„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№138
სარეგისტრაციო კოდი
140010000.22.034.016826
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №138

2018 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140010000.22.034.016484) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

1.   მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო.“.

2.   მე-9 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი რანგის პირთა გადაადგილების პერიოდში ორგანიზების და კონტროლის უზრუნველყოფა;“;

ბ) „თ“-„ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3.   მე-13  მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131  მუხლი:

„მუხლი 131

დეპარტამენტის  საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ადმინისტრაციასთან (სამმართველო) კოორდინაციით, მასობრივი სპორტული, სანახაობრივი და სხვა სახის ღონისძიებების, ასევე მნიშვნელოვანი მოვლენების განხორციელების პერიოდში ორგანიზების და კონტროლის უზრუნველყოფა;

ბ) პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინური და სხვა გადაცდომების პრევენციის კოორდინაცია, გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში დანიშნული სამსახურებრივი შემოწმება;

გ) საგანგებო შემთხვევათა დროს მობილიზაციის მიზნით დეპარტამენტის დანაყოფების ინფორმირება; დანაყოფებში სამოქმედო ოპერატიულ გეგმებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების სწორი წარმართვის კონტროლი;

დ) დანაშაულებთან და სხვა სამართალდარღვევებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის დროული დამუშავების და შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეტანის კონტროლი; სააღრიცხვო-ანალიტიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობა;

ე) საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, დაზარალებულთა დასახმარებლად, დამნაშავეთა დასაკავებლად, საავარიო-სამაშველო სამუშაოთა საწარმოებლად საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფების განწესება;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.12.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 17.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №138. სარეგისტრაციო კოდი — 140010000.22.034.016826.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №138, 17.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.016826 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4409560/