⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2021)
გაუქმებულია:

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 02) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
ძალის დაკარგვა 01.01.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016517
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 909 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2018 მიღება
01.01.2019 ძალაში შესვლა
01.01.2021 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ახალგაზრდა
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რეგისტირებული, 18-დან 29 წლის ჩათვლით პირი
მუხლი 2
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია
საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარემო რეესტრში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, (არ მოიცავს საქართველოში რეგიტრირებულ  უცხოური საწარმოების ფილიალებს)
მუხლი 2
თანადაფინანსება
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ინიციატივების თანადაფინანსება (არაუმეტეს 50%)
მუხლი 2
ქვეპროგრამა
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „ინიციატივების თანადაფინანსება“ ქვეპროგრამა (კოდი 05 03 01)
მუხლი 2
დონორი
ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაციის, საელჩო ან საერთაშორისო პროგრამით დაფინანსებული ორგანიზაცია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 02) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №81 2018 წლის 24 დეკემბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 01) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის“ ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 01) განხორციელების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი დანართი №1 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 01) განხორციელების  წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი   1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 01) განხორციელების  წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საერთაშორისო დაფინანსების (უცხოური გრანტები) მოზიდვის შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდა (29 წლამდე) ინიციატორთა ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების თანადაფინანსების (არაუმეტეს 50%) პროცედურებს და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში. 2. ამ წესის შესაბამისად, ინიციატივების დაფინანსების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის პროექტების განმხილველ სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი). ჯგუფის საქმიანობის წესი განისაზღვრება ჯგუფის  დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. 3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ახალგაზრდა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რეგისტირებული, 18-დან 29 წლის ჩათვლით პირი; ბ) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარემო რეესტრში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, (არ მოიცავს საქართველოში რეგიტრირებულ  უცხოური საწარმოების ფილიალებს); გ) თანადაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ინიციატივების თანადაფინანსება (არაუმეტეს 50%); დ) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „ინიციატივების თანადაფინანსებაქვეპროგრამა (კოდი 05 03 01); ე) დონორი – ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაციის, საელჩო ან საერთაშორისო პროგრამით დაფინანსებული ორგანიზაცია. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის  მიზანი 1. ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული ახალგაზრდა (29 წლამდე) პირების  ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება, მათი ინიციატივების მხარდაჭერა და ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების თანადაფინანსება. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მიმღები სუბიექტები 1. ამ წესის შესაბამისად თანადაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან: ა) ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე(ებ)ი (18-დან 29 წლამდე), რომელმაც მოიპოვა პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიზნის შესაბამისი დაფინანსება „დონორის“ მიერ; ბ) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც „დონორის“ დაფინანსებით ქალაქ რუსთავში ახორციელებს ამ პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიზნის შესაბამის პროექტს. 2. თანადაფინანსების მოთხოვნით წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს „დონორის“ მიერ დაფინანსებული და მოიცავდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მიმართულებას: ა) ერთჯერადი ან მრავალჯერადი ღონისძიების ორგანიზება; ბ) არაფორმალური განათლება (ტრენინგი/სემინარი); გ) საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ორგანიზება და მათში მონაწილეობა; დ) მეწარმეობის მხარდაჭერა; ე) ინოვაციური იდეის მხარდაჭერა; ვ) სოციალურ სფეროში განხორციელებული აქტივობა. 3. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი. მუხლი 5🔗. საპროექტო განცხადების წარდგენა 1. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა სუბიექტმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი, რომლის ფორმას ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. საპროექტო განაცხადს, აგრეთვე უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული 29 წლამდე მოქალაქის მომართვის შემთხვევაში: ა.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ა.ბ) პროექტის დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) ორგანიზაციის მომართვის შემთხვევაში: ბ.ა) ორგანიზაციის წარმომადგენლის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული ორგანიზაციის მიერ) და პირადობის მოწმობის ასლი; ბ.ბ) პროექტის დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 2. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის წარდგენილი სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5(ხუთი) კალენდარულ დღეს. 3. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება. 4. თუ პროექტის განხორციელებამდე დარჩენილია 40 კალენდარულ დღეზე ნაკლები, საპროექტო განაცხადი არ განიხილება. 5. საპროექტო განაცხადი ჯგუფს არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარყოფითი პასუხი, თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მუხლი 6🔗. საპროექტო განაცხადის განხილვა და თანადაფინანსება 1. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური საპროექტო განაცხადს განსახილველად უგზავნის ჯგუფს. 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 01)  ფარგლებში გათვალისწინებულია ინიციატივების თანადაფინანსება პროექტის ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით. 3.  საპროექტო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მიმართულებებთან/პრიორიტეტებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება  და უნარი განახორციელოს წარდგენილი პროექტი. 4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჯგუფი უფლებამოსილია განმცხადებელს   მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო განაცხადის წარდგენა ჯგუფის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. 5. ჯგუფის მიერ საპროექტო განაცხადის დადებითი შეფასების შემთხვევაში, ჯგუფი საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს. 6. მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება განმცხადებელს. 7. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია დაფინანსდეს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2-ჯერ. 8. ჯგუფი უფლებამოსილია კონკრეტული პროექტის დაფინანსების განხილვისას დაადგინოს მისი მონიტორინგის შესაბამისი მექანიზმი. 9. ჯგუფის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პროექტის დაფინანსების შესახებ (პროგრამიდან თანხის გამოყოფა). მუხლი 7🔗. დაფინანსების გაცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის  „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 01) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი  პროექტის დაფინანსებას  სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 8🔗. ხელშეკრულების დადება 1. სამსახურსა და პროექტის წარმომდგენ პირს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. 3. ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლის და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 9🔗. კონტროლის განხორციელება ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახური, სამსახურის მიერ წინასწარგანსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით.