„ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №460 |
|
2018 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით (სსმ, 186, 28/12/2007, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.315) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოპერაციები და სხვა მოვლენები ბუღალტრულ ჩანაწერებში აღირიცხება პირველად დოკუმენტებში მითითებული ეკონომიკური მოვლენის მოხდენის თარიღით და მიეკუთვნება იმ პერიოდის ანგარიშგებას, როდესაც მას ჰქონდა ადგილი, გარდა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული გამონაკლისებისა.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. შესაბამისი ბიუჯეტის ასიგნებების არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული კომუნალური მომსახურების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სხვა უწყვეტი მომსახურების შესყიდვისას, ასევე საბიუჯეტო წლის დეკემბრის თვის შრომის ანაზღაურებისას, თუ ხარჯის მოცულობის გაანგარიშება ხდება ნამუშევარი დროის ან შესრულებული სამუშაოს მიხედვით და ანგარიშსწორება ხდება მომდევნო საბიუჯეტო წელს, დასაშვებია ოპერაციების აღრიცხვა პირველადი დოკუმენტების ორგანიზაციაში წარდგენის/შექმნის თარიღით და მიკუთვნება იმ პერიოდის ანგარიშგებისთვის, რომელ პერიოდშიც მოხდა მათი წარდგენა/შექმნა.“. 2. 29-ე მუხლის: ა) 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „35. ანგარიში – „სოციალური დახმარებით დარიცხული ვალდებულებები“ (3270) მოიცავს: ფულადი ფორმით გაწეულ სოციალური დახმარებით დარიცხულ ვალდებულებებს (3271), სასაქონლო ფორმით გაწეულ სოციალური დახმარებით დარიცხულ ვალდებულებებს (3272), სახელმწიფოს ვალდებულებას საპენსიო სქემაში შენატანით (3273), დამქირავებლის ვალდებულებას საპენსიო სქემაში შეტანით (3274) და მომუშავეთა ვალდებულებას საპენსიო სქემაში შენატანით (3275).“ ბ) 37-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 371, 372 და 373 პუნქტები: „371. ანგარიშზე – „სახელმწიფოს ვალდებულება საპენსიო სქემაში შენატანით“ (3273) –აღირიცხება სახელმწიფოს მიერ საპენსიო სქემაში მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანი. 372. ანგარიშზე – „დამქირავებლის ვალდებულება საპენსიო სქემაში შენატანით“ (3274) –აღირიცხება დამსაქმებელის მიერ საპენსიო სქემაში დასაქმებულის სასარგებლოდ, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანი. 373. ანგარიშზე – „მომუშავეთა ვალდებულება საპენსიო სქემაში შენატანით“ (3275) – აღირიცხება დამსაქმებელის მიერ საპენსიო სქემაში მონაწილე დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანი.“. 3. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
1.
ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
2.
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
|
|
📎 დანართები (1)
460-1.doc DOC ⬇
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა
|აქტივები |
|ფინანსური აქტივები და მოთხოვნები 1100-1500 |
| |
|მოკლევადიანი ფინანსური აქტივები 1100-1300 |
| |
|ფულადი სახსრები 1100 - 1200 |
| |
|ნაღდი ფული სალაროში ეროვნულ ვალუტაში |1110 |
|ნაღდი ფული სალაროში უცხოურ ვალუტაში |1120 |
|მიმდინარე ანგარიში ბანკში |1210 |
|მიმდინარე ანგარიში ბანკში ეროვნულ ვალუტაში |1211 |
|მიმდინარე ანგარიში ბანკში უცხოურ ვალუტაში |1212 |
|სხვა ანგარიშები ბანკში |1220 |
|მიმდინარე ანგარიში არასაბიუჯეტო სახსრებისათვის ხაზინაში |1230 |
|ანგარიში მიზნობრივი გრანტების და მიზნობრივი დაფინანსებისათვის |1240 |
|ანგარიში საბიუჯეტო სახსრებით ორგანიზაციის საკასო ხარჯებისათვის |1250 |
|დეპოზიტები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში |1260 |
|დეპოზიტები ხაზინაში უცხოურ ვალუტაში |1270 |
|ხაზინის სავალუტო ანგარიში |1280 |
|სხვა ანგარიშები ხაზინაში |1290 |
|გადასახადების სახაზინო ანგარიში |1291 |
|სხვადასხვა ანგარიში ხაზინაში |1292 |
| |
| |
|სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივები 1300 |
| |
|ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა |1310 |
|მოკლევადიანი სესხები |1320 |
|მოკლევადიანი საბიუჯეტო სესხები |1321 |
|მოკლევადიანი სესხები არასაბიუჯეტო სახსრებით |1322 |
|აქციები და სხვა კაპიტალი |1330 |
|წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები |1340 |
|სხვა მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებები |1350 |
|საბიუჯეტო სესხებზე დარიცხული პროცენტები |1351 |
|არასაბიუჯეტო სესხებზე დარიცხული პროცენტები |1352 |
|დეპოზიტებზე და სხვა ფინანსური აქტივებზე დარიცხული პროცენტები |1353 |
|მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებით და საკუთრებასთან |1354 |
|დაკავშირებული სხვა შემოსავლებით | |
| მოთხოვნები ფულად სახსრებზე აქტივების/მომსახურების მიწოდებით |1355 |
|მოთხოვნები ფულადი სახსრების დანაკლისებით |1356 |
| | |
|საგადასახადო აქტივები |1360 |
|საშემოსავლო გადასახადი |1361 |
|მოგების გადასახადი |1362 |
|ქონების გადასახადი |1363 |
|დამატებული ღირებულების გადასახადი |1364 |
|აქციზის გადასახადი |1365 |
|იმპორტის გადასახადი |1366 |
|სხვა გადასახადები |1367 |
| | |
| | |
|სხვა დანარჩენი მოკლევადიანი ფინანსური აქტივები |1370 |
| | |
|სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები 1400 |
| | |
|მოთხოვნები ბარტერით |1410 |
|მოთხოვნები სადაზღვევო კომპანიების მიმართ |1420 |
|მოთხოვნები წინასწარი გადახდებით |1430 |
| მოთხოვნები საქონლის და მომსახურების მიღებაზე წინასწარი გადახდებით |1431 |
| მოთხოვნები არაფინანსური აქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდებით |1432 |
|მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით |1440 |
|ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნები |1450 |
| ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნები ავანსად გაცემული თანხებით |1451 |
|მოთხოვნები მოკლევადიანი არაფინანსური აქტივების ანგარიშვალდებულ პირზე |1452 |
|გადაცემით | |
|მოთხოვნები გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების ანგარიშვალდებულ პირზე |1453 |
|გადაცემით | |
|ანგარიშვალდებული პირების მიმართ სხვა მოთხოვნები |1454 |
|მომუშავეების მიმართ მოთხოვნები |1460 |
|მოთხოვნები მივლინებით ქვეყნის შიგნით |1461 |
| მოთხოვნები მივლინებით ქვეყნის გარეთ |1462 |
|მომუშავეების მიმართ სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები |1463 |
|მოთხოვნები წინასწარგადახდილი გადასახდელებით |1470 |
| | |
|სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები |1480 |
|მოთხოვნები მოკლევადინი არაფინანსური აქტივების გადაცემით |1481 |
|მოთხოვნები გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გადაცემით |1482 |
|სხვა დანარჩენი მოკლევადიანი მოთხოვნები |1483 |
| | |
|გრძელვადიანი ფინანსური აქტივები და მოთხოვნები 1500 | |
|გრძელვადიანი სესხები |1510 |
|გრძელვადიანი საბიუჯეტო სესხები |1511 |
|გრძელვადიანი სესხები არასაბიუჯეტო სახსრებით |1512 |
|აქციები და სხვა კაპიტალი |1520 |
|სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივები |1530 |
|სხვა გრძელვადიანი მოთხოვნები |1540 |
| | |
| |
|არაფინანსური აქტივები 1600-2000 |
|მოკლევადიანი არაფინანსური აქტივები 1600 |
| |
|მატერიალური მარაგები 1600 |
| |
|სტრატეგიული მარაგები |1610 |
|სხვა მატერიალური მარაგები |1620 |
|ნედლეული და მასალები |1621 |
|დაუმთავრებელი წარმოება/მომსახურება |1622 |
|მზა პროდუქცია |1623 |
|შემდგომი რეალიზაციისათვის შეძენილი საქონელი |1624 |
|ფულადი დოკუმენტები |1625 |
|სათადარიგო ნაწილები |1626 |
|სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგები |1627 |
| |
| |
|გრძელვადიანი არაფინანსური აქტივები 2100-2400 |
| |
|ძირითადი აქტივები 2100 |
| |
| შენობა-ნაგებობები |2110 |
|საცხოვრებელი შენობები |2111 |
|არასაცხოვრებელი შენობები |2112 |
| საგზაო მაგისტრალები |2113 |
|ქუჩები |2114 |
|გზები |2115 |
|ხიდები |2116 |
|გვირაბები |2117 |
|გაყვანილობის სისტემები |2118 |
|სხვა ნაგებობები |2119 |
| მანქანა-დანადგარები და ინვენტარი |2120 |
|სატრანსპორტო საშუალებები |2121 |
|სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი |2122 |
| სხვა ძირითადი აქტივები |2130 |
|კულტივირებული აქტივები |2131 |
|არამატერიალური ძირითადი აქტივები |2132 |
|სხვა დანარჩენი ძირითადი აქტივები |2140 |
|დაუმთავრებელი ძირითადი აქტივი |2141 |
|საოპერაციო იჯარით მიღებული ქონების არსებითი გაუმჯობესება |2142 |
| | |
| | |
|გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები 2200 | |
| | |
|ტექნიკა |2210 |
|ინვენტარი |2220 |
|მოწყობილობა |2230 |
|სხვა მცირეფასიანი აქტივები |2240 |
| |
| |
|ფასეულობები 2300 |
| |
| ძვირფასი ქვები და ლითონები |2310 |
| ხელოვნების ნიმუშები |2320 |
| სხვა ფასეულობები |2330 |
| |
|არაწარმოებული აქტივები 2400 |
| | |
| მიწა |2410 |
| წიაღისეული |2420 |
| სხვა ბუნებრივი აქტივები |2430 |
| არაწარმოებული არამატერიალური აქტივები |2440 |
| |
| |
|ვალდებულებები 3000 |
| | |
| | |
|მოკლევადიანი ფინანსური ვალდებულებები 3100 | |
| | |
|ვალდებულებები დეპოზიტებით |3110 |
|ვალდებულებები ფასიანი ქაღალდებით, გარდა აქციებისა |3120 |
|ვალდებულებები მოკლევადიანი სესხებით |3130 |
|მოკლევადიანი ვალდებულებები საბიუჯეტო სესხებით |3131 |
|მოკლევადიანი სასესხო ვალდებულებები არასაბიუჯეტო სახსრებით |3132 |
|ვალდებულებები აქციებით და სხვა კაპიტალით |3140 |
|წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები |3150 |
| | |
| | |
| სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები 3200 | |
| | |
|საქონლისა და მომსახურების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებები |3210 |
|არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებები |3220 |
|ვალდებულებები ბარტერით |3230 |
|საგადასახადო და ბიუჯეტის წინაშე სხვა ვალდებულებები |3240 |
|გადასახდელი მოგების გადასახადი |3241 |
|გადასახდელი დღგ |3242 |
|გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი |3243 |
|სხვა გადასახდელები |3244 |
|ბიუჯეტის წინაშე დარიცხული ვალდებულებები საკასო შესრულებით |3245 |
|გადასახდელი ქონების გადასახადი |3246 |
|გადასახდელი აქციზი |3247 |
|გადასახდელი იმპორტის გადასახადი |3248 |
|მომუშავეეთან და სტიპენდიანტებთან დაკავშირებული ვალდებულებები |3250 |
|შტატით მომუშავეთათვის დარიცხული ხელფასები |3251 |
|შტატგარეშე მომუშავეთათვის დარიცხული ხელფასები |3252 |
|ვალდებულებები მივლინებით ქვეყნის შიგნით |3253 |
|ვალდებულებები მივლინებით ქვეყნის გარეთ |3254 |
| დამქირავებლის მიერ ფულადი ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით |3255 |
|დარიცხული ვალდებულებები | |
|დამქირავებლის მიერ სასაქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით |3256 |
|დარიცხული ვალდებულებები | |
| ვალდებულებები ორგანიზაციის მომუშავეების ხელფასებიდან დაკავებული |3257 |
|თანხებით | |
| გადასახდელი სტიპენდიები |3258 |
| სოციალური დაზღვევის ანარიცხები |3259 |
|ვალდებულებები დეპონენტების მიმართ |3260 |
|სოციალური დახმარებით დარიცხული ვალდებულებები |3270 |
| ფულადი ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით დარიცხული |3271 |
|ვალდებულებები | |
| სასაქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით დარიცხული |3272 |
|ვალდებულებები | |
| სახელმწიფოს ვალდებულება საპენსიო სქემაში შენატანით |3273 |
| დამქირავებლის ვალდებულება საპენსიო სქემაში შეტანით |3274 |
| მომუშავეთა ვალდებულება საპენსიო სქემაში შენატანით |3275 |
|სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები |3280 |
| წინასწარმიღებული საიჯარო ქირა |3281 |
| წინასწარ მიღებული სხვა შემოსავლები |3282 |
| დარიცხული გადასახდელი რენტა |3283 |
| დარიცხული გადასახდელი პროცენტები |3284 |
| გადასახდელი დივიდენდები |3285 |
| სხვა დარიცხული მოკლევადიანი ვალდებულებები |3286 |
| |3300 |
|გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები და კრედიტორული დავალიანებები | |
| | |
|გრძელვადიანი ვალდებულებები სესხებით |3310 |
|გრძელვადიანი ვალდებულებები საბიუჯეტო სესხებით |3311 |
|გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები არასაბიუჯეტო სახსრებით |3312 |
|სხვა გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები |3320 |
| გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები |3330 |
|საქონლის და მომსახურების მოწოდებით დარიცხული გრძელვადიანი |3331 |
|კრედიტორული დავალიანებები | |
|არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხული გრძელვადიანი |3332 |
|კრედიტორული დავალიანებები | |
|სხვა გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები |3333 |
| |
| |
|დაფინანსება 4000 |
| | |
| ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება |4100 |
| ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება პენსიებისა და დახმარებების გასაცემად |4200 |
| | |
|კაპიტალი 5000 | |
| | |
|წმინდა ღირებულება |5100 |
|საკუთარი კაპიტალი |5200 |
|საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალი |5210 |
| გაუნაწილებელი მოგება |5220 |
| დაუფარავი ზარალი |5230 |
| | |
| შემოსავლები 6000 |
| |
| გადასახადები |6100 |
|საშემოსავლოს გადასახადი |6110 |
|მოგების გადასახადი |6120 |
|ქონების გადასახადი |6130 |
|დღგ-ს გადასახადი |6140 |
|აქციზის გადასახადი |6150 |
|იმპორტის გადასახადი |6160 |
|სხვა გადასახადები |6170 |
| სოციალური შენატანები |6200 |
| გრანტები |6300 |
| გრანტები ფულადი ფორმით |6310 |
| მიმდინარე გრანტები ფულადი ფორმით |6311 |
| კაპიტალური გრანტები ფულადი ფორმით |6312 |
|გრანტები სასაქონლო ფორმით |6320 |
| მიმდინარე გრანტები სასაქონლო ფორმით |6321 |
| კაპიტალური გრანტები სასაქონლო ფორმით |6322 |
| სხვა შემოსავლები |6400 |
| ქონებასთან დაკავშირებული შემოსავლები |6410 |
| პროცენტები |6411 |
| დივიდენდები |6412 |
| კვაზი კორპორაციების შემოსავლიდან ამოღებული თანხები |6413 |
| ქონებასთან დაკავშირებული შემოსავალი, რომელიც სადაზღვევო პოლისის |6414 |
|მფლობელებზე ვრცელდება | |
| რენტა |6415 |
| საქონლისა და მომსახურების გაყიდვები | 6420 |
| საბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება | 6421 |
| ადმინისტრაციული მოსაკრებლები | 6422 |
| არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება | 6423 |
| საქონლისა და მომსახურების პირობითი გაყიდვები | 6424 |
| სანქციები ჯარიმები და საურავები | 6430 |
| ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა | 6440 |
| მიმდინარე ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა | 6441 |
| კაპიტალური ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა | 6442 |
| სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები | 6450 |
| | |
|ხარჯები 7000 | |
|მომუშავეთა ანაზღაურება |7100 |
|ხელფასები |7110 |
| ხელფასები ფულადი ფორმით |7111 |
| ხელფასები სასაქონლო ფორმით |7112 |
| სოციალური შენატანები |7120 |
|საქონელი და მომსახურება |7200 |
|შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება |7210 |
| მივლინება |7220 |
|ოფისის ხარჯები |7230 |
|წარმომადგენლობითი ხარჯები |7240 |
|კვებისა და სამედიცინო ხარჯები |7250 |
|კვების ხარჯები |7251 |
|სამედიცინო ხარჯები |7252 |
|რბილი ინვენტარისა და უნიფორმის შეძენის და პირად ჰიგიენასთან |7260 |
|დაკავშირებული ხარჯები | |
|ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის |7270 |
|ხარჯები | |
|სამხედრი ტექნიკისა და ტყვია-წამლის შეძენის ხარჯები |7280 |
|სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება |7290 |
|ძირითადი კაპიტალის მოხმარება |7300 |
| ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთა |7310 |
| მორალური ცვეთა და შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეული დანაკარგები |7320 |
| პროცენტი |7400 |
| სუბსიდიები |7500 |
| გრანტები |7600 |
| გრანტები ფულადი ფორმით |7610 |
| მიმდინარე გრანტები ფულადი ფორმით |7611 |
|კაპიტალური გრანტები ფულადი ფორმით |7612 |
| გრანტები სასაქონლო ფორმით |7620 |
| მიმდინარე გრანტები სასაქონლო ფორმით |7621 |
| კაპიტალური გრანტები სასაქონლო ფორმით |7622 |
| სოციალური უზრუნველყოფა |7700 |
| სოციალური დაზღვევა |7710 |
| სოციალური დახმარება |7720 |
| დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება |7730 |
| სხვა ხარჯები |7800 |
|ქონებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა პროცენტისა |7810 |
|სხვადასხვა ხარჯები |7820 |
| სხვადასხვა მიმდინარე ხარჯები |7821 |
| სხვადასხვა კაპიტალური ხარჯები |7822 |
| |
|არასაოპერაციო შემოსავლები/ხარჯები 8000 |
| |
| |
|არასაოპერაციო შემოსავლები |8100 |
|არასაოპერაციო ხარჯები |8200 |
| |
| საცნობარო მუხლები |
| |
| საოპერაციო იჯარით აღებული ძირითადი აქტივები |01 |
| პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები |02 |
| გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება |03 |
| ხარჯებში ჩამოწერილი მარაგები ექსპლუატაციაში |04 |
| პირობითი აქტივები |05 |
| პირობითი ვალდებულებები |06 |
| საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა |07 |
| ამორტიზებული ძირითადი აქტივები |08 |
| ვადაგადაცილებული დავალიანებები |09 |
|ექსპლუატაციაში მყოფი ხარჯებში ჩამოწერილი გრძელვადიანი მცირეფასიანი |10 |
|აქტივები | |
|განსაკარგავად გადასაცემი მოძრავი ქონება |11 |
|საბანკო გარანტიები |12 |