ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.12.2018
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016452
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2018
matsne.gov.ge 2,056 სიტყვა · ~10 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (17)
სასაფლაო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად
მუხლი 2
სასაფლაოს მმართველი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ახორციელებს სასაფლაოს მოწყობას, მოვლა-პატრონობას და სარიტუალო საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებას
მუხლი 2
კერძო სასაფლაო
ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ნეშტის დასაკრძალავად
მუხლი 2
საფლავი
სასაფლაოზე შემოსაზღვრული ან/და სხვაგვარად გამოკვეთილი მიწის ნაკვეთი, სადაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე სამარე
მუხლი 2
საგვარეულო (საოჯახო) საფლავი
საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან (მათი თანხმობით) მათი ახლობელი ადამიანის ან/და ადამიანების ნეშტის დასაკრძალავად
მუხლი 2
სამარე
მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად
მუხლი 2
სამარხი
საფლავის შიგნით ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად განკუთვნილი ადგილი
მუხლი 2
ჭირისუფალი
გარდაცვლილის ახლო ნათესავი, მისი მემკვიდრე ან სხვა ნებისმიერი უფლებამოსილი პიროვნება, რომელიც იხდის მომსახურების ხარჯებს
მუხლი 2
სარიტუალო საქმიანობა
ყველა სახის მომსახურება, დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნასთან დაკავშირებულ სარიტუალო, საწარმოო და სანიტარიულ მომსახურებასთან, საფლავის კეთილმოწყობასთან.
მუხლი 2
საფლავის მომსახურება
მომსახურება, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს  სასაფლაოს მმართველი
მუხლი 2
დამატებითი მომსახურება
არის მომსახურება რომელსაც სარიტუალო საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს სასაფლაოს მმართველი.
მუხლი 2
დაკრძალვა
გარდაცვლილის ნეშტის მიწასთან მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური წესების ან/და ადათ-წესების შესაბამისად. დაკრძალვა ხორციელდება სანიტარიული წესების და ნორმების დაცვით
მუხლი 2
მეორეული დაკრძალვა
არის გარდაცვლილის მიწასთან მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე არსებულ სასაფლაოზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად
მუხლი 2
ძეგლი (საფლავის ქვა)
არის სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან/და სხვა მასალისგან დამზადებული გამოსახულება, კონსტრუქცია და ა.შ., რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად
მუხლი 2
გადასვენება
არის გარდაცვლილის ნეშტის მიწასთან მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და სხვა სასაფლაოზე ან/და იმავე სასაფლაოზე (სხვა სამარეში) დაკრძალვა
მუხლი 2
სასაფლაოს დახურვა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი საფლავების გამოყოფა
მუხლი 2
სასაფლაოს გაუქმება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი, ისე მეორეული  დაკრძალვა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 14.05.2018 ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 05.06.2018 სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 12.02.2016 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.07.2016 ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.02.2022

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 2018 წლის 17 დეკემბერი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბოლნისის   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი დანართი №1 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მართვის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის ზოგად წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:  ა) სასაფლაო – ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად; ბ) სასაფლაოს მმართველი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ახორციელებს სასაფლაოს მოწყობას, მოვლა-პატრონობას და სარიტუალო საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებას; გ) კერძო სასაფლაო – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ნეშტის დასაკრძალავად; დ) საფლავი – სასაფლაოზე შემოსაზღვრული ან/და სხვაგვარად გამოკვეთილი მიწის ნაკვეთი, სადაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე სამარე; ე) საგვარეულო (საოჯახო) საფლავისაფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან (მათი თანხმობით) მათი ახლობელი ადამიანის ან/და ადამიანების ნეშტის დასაკრძალავად; ვ) სამარემიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად; ზ) სამარხი –საფლავის შიგნით ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად განკუთვნილი ადგილი; თ) ჭირისუფალი – გარდაცვლილის ახლო ნათესავი, მისი მემკვიდრე ან სხვა ნებისმიერი უფლებამოსილი პიროვნება, რომელიც იხდის მომსახურების ხარჯებს; ი) სარიტუალო საქმიანობა – ყველა სახის მომსახურება, დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნასთან დაკავშირებულ სარიტუალო, საწარმოო და სანიტარიულ მომსახურებასთან, საფლავის კეთილმოწყობასთან. კ) საფლავის მომსახურება – მომსახურება, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს  სასაფლაოს მმართველი; ლ) დამატებითი მომსახურება – არის მომსახურება რომელსაც სარიტუალო საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს სასაფლაოს მმართველი. მ)დაკრძალვა – გარდაცვლილის ნეშტის მიწასთან მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური წესების ან/და ადათ-წესების შესაბამისად. დაკრძალვა ხორციელდება სანიტარიული წესების და ნორმების დაცვით; ნ) მეორეული დაკრძალვა – არის გარდაცვლილის მიწასთან მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე არსებულ სასაფლაოზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად; ო) ძეგლი (საფლავის ქვა) – არის სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან/და სხვა მასალისგან დამზადებული გამოსახულება, კონსტრუქცია და ა.შ., რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად; პ) გადასვენება – არის გარდაცვლილის ნეშტის მიწასთან მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და სხვა სასაფლაოზე ან/და იმავე სასაფლაოზე (სხვა სამარეში) დაკრძალვა; ჟ) სასაფლაოს დახურვა – ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი საფლავების გამოყოფა; რ) სასაფლაოს გაუქმება – ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი, ისე მეორეული  დაკრძალვა. მუხლი 3🔗. სასაფლაოს მოწყობა  1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს სულ მცირე 200 (ორასი) მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება ფაქტობრივად უკვე არსებული სასაფლაოს მომიჯნავედ.  2. მუნიციპალური სასაფლაოსთვის, ხოლო სტატუსის მინიჭების შემთხვევაში როგორც მუნიციპლაური, ასევე კერძო სასაფლაოსთვის, მიწის ნაკვეთის გამოყოფის  შესახებ გადაწყვეტილებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს (მერის) წარდგინებით იღებს ბოლნისის მუნიციალიტეტის საკრებულო. სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. 3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე: ა) წყალმომარეგების სათავეებთან სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონაში; ბ) მდინარეების, ხელოვნური წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით; გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიაზე. 4. სასაფლაოებისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში; ბ) არ უნდა არსებობდეს მიწის ნაკვეთის დატბორვის საშიშროება; გ) მიწის ზედაპირიდან გრუნტის წყლები დაშორებული უნდა იყოს სულ მცირე 2 მეტრით. მუხლი 4🔗. სასაფლაოების  მართვა   1. ბოლნისის მუნციპალიტეტის სასაფლაოების მართვას (გარდა კერძო სასაფლაოსი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომში – სასაფლაოს მმართველი). 2. სასაფლაოს მმართველის  მართვაში საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაოს ტერიტორია, ასევე უკვე არსებული სასაფლაო (სასაფლაოები). მუხლი 5🔗. გარდაცვლილის  სასაფლაოზე  დაკრძალვის  წესი  და  საფასური 1. ჭირისუფლმა გარდაცვლილის დასაკრძალავად უნდა მიმართოს სასაფლაოს მმართველს,  რომელიც ამ წესით დადგენილი ნორმის გათვალისწინებით გამოუყოფს საჭიროების  შესაბამისი რაოდენობის  სამარიან საფლავს. 2.სასაფლაოს მმართველის მიერ გაწეული საფლავის კეთილმოწყობის, საფლავის ქვის, ძეგლის დამზადების, დადგმის და სხვა მომსახურება, რომელიც არ შედის მის უფლებამოსილებაში და განსაზღვრულია აღნიშნული დადგენილების მე-6 მუხლით, რომელიც არ შეიძლება წინასწარ იქნეს განსაზღვრული და გამომდინარეობს დაინტერესებული პირის მოთხოვნებიდან, რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნულ მომსახურებაზე ფასები გამომდინარეობს იურდიული პირის ინტერესებიდან გამომდინარე და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით. მუხლი 6🔗. სასაფლაოს  მმართველის უფლება-მოვალეობები 1. სასაფლაოს მმართველი ახორციელებს სასაფლაოების მართვასთან, მათ მოვლა-პატრონობასთან, გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებით საჭირო შესაბამის მომსახურებას. 2. სასაფლაოს მმართველი უფლებამოსილია  განახორციელოს შემდეგი მომსახურება: ა) სასაფლაოებზე საფლავების (სამარეების) დადგენილი წესით გამოყოფა; ბ) სასაფლაოზე გამოყოფილი სამარის გათხრა და ამოვსება; გ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება; დ) სამარხზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება;  ე) სასაფლაოების გასასვლელების, ბილიკების, საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების და არსებული ქონების მოვლა-პატრონობა; ვ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშაოების, საფლავის ძეგლების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დემონტაჟის საკითხები და სხვა; ზ) დაინტერესებული პირებისთვის სახელშკრულებო ურთიერთობის შესაბამისად  მომსახურების გაწევა; თ) საქართველოს კანონმდებლობით აუკრძალავი სხვა  მომსახურების  გაწევა. 3. სასაფლაოს მმართველი ვალდებულია გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას დაიცვას შესაბამისი ნორმები, რელიგიური წეს-ჩვეულებები და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს ჭირისუფლის (დაინტერესებული პირის) ინტერესები. 4. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის შემთხვევაში სასაფლაოს მმართველი, დამფუძნებელთან შეთანხმებით, ახორციელებს ერთადგილიანი საფლავის გაცემას უფასოდ. 5. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ სასაფლაოს მმართველი  გარდაცვლილის ჭირისუფალზე (დაინტერესებულ პირზე) გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომრის მითითებით. 6. სასაფლაოზე ადრე გაცემულ საფლავებზე სასაფლაოს მმართველი საფლავის  იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში გარდაცვლილის ჭირისუფალზე (დაინტერესებულ პირზე) გასცემს ინფორმაციას გარდაცვლილის საფლავის   შესახებ.   7. სასაფლაოს მმართველი  გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი; ბ) უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი; გ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი; დ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება დასაფლავების შესახებ და რომელმაც მიმართა შესაბამის იურიდიულ პირს.         8. სასაფლაოს მმართველზე საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდელობის  შესაბამისად. მუხლი 7🔗. სასაფლაოს მოვლა-პატრონობა 1.სასაფლაოს მოვლა-პატრონობა  ითვალისწინებს: ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას; ბ)სასაფლაოების ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული და განადგურებული ტერიტორიების აღდგენას, ზეხმელი და ავარიული ხეების  ფორმირებასა და ამოძირკვას; გ) წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების წესრიგში მოყვანას; დ)სასაფლაოს მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას; ე) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას; ვ) მიცვალებულების ნეშტის დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებას;  ზ)სასაფლაოს ტეროტორიის მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას და სხვა.  2.სასაფლაოს მმართველი  მოვლა-პატრონობას ახორციელებს ჭირისუფალთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სასაფლაოს ტერიტორიის საზოგადოებრივი ადგილების მოვლა-პატრონობას  სასაფლაოს მმართველი  ახორციელებს საკუთარი ხარჯებით. მუხლი 8🔗. სასაფლაოს დაგეგმარება და საფლავის მოწყობის ზოგადი პირობები  1. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შემდეგ საფლავების (სამარხების) ქაოტურად განთავსებისა და მოუხერხებელი გარემოს შექმნის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება სასაფლაოს დაგეგმარება. 2. სასაფლაოს მოწყობა (დაგეგმარება) უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალიწინებული უნდა იქნეს: ა) დასაფლავებისათვის ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა; ბ) გასასვლელებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა; გ) მწვანე ნარგავების განთავსება; დ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობები და ნაგებობები (საოფისე შენობა, წყალგაყვანილობა, ყვავილების მაღაზია, საზოგადოებრივი ტუალეტი, დაკრძალვის წინ ცხედრის დასასვენებლად (სამოქალაქო პანაშვიდი და ა. შ.) განკუთვნილი სპეციალური შენობა და ა. შ; ე) სასაფლაოს გამწვანება, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა; ვ) სასაფლაოს შესასვლელებში საავტომობილო სადგომის მოწყობა; ზ) საფლავებისა და საფლავში  სამარხების აღრიცხვა-ნუმერაცია და სხვა. 3. სასაფლაოსთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარება წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შესაბამისი შესყიდვით. სასაფლაოსთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარების პროექტს ამტკიცებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. 4. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში. საფლავის მოსაწყობად შეიძლება გამოყოფილ იქნეს ზღრული ნორმა არაუმეტეს 12 კვ.მ ფართობის ტერიტორია, რომელიც გაიცემა უსასყიდლოდ. 5. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0,8 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის – 0,5 მეტრზე ნაკლები. 6. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,2 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცლილ  ჩვილ ბავშვთა  ნეშთის დასაფლავებისას სამარე შესაბამისად შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი  ბორცვი. 7. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი, ხორციელდება კუბოთი. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში – დაკრძალვისათვის დამზადებული სპეციალური სუდარით. 8. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის საფუძველზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ჭირისუფალი ვალდებულია წარმოადგინოს გარდაცვალების მოწმობა  დაკრძალვიდან  1 კვირის მანძილზე. 9. ჭირისუფალი ვალდებულია სასაფლაოს მმართველს  გარდაცვალების შესახებ მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი; ბ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი; გ)  უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი; დ) გარდაცვალების მოწმობა ან სხვა დოკუმენტი (ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტი, რომელიც ადასტურებს პირის გარდაცვალების ფაქტს) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 10. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფალთან და სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირთან შეთანხმებით. 11. ჭირისუფლის მხრიდან უკვე გაცემულ საფლავზე ფართის მიმატების მოთხოვნისას სასაფლაოს მმართველს უფლება აქვს გასცეს თანხმობა, თუ: ა) მოთხოვნის განხილვის პერიოში საფლავის მთლიანი ფართი არ აღემატება ამ წესით განსაზღვრულ მაქსიმალურ ფართს; ბ) დაცულია საფლავებს შორის დაცილების ამ წესით განსაზღვრული ნორმები. 12. საფლავის წინასწარ გაცემა დასაშვებია მხოლოდ საგვარეულო (საოჯახო) საფლავის დანიშნულებით. მუხლი 9🔗. საფლავი 1. საფლავი  შეიძლება  იყოს: ა) სტანდარტული საფლავი; ბ) რამდენიმე  სამარის  მქონე საგვარეულო (საოჯახო ) საფლავი. 2. სტანდარტული  საფლავებია: ა) ერთადგილიანი სამარით – 3 კვ.მ. მიწის ფართობი; ბ) ორადგილიანი სამარით – 6 კვ.მ. მიწის ფართობი; გ) სამადგილიანი სამარით – 9 კვ.მ მიწის ფართობი; დ) ოთხადგილიანი სამარით – 12 კვ.მ. მიწის ფართით. 3. საგვარეულო (საოჯახო) საფლავზე გაიცემა  ზღვრული ნორმის სტანდარტულ საფლავზე მეტი ზომის საფლავი, მაგრამ არაუმეტეს 21 კვ.მ. მიწის ფართისა. გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ საგვარეულო (საოჯახო) საფლავის მოწყობის  შემთხვევაში  სასაფლაოების მმართველის გადაწყვეტილებით. 4. ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასა ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ: ა) გარდაცვლილის მიერ მის სიცოცხელში ანდერძით, ხელშეკრულებით ან/და სხვა რამე წერილობითი დოკუმენტით დასახელებულმა პირმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) გარდაცვლილის მეუღლემ; გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა); დ) გარდაცვლილის მშობლებმა; ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრულწლოვანმა წევრებმა; ვ) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება სასაფლაოების მმართველის მიერ. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის სასაფლაოების მმართველის მიერ შეიძლება გამოიყოს სასაფლაოს ტერიტორიის ცალკე სექტორი (სექტორები). მუხლი 10🔗. საფლავზე  მეორეული  დაკრძალვის შემთხვევები და წესი 1. იმ შემთხვევაში, როდესაც საფლავი მოუვლელია, პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე, დაკრძალვიდან გასულია 40 წელზე მეტი და მიტოვებულია (უპატრონოა), ასეთი ფართობი მეორეული დაკრძალვისათვის შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ახალი ადგილი, არსებული წესის შესაბამისად.  2. სასაფლაოს მმართველის მიერ პერიოდულად უნდა ჩატარდეს სასაფლაოზე დაკრძალვიდან 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული, უპატრონო მოუვლელი საფლავების ინვენტარიზაცია მიწის იმ ფართობზე მეორეული დაკრძალვისათვის. აღნიშნული ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილ მოუვლელ, მიტოვებულ, უპატრონო საფლავებზე უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით, რომ მისი დადგმიდან სამი წლის განმავლობაში ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საფლავი გაიცემა მეორეული გამოყენებისათვის. ამ პუნქტით გათვალისწინებულ საინფორმაციო ფირფიტაზე მითითებული უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილის ჭირისუფლის წარმომადგენელმა სად, როდის და ვის უნდა მიმართოს გარდაცვლილთან დაკავშირებული საკითხის თაობაზე. 3. ამ მუხლით დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენები (ძვლები) უნდა განთავსდეს სამარის ცალკე კუთხეში, რისთვისაც ასეთ სამარეში უნდა გაითხაროს (მოეწყოს) ნარჩნების (ძვლების) განსათავსებლად საჭირო სპეციალური თარო. დაუშვებელია ამ მუხლით დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენების (ძვლების) გადაყრა, განადგურება ან/და მის მიმართ სხვა არაჰუმანური უღირსი დამოკიდებულება. მუხლი 11🔗. სასაფლაოს დახურვა და გაუქმება 1. სასაფლაოზე ახალი საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით, საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს დახურვის შესახებ. 2. სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია როგორც ახალი საფლავების გამოყოფა, ისე არსებულ სასაფლაოზე დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით, საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს გაუქმების შესახებ. მუხლი 12🔗. მიწის  ნაკვეთზე  კერძო  სასაფლაოს  მოწყობის  წესი  1. მიწის ნაკვეთზე  ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების საკითხი საჭიროებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებას მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობის საფუძველზე. 2. ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე დაინტერესებულმა პირმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი); ბ) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა; გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე ფერადი) სათანადო დეტალიიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით (გეგმაზე ნაჩვენები უნდა იყოს უახლოესი საცხოვრებელი შენობები და მათი მანძილი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებიდან); დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. 3. ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილებას  იღებს ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო.    4. კერძო სასაფლაოს მფლობელი პირი ვალდებულია მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან გაფართოებისა და სასაფლაო მეურნეობის წარმოების დროს დაიცვას წინამდებარე წესით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.