,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის N27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის N27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№137
2018 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010340010.22.026.016373) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:“
2. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების (შემდგომ - დებულება) პირველი მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დეპარტამენტი მოქმედებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად და საქმიანობისას იცავს შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს სავალდებულო ელემენტებს, მათ შორის შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის ძირითად პრინციპებს, შიდა აუდიტორის ეთიკის კოდექსს, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებს.’’;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. დებულებას დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. დეპარტამენტის დამოუკიდებლობა
1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.
2. დეპარტამენტი სამინისტროს სისტემის სხვა ქვედანაყოფებიდან ფუნქციურად დამოუკიდებელია.
3. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების და ანგარიშგების პროცესში.
4. დეპარტამენტი და აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. დეპარტამენტის დამოუკიდებლობის და აუდიტორის ობიექტურობის შეზღუდვა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება პირადი ინტერესთა კონფლიქტის არსებობით, მასშტაბის შეზღუდვით და სამინისტროს სისტემის ყველა ობიექტზე ყველა საქმიანობის, დოკუმენტაციასთან წვდომის, ადამიანური და მატერიალური რესურსების შეზღუდვით.
5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. დეპარტამენტი არ არის პასუხისმგებელი სამინისტროს სისტემაში პროცედურების ან სისტემის განვითარებასა და განხორციელებაზე და არ მონაწილეობს სამინისტროს სისტემის მიმდინარე საქმიანობაში, მათ შორის, კომისიის/საბჭოს/მართვის ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობისა და არ ასრულებს სხვა ფუნქციებს გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კოტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისა.’’.
4. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. დეპარტამენტის მიზანი და ამოცანები
1. დეპარტამენტის ძირითადი მიზანია სამინისტროს ღირებულების გაზრდა და დაცვა ობიექტური და რისკზე დაფუძნებული რწმუნების, კონსულტაციისა და პროფესიული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნისა და ხედვების გაზიარების გზით. აღნიშნულის ფარგლებში, დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროსთვის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ოპერაციების გაუმჯობესებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით. შიდა აუდიტი ეხმარება სამინისტროს მისი მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში, რისთვისაც ის სისტემატიზირებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს სამინისტროს მართვის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების ეფექტიანობას.
2. დეპარტამენტის ამოცანაა სამინისტროს პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის, რესურსების პროდუქტიულად, ეფექტიანად და ეკონომიურად გამოყენების, ამოცანების შესრულებისა და სამინისტროს დასახული მიზნების მიღწევის შეფასება, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების გაცემა და მინისტრის ინფორმირება სამინისტროს სისტემაში რისკის მართვის, კონტროლისა და მართვის პროცესების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.
3. დეპარტამენტის მიზანს არ წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის შეფასება და საბრძოლო შესაძლებლობების განლაგების ეფექტიანობის შეფასება.’’.
5. დებულების მე-3 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) განხორციელებული საქმიანობის შედეგად რეკომენდაციების გაცემა და გაცემული რეკომენდაციების და წინადადებების შესრულების მონიტორინგი;’’.
6. დებულების მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს ,,გ1’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,გ1) აუდიტის ობიექტებისგან გამოითხოვოს გაცემული რეკომენდაციების დროული შესრულების შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ სამინისტროში მიმდინარე პროცესების რისკის მფლობელებს და კონტროლის ღონისძიებებზე პასუხისმგებელ ერთეულებს;’’;
ბ) მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) დაიცვას შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს სავალდებულო ელემენტები, მათ შორის, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის ძირითადი პრინციპები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;’’.
7. დებულების მე-6 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) შეიმუშავებს დეპარტამენტის მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის გაწევასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;’’;
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს ,,მ1’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,მ1) მინისტრს წარუდგენს შესაბამის მოხსენებას/ანგარიშს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ აუდიტის ობიექტებთან განხილვების მიუხედავად არ განხორციელდა გაცემული რეკომენდაციები და არ მოხდა რისკის სასურველ დონემდე შემცირება;’’;
გ) მე-3 პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ო) დეპარტამენტის საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით შეიმუშავებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ყველა ასპექტის შეფასებას, კერძოდ, დეპარტამენტის საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობას, ეფექტიანობას და პროდუქტიულობას, შიდა აუდიტორების მიერ შიდა აუდიტორთა საქმიანობის ეთიკის კოდექსის დაცვას;’’.
8. დებულების მე-6 მუხლს დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,71. აუდიტორულ შემოწმებებს (სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი) და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს ახორციელებენ დეპარტამენტის აუდიტორები, არსებული პროცედურებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად.’’.
9. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს 121 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,121. დეპარტამენტის უფროსი ყოველწლიურ ანგარიშში მინისტრს წარუდგენს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის და გაუმჯობესების პროგრამის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, ინფორმაციას შიდა (მიმდინარე და პერიოდული) და გარე შეფასების შედეგებზე, რომელიც ჩატარდება სულ ცოტა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ კვალიფიციური, დამოუკიდებელი შემფასებლის ან შემფასებელთა გარე ჯგუფის მიერ.’’.
10. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,21. დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტის სუბიექტებთან კოორდინირებული და ადეკვატური შემოწმებების განსახორციელებლად, დუბლირების თავიდან აცილებისა და რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით და უფლება აქვს ინფორმაციის სახით მოითხოვოს მათი საქმიანობის წლიური ანგარიშები, სტრატეგიული და წლიური გეგმები, აუდიტორული შემოწმების და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ანგარიშები.’’.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია