⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2020)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.12.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/603
სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.024.016583
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 187 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2018 მიღება
01.01.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/603 2018 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი 2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი“. მუხლი 2🔗 ბუნებრივი გაზის სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი გაზის ბალანსით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ. მუხლი 3🔗 ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N1-1/581 ბრძანება. მუხლი 4🔗 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 ​1 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 5 დეკემბრის №1-1/546 ბრძანება „2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 5🔗 1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი, მეორე და მესამე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ბრძანების პირველი, მეორე და მესამე მუხლები  ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი ქობულია