1. როგორც ბოლო წლების განმავლობაში, ისე მომდევნო პერიოდშიც მუნიციპალიტეტის  კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ნიჭიერი სპორტსმენების მხარდაჭერა სხვადასხვა ჩემპიონატებში. ჩატარდება საახალწლო და სხვა კულტურული ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება   უზრუნველყოფს ქართული ფოლკლორული ხელოვნების შენარჩუნებას. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება ბიბლიოთეკების, მუზეუმის,  ხელოვნების სკოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.

ორგ. კოდი

დასახელება

2018წლის გეგმა

2019წლის პროგნოზი

2020 წლის პროგნოზი

2021 წლის პროგნოზი

05 00

კულტურა, რელიგია,ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი

1128,4

1026.5

1026.5

1026.5

05 01

სპორტის განვითარების ხელშეწყობა

351,5

260.0

260.0

260.0

05 01 01

სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა

270,5

260.0

260.0

260.0

05 01 02

სპორტული დარბაზების/მოედნებისშეძენა/ მშენებლობა

81,0

05 02

კულტურის განვითარების ხელშეწყობა

678,4

669.5

669.5

669.5

05 02 01

კულტურის ორგანიზაციების ხელშეწყობა

582,3

569.5

569.5

569.5

05 02 02

კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა

96,1

100.0

100.0

100.0

05 03

საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა

30,5

29.0

29.0

29.0

05 04

ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა

68.0

68.0

68.0

68.0

ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობებში ფინანსური მხარდაჭერა, ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენა. სხვადასხვა ტურნირებზე, საქართველოსა  და ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგების გამოსავლენად ხორციელდება მათი ადგილზე შეკრების ჩატარება შესაბამისი პირობების შექმნით.

2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა შეჯიბრებები და მოხდება მათი დაფინანსება:

ქართული  ჭიდაობა, ჭიდაობა-ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ჭიდაობა სამბოში;

ძალოსნობა;

ფეხბურთი;

კალათბურთი;

კიკბოქსინგი;

რაგბი

მოსალოდნელი საბოლოო  შედეგები:

სპორტსმენთა მიერ სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა

შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

სპორტული წარმატებებისათვის ხელშეწყობა.

ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)

მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების ფუნქციონირებისათვის საჭირო დაფინანსება, ქვეყნის მასშტაბით ფესტივალებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.

მოსალოდნელისაბოლოოშედეგები:

მოსახლეობის კულტურული აღზრდა და მათი ჩართულობა კულტურულ ღონისძიებებში.

შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

კულტურის სფეროში წარმატებების მიღწევა.

ბ.ა) კულტურის ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01)

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება რაიონული საბიბლიოთეკო გაერთიანების, რომელიც მოიცავს 1 რაიონულ და 13 სასოფლო ბიბლიოთეკას, დაფინანსება. ბიბლიოთეკებში აქტიურად ხდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (მკითხველთა) ინტერესების შესწავლა, ამ მიზნით ტარდება  სხვადასხვა ღონისძიებები:

ლიტერატურული დილა.

მკითხველთა კონფერენცია.

თემატური საღამოები.

წიგნის განხილვა.

თემატური გამოფენები.

პროგრამის ფარგლებში მოხდება ისეთი ღონისძიებების დაფინანსება, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის (ანტიკვარული და კულტუროლოგიური) ნივთების დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა, არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლების აღწერა, რომელთაც მინიჭებული აქვთ ძეგლის სტატუსი, მუზეუმი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს არქეოლოგიურ გათხრებში, რომელთა მიზანია მატერიალური ნაშთების მოკვლევა და მათზე სამეცნიერო ანგარიშების მომზადება, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისათვის ისტორიული ძეგლების უკეთ გაცნობის მიზნით მოეწყობა ლექცია-სემინარები, ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები.

ბ.ბ) კულტურული ღონისძიებები(პროგრამული კოდი 05 02 02)

მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და წახალისებით, მხატვრული კოლექტივების: ქორეოგრაფიული ანსამბლები: „შირაქი“, „ხორნაბუჯი“ და „იმედი“; ხალხური სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები: „ქიზიყი“, „მანდილი“ და „ხორნაბუჯი“; თეატრალური კოლექტივი „ბარის ფშავლები“ და ბავშვთა თეატრალური სტუდია „არლეკინოს“ მონაწილეობით იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.

გ)  საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03)

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები,რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში,  ასევე მოეწყობა სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილების გაცნობისა და დათვალიერების მიზნით ექსკურსიები, მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალებში, შეიქმნება ახალგაზრდული კლუბები, საჯარო სკოლებში ჩატარდება ლექცია-სემინარები, ჩატარდება შეხვედრები მუნიციპალიტეტის გამოჩენილ ადამიანებთან, ჩატარდება კონკურსი „წიგნი ჩემი მეგობარია“, „ვინ უკეთ იცნობს საქართველოს“, ზაფხულის განმავლობაში გაიმართება დისკოთეკები.

მოსალოდნელი საბოლოო  შედეგები:

ახალგაზრდობის ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობაში.

შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

მოზარდი თაობისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

დ) ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 04)

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გაზეთ „შირაქის“ გამოცემა, რომელიც ასახავს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს, გაზეთის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მოძიება, მიღება, შექმნა, შენახვა და დამუშავება. თვითმმართველი ორგანო  გამოცემის საშუალებით თანამშრომლობს საზოგადოების ფართო ფენებთან-გაზეთის მეშვეობით მოსახლეობის დიდი ნაწილი ეცნობა ბიუჯეტის პროექტს და მონაწილეობს საჯარო განხილვაში, თვითმმართველი ორგანო გაწეული მუშაობის შესახებ გაზეთის ფურცლებიდან აბარებს ანგარიშს ხალხს.

მოსალოდნელი საბოლოო  შედეგები:

გაზეთი მედიატორის როლს ასრულებს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის;

გაზეთი „შირაქის“ საშუალებით დედოფლისწყაროელები ეცნობიან მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს;

შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიღება, გავრცელებ