შპს „ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/61
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/61

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

 

2018 წლის 25 ივლისი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

კრების თავმჯდომარე: ციცინო კიკვაძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ია დვალიშვილი

1. მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

 წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე.

2. მოვალე – შპს ,,ბლექ სი ინვესტი”;

წარმომადგენელი – დავით ლომოური;

3.  კრედიტორები – სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე, თამთა ფორჩხიძე, შპს „ანაგის“ წარმომადგენელი თეონა ტუღუში, გოდერძი რაზმაძის და მარგალიტა ბიჭიკაშვილის წარმომადგენელი ალექსანდრე ხოტივარი, ნარგიზი კელენჯერიძე, მალხაზ ალავიძის წარმომადგენელი ლაშა კენჭაძე, სოფიო გეგენავას წარმომადგენელი მამუკა ბარამიძე, იზო აფაქიძის, ელენე ბურჭულაძის წარმომადგენელი როლანდ ჩანტლაძე, ნუგზარ ჩელებაძე, დავით ხახუტაშვილის წარმომადგენელი მაია რურუა, დავით ხახუტაშვილი, რეჯებ გაბრუშიძის წარმომადგენელი მავილე გაბრუშიძე, ნინო ზუხბაია, ინგული ცხვარაძე, გალაქტიონ ახვლედიანი, ლიანა გარუჩავას, ვიქტორია გუჯეჯიანის და ლეილა ბახლიშვილის წარმომადგენელი დავით ლომოური;

2017 წლის 12 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ბლექ სი ინვესტის’ წარმომადგენელმა დავით ლომოურმა და კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. განჩინება განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2017 წლის 24 იანვარს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. 2017 წლის 22 მაისის კრედიტორთა კრებაზე არჩეული იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები, რომელთა გადაწყვეტილების საფუძველზე 2017 წლის 19 ივნისის კრედიტორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2018 წლის 18 ივნისს შპს „ბლექსი ინვესტის“ რეაბილიტაციის მმართველის მიერ წარმოდგენილი იქნა რეაბილიტაციის გეგმა.

2018 წლის 25 ივლისს სასამართლო სხდომაზე კრედიტორმა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რეაბილიტაციის გეგმის პროექტი მათთვის არ იყო წარდგენილი და შეთანხმებული, ისინი არ იცნობდნენ აღნიშნულ გეგმას, მათი მითითებით იგი საჭიროებდა სრულყოფილ მომზადებას.

შპს ,,ბლექ სი ინვესტის” წარმომადგენელმა, რეაბილიტაციის გეგმის მიმართ განცხადებული შენიშვნების გასათვალისწინებლადდა ახალი პროექტის მოსამზადებლად მოითხოვა რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელება 60 დღით;

სა სამართლ ომ განიხილა რა რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელების საკითხი და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო განმარტავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს’’ პუნქტის შესაბამისად რეაბილიტაცია არის საპროცესო, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით.

ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა მომზადდეს და მომრიგებელ საბჭოს განსახილველად უნდა წარედგინოს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პროექტის მომზადების ვადის განმავლობაში.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ კრედიტორები. იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ხმათა სულ მცირე 51%-ზე მეტის მქონე კრედიტორების გადაწყვეტილებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულია ხმათა 51%-ზე მეტის მქონე კრედიტორები, რომლებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელებას. შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ არსებობს კრედიტორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-4, მე-5, მე-7, 27-ე, 43-ე, 44-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა გაგრძელდეს 50 (ორმოცდაათი) დღით ამ განჩინების გამოქვეყნებიდან;

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლოს დაფაზე; ასევე რეგისტრაციის მიზნით გაეგზავნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურს.

3. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. 

 

       კრების თავმჯდომარე                ციცინო კიკვაძე

         კრების მდივანი                             ია დვალიშვილი