ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 24.01.2019
ძალაში შესვლა 03.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-79
სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016568
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/01/2019
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ „ტურისტული გიდის სერტიფიცირებისა და პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-79
2019 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 336 მუხლის 12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
ვაზის
სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების
სფერო
1. „ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ვაზის სამყნობი და სარგავი მასალის სერტიფიცირების (შემდგომში – სერტიფიცირება) მოთხოვნებს.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებიც მონაწილეობენ სერტიფიცირების პროცესში.
მუხლი 2🔗.
მასალის სერტიფიცირების მიზანი
მასალის სერტიფიცირების მიზანია:
ა) მოცემული მასალის შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;
ბ) მასალის ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენა;
გ) მომხმარებლისათვის ხარისხიანი მასალის მიწოდება.
მუხლი 3🔗.
ზოგადი დებულებები
1. მასალის სერტიფიცირების ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი ან/და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პირი (შემდგომში – სერტიფიცირების ორგანო).
2. ინსპექტირებას საველე პირობებში და ნიმუშების აღებას ახორციელებს სერტიფიცირების ორგანოს უფლებამოსილი პირი.
3. მასალის ლაბორატორიულ გამოცდას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული და/ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.
4. სადედე ნაკვეთების (მცენარეების) და სანერგეების საველე ინსპექტირებისა და მასალის პარტიების ლაბორატორიული გამოცდის შედეგების საფუძველზე, სერტიფიცირების ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ,,ხარისხის სერტიფიკატის’’ (დანართი №1) გაცემის თაობაზე.
5. ხარისხის სერტიფიკატს ხელს აწერს სერტიფიცირების ორგანოს უფლებამოსილი პირი.
მუხლი 4🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის გამოიყენება „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №337 დადგენილებით განსზღვრული ტერმინები.
მუხლი 5🔗.
მასალის სერტიფიცირების პროცესი
მასალის სერტიფიცირება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
ა) განაცხადის შეტანა;
ბ) განაცხადის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება სერტიფიცირების ჩატარების თაობაზე;
გ) ინსპექტირება საველე პირობებში;
დ) ნიმუშის აღება სერტიფიკაციას დაქვემდებარებული მასალის პარტიიდან;
ე) აღებული ნიმუშების ლაბორატორიული გამოცდა;
ვ) სერტიფიცირების ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება სერტიფიკატის გაცემაზე;
ზ) სერტიფიკატის გაცემა.
მუხლი 6🔗.
სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენა
1. სერტიფიცირებისათვის განმცხადებელი ვალდებულია სერტიფიცირების ორგანოში განაცხადი შეიტანოს არაუგვიანეს მიმდინარე წლის პირველი აპრილისა.
2. სერტიფიცირებისათვის ვაზის დაცულ ჯიშებზე განაცხადის წარდგენა შეუძლია ჯიშის მფლობელს. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) ვაზის ჯიშის დასახელება;
გ) მასალის კატეგორია;
დ) კულტურის ქართული და ლათინური დასახელება;
ე) ნარგაობის ადგილმდებარეობა და ფართობი.
3. განმცხადებელმა განაცხადს თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაცული ჯიშის შემთხვევაში ვაზის ჯიშის მფლობელთან გარიგების რაიმე სახის დოკუმენტი (ხელშეკრულება, ურთიერთშეთანხმება და ა.შ.);
ბ) სარგავი მასალის ხარისხისა და წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ჯიშის ოფიციალური აღწერილობა, რომელიც გაცემულია კომპეტენტური ორგანოს მიერ.
4. ადგილობრივი ჯიშების ოფიციალურ აღწერილობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
5. სერტიფიცირების ორგანო განიხილავს წარდგენილ განაცხადს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სერტიფიცირების ჩატარება/არ ჩატარებაზე და 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს.
6. სერტიფიცირების ჩატარებაზე განმცხადებელს უარი ეცნობება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) განმცხადებელმა დაგვიანებით შემოიტანა განაცხადი;
ბ) განაცხადზე თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილია და 10 სამუშაო დღის განმავლობაში განმცხადებელი ვერ გამოასწორებს ხარვეზს.
7. სერტიფიცირების ჩატარებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს მიეწოდება არგუმენტირებული ინფორმაცია.
8. განმცხადებლის მიერ მასალების სერტიფიცირების ორგანოში წარდგენილ განაცხადში არსებული ინფორმაცია და სერტიფიცირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონფიდენციალურობა სრულად უნდა იქნას დაცული.
მუხლი 7🔗.
მოთხოვნები მასალის მიმართ
მასალა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ და ამ მასალით საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მუხლი 8🔗.
ინსპექტირება
ინსპექტირება საველე პირობებში ტარდება საქართველოში მოქმედი სტანდარტებით, ნორმებით, წესებით ან/და მასალით საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული სტანდარტებით, წესებით და ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, სერტიფიცირების ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, რომელსაც შეიძლება დაესწროს მასალის მწარმოებელი ან მისი წარმომადგენელი.
მუხლი 9🔗.
მასალის
ნიმუშის
აღება
და ლაბორატორიული ანალიზი
1. მასალის პარტიის დამზადების შემდეგ, განმცხადებელი აცნობებს სერტიფიცირების ორგანოს, სარგავი მასალის სარეალიზაციოდ მზადყოფნის შესახებ.
2. სერტიფიცირების ორგანო ახორციელებს მასალის პარტიებიდან საანალიზო ნიმუშების აღებას.
3. მასალის პარტიებიდან აღებული საანალიზო ნიმუშების აღება და ტესტირება ტარდება საქართველოში მოქმედი სტანდარტებით, ნორმებით, წესებით და სარგავი მასალით საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული სტანდარტებით, წესებით და ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
მუხლი 10🔗.
სერტიფიკატის გაცემა
სერტიფიცირების ორგანო სერტიფიკატის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს, საველე პირობებში ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგის საფუძველზე, თუ დადგენილი მახასიათებლები აკმაყოფილებენ საქართველოში მოქმედი სტანდარტებით, ნორმებით, წესებით სარგავი მასალით საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული სტანდარტებით, წესებით და ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებულ პირობებს.
მუხლი 11🔗.
სერტიფიკატის მოქმედების ვადა
1. მასალაზე გაცემული სერტიფიკატი ძალაში შედის გაცემის დღიდან და მოქმედებს 6 თვის განმავლობაში. მწარმოებლის სურვილის შემთხვევაში სერტიფიკატის ვადის გაგრძელება შესაძლებელია ერთ წლამდე, ამისთვის მან უნდა მიმართოს სერტიფიცირების ორგანოს, რომელიც ზედამხვედველობის გზით გააკონტროლებს ნერგის შენახვის პირობებს.
2. სერტიფიცირების ორგანო აღრიცხავს და სერტიფიკატების ასლებს ინახავს 5 წლის განმავლობაში.
დანართი №1
ლოგო
ხარისხის სერტიფიკატი
Quality Certificate
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
სერტიფიცირების ორგანო/ Name of designated authority issuing the certificate:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
მასალის მწარმოებელი, კოდი/ Planting material producer, code:
პარტიის ნომერი/Lot reference number: ------------------------------------------------------------------
კულტურა / Crop --------------------------------------------------------------------------------------------
ბოტანიკური სახელწოდება/ Botanical name --------------------------------------------------------------
ჯიში / Variety ------------------------------------------------------------------------------------------------
საძირე / Rootstock --------------------------------------------------------------------------------------------
მასალა / Planting material -----------------------------------------------------------------------------------
პარტიაში მასალის რაოდენობა/ Amount planting material per lot -----------------------------------
კატეგორია / Category ---------------------------------------------------------------------------------------
სერტიფიკატი გაცემის თარიღი/Date of Issuing Certificate ----------------------------------------------
მოქმედების ვადა/Validity period -------------------------------------------------------------------------
მასალა წარმოებულია / Planting material has been produced --------------------------------------------
---------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------
---------------------------------------------------------- ხელმოწერა / Signature
სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირი/ სახელი გვარი/Certificate authorized person /Name/
ბ.ა.