„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 4 აპრილის N65/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№101314/21
სარეგისტრაციო კოდი
010240060.58.070.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №101314/21

2018 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 4 აპრილის №65/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბ:

მუხლი 1
 „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 4 აპრილის №65/37 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 05/04/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010240060.58.070.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვითვალისწინებ რა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის, საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის დამკვიდრებისა და სახელმწიფო მმართველობაში ანგარიშვალდებულების  პრინციპის განმტკიცების საქმეში, ვაცნობიერებ რა, საზოგადოების წინაშე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თითოეული მოსამსახურის უდიდეს პასუხისმგებლობასა  და მათი სანიმუშო ქცევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:“.

 

2. ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კოდექსი შემუშავებულია უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) მიერ აღიარებული ეთიკური სტანდარტების საფუძველზე და ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიერეკლე მექვაბიშვილი