწილებას;
ჟ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
რ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურულ ერთეულს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ტ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;
უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.
12. სარდლობის სტრუქტურული ერთეულები შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან (შემდგომში – ქვედანაყოფი), რომლებსაც ხელმძღვანელობენ უფროსები/მეთაურები. ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, უფროსი/მეთაური:
ა) ხელმძღვანელობს ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს კორესპონდენციას ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის;
გ) უზრუნველყოფს ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ახორციელებს ქვედანაყოფში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებისათვის საჭირო ღონისძიებებს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.
13. ქვედანაყოფის უფროსის/მეთაურის, დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ქვედანაყოფის მოსამსახურე.