ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №85
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016521
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 8,445 სიტყვა · ~42 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2018 მიღება
01.01.2019 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
სოციალურად დაუცველი მოქალაქე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული, საქართვერლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არსებული 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი პირი
მუხლი 2
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი
პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში
მუხლი 2
დაფინანსება
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსების“ ქვეპროგრამით განხორციელებული დაფინანსება
მუხლი 2
ქვეპროგრამა
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსების“ ქვეპროგრამა (კოდი 06 02 01).
მუხლი 2
იძულებით გადაადგილებული პირი
პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო)
მუხლი 2
სამედიცინო დაწესებულება
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას
მუხლი 2
დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა - მოიცავს თირკმლის ტრანსპლანტაციის, თირკმლის ტერმინალური უკმ
არისობით დაავადებულთა ჰემოდიალიზითა და პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფას
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 20.12.2019 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურება“ (პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 21.12.2023 „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 21.12.2023 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 24.12.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 23.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №85 2018 წლის 24 დეკემბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-3 და  მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) "მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება" (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) "სარიტუალო მომსახურებები" (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №2-ის შესაბამისად; გ) "შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე" (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №3-ის შესაბამისად; დ) "ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან კომუნალური გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობის წესი", დანართი №4-ის შესაბამისად; ე) "ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების წესი", დანართი №5-ის შესაბამისად; ვ) "ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსების წესი", დანართი №6-ის შესაბამისად; ზ) "უხუცეს მოქალაქეთა დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" დანართი №7-ის შესაბამისად; თ) "მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №8-ის შესაბამისად; ი) "მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №9-ის შესაბამისად; კ) "საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №10-ის შესაბამისად; ლ) "სოციალური დახმარებების პროგრამა" (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №11-ის შესაბამისად; მ) "სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა" (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №12-ის შესაბამისად; ნ) "დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №13-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი დანართი №1 „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება" (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. “მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება" (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს) მოსახლეობისა და შშმ პირების  ერთჯერადი ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქე – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული, საქართვერლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არსებული 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი პირი; ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; გ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსების“ ქვეპროგრამით განხორციელებული დაფინანსება; დ) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსების“ ქვეპროგრამა (კოდი 06 02 01). მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები 1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და აკმაყოფილებენ  ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ  კრიტერიუმს მაინც: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს; ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. 2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის საჭირო დოკუმენტაცია: ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში); დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი  (არსებობის შემთხვევაში); 2. ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს (კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი. 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 1 900 (ერთი ათას ცხრაასი) ბენეფიციარის დაკმაყოფილება. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. მუნიციპალიტეტი ბენეფიციართა კვების მომსახურების შესყიდვას ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 2. უფასო სასადილოების მენიუს შემადგენლობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 3. მოქალაქის ქვეპროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური მომსახურების მომწოდებელ ორგანიზაციას (ტენდერში გამარჯვებული კომპანია) წერილობით უგზავნის ბენეფიციარების სიას. 4. ქვეპროგრამით მოსარგებლე მოქალაქეების სადილით უზრუნველყოფა განხორციელდება ოთხი უფასო სასადილოების ქსელის საშუალებით. 5. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა აღრიცხვა ყოველთვიურად ხორციელდება სასადილოებში  შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალებში. მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. დანართი №2  "სარიტუალო მომსახურებები" (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებანი 1. "სარიტუალო მომსახურებები" (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვის და ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში - „ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური“). მუხლი 2🔗. ქვეპროგრამით სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობა 1. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი სახის სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება: ა) "სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლით განსაზღვრული კატეგორიის სარიტუალო ხარჯები; ბ) იდენტიფიცირებადი ან არაიდენტიფიცირებადი უპატრონო  მიცვალებულების სარიტუალო ხარჯები. 2. "სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე  300,00 (სამასი ლარი და 00 თეთრი) ლარი. დაფინანსების  წყაროს წარმოადგენს მიზნობრივი ტრანსფერი. 3. იდენტიფიცირებადი ან არაიდენტიფიცირებადი მიცვალებულების სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე  150,00 (ას ორმოცდაათი ლარი და 00 თეთრი) ლარი. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის განხორციელების წესი 1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო ხარჯები ანაზღაურდება გარდაცვლილის ოჯახის წევრის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში: ა) შუამდგომლობა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილი ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით. 2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვისთვის გათვალისწინებულია არაუმეტეს 11 შუამდგომლობის დაკმაყოფილება. 3. ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვისთვის გათვალისწინებულია არაუმეტეს 14 გარდაცვლილის სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება. 4. ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) მომსახურების გასაწევად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მომართავს შპს "გემა" (ს/კ №216402694) ქალაქში აღმოჩენილი არაიდენტიფიცირებადი ან იდენტიფიცირებადი უპატრონო მიცვალებულის თაობაზე. შპს "გემას" მომართვას (წერილს) თან უნდა ერთოდეს მოქალაქის გარდაცვალების მოწმობა. 5. ქვეპროგრამის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციას განიხილავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების წესი 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს "გემას" შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია აანაზღაურებს ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) მომსახურების ხარჯებს. 2. ამ წესით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებისათვის, ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. დანართი №3 "შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე" (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის  განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. "შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე" (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები (რეგისტრირებული), სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სასმელი წყლის გადასახადზე შეღავათის დაწესების პირობებს და პროცედურებს. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“). მუხლი 2🔗. მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57 000-ს არ აღემატება(შემდგომში "ბენეფიციარი"). 2. მოსარგებლე პირთა პროგრამასთან შესაბამისობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოს" და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებული ბაზების საფუძველზე. 3. პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციართა მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ბაზებში შესული ცვლილებების საფუძველზე. 4. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. მუხლი 3🔗. დაფინანსების გაცემის პირობები და ანგარიშსწორება 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოსა" და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ბაზებთან. მოწოდებული ბაზის ყოველთვიური განახლების საფუძველზე ცვლილება შეიძლება შევიდეს ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობაში, რაც გამოიწვევს ცვლილებას ანგარიშსწორებისას. 2. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება ქვეპროგრამით საგებლობის უფლება. 3. სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიასთან ანგარიშსწორება ხორციელდება: ა) გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით 2019 წლისთვის განსაზღვრული სასმელი წყლის ზღვრული ტარიფის საფუძველზე, სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მოწოდებული ტარიფის შესაბამისად სულზე არაუმეტეს სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მოწოდებული ტარიფებისა. ბ) გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის სულზე არაუმეტეს 3.00 (სამი) ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის განხორციელების წესი 1.  ქვეპროგრამის განმახორციელებელი ყოველთვიურად სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიას წარუდგენს მოსარგებლე პირთა რეესტრს, რის საფუძველზეც სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანია წარმოადგენს ქვეპროგრამით მოსარგებლე პირთა სასმელი წყლის გადასახადის (დავალიანების) შესახებ ინფორმაციას, ქვეპროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის მითითებით. 2. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქვეპროგრამის განმახორციელებლის წერილის საფუძველზე. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. დანართი №4 "ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან კომუნალური გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი   1. "ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან კომუნალური გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობის წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები ბავშვის მინდობით აღზრდაში  მიმღები ოჯახების, რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი მებრძოლების (ვეტერანი) ოჯახის წევრებისათვის კომუნალურ გადასახადებზე (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) შეღავათის დაწესების პირობებს და პროცედურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში - „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“). მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები ბავშვის მინდობით აღზრდაში  მიმღები ოჯახების, რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი მებრძოლების (ვეტერანი) ოჯახის წევრებისათვის კომუნალურ გადასახადებზე (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) შეღავათის დაწესება. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლეები 1. აღნიშნული ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები ოჯახები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას: ა) ბავშვის მინდობით აღზრდაში მიმღები ოჯახები. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია არაუმეტეს 35 ოჯახის დახმარება, რომელშიც ბავშვი მინდობით აღზრდაში იმყოფება. ბ) რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახები. ქვეპროგრამის მიზნებისთვის რეიტეგრირებული ბავშვი გულისხმობს 1-დან 18 წლამდე ბავშვს. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია არაუმეტეს 20 ოჯახის დახმარება. გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახები; 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები;  2004 წლის აგვისტოში, შიდა ქართლში, ქართულ ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები; საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე დახმარების გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ ოჯახზე, რომელიც ბავშვს იღებს მინდობით აღზრდაში. 3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბავშვისთვის მოითხოვება მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი. 4. ქვეპროგრამით მოსარგებლეები, რომლებიც განეკუთვნებიან მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორ ან რამდენიმე კატეგორიას დაფინანსდებიან მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობით. 5. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამით სარგებლობის წესი 1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოდან"; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი (ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი) განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოდან"; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) რეინტეგრირებული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი მშობელი არ არის). 3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ვეტერანის მოწმობის (კოდი 501 ან 502) ასლი, ან ვეტერანის მოწმობის არარსებობის შემთხვევაში სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ; გ) ომის მონაწილის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 4. ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 5. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა შეირჩევა ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული მინდობითი ოჯახების განახლებული სიის საფუძველზე. 6. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის: ა) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოწოდებული მინდობითი ოჯახების და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ყოველთვიურად განახლებულ ბაზებთან. ბ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოწოდებული რეინტეგრირებული ოჯახების და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებული ყოველთვიურად განახლებულ ბაზებთან. გ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ყოველთვიურად განახლებულ ბაზასთან. ხოლო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახების შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსათვის სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მოწოდებულ ყოველთვიურად განახლებულ ბაზასთან. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების წესი და ოდენობა 1. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა დახმარება განხორციელდება ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახების ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაწეული კომუნალური გადასახადების (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) ხარჯების დაფარვით, ქვეპროგრამით განსაზღვრული წლიური ლიმიტის ფარგლებში. 2. ქვეპროგრამით მოსარგებლე თითოეულ ოჯახს განესაზღვრება წლიური ლიმიტირებული თანხა 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით, რომლის გახარჯვის შესაძლებლობა ექნებათ 2019 წლის განმავლობაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში, გადაჭარბებულ თანხას აანაზღაურებენ თავად ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახები. 3. ქვეპროგრამით მოსარგებლე თითოეულ ოჯახს უნაზღაურდება 2019 წლის დეკემბრის თვის კომუნალური გადასახადები 2020 წლის იანვარში. (ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომლებიც  სარგებლობდნენ 2019 წელს არსებული ქვეპროგრამით და 2019 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით ამოწურული არ აქვთ ქვეპროგრამით დადგენილი შეღავათის ლიმიტი). 4. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირები: მეუღლე/შვილი (შვილები) და დაღუპული ჯარისკაცის მშობლები (დედა/მამა ან ორივე) სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ და მომართეს მერიას დახმარების მიღების თხოვნით, აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება ოჯახზე განსაზღვრული წლიურად ლიმიტირებული თანხის, 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის პროპორციული გაყოფა და განმცხადებელთა შესაბამისი ოდენობით დაკმაყოფილება. 5. კომუნალური გადასახადების (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) მიმდინარე დავალიანებების დაფარვა ხორციელდება სს "ენერგო-პრო ჯორჯიასა" და შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ წარმოდგენილი ქვითრების საფუძველზე, ქვითრებში ასახული შესაბამისი თანხის ოდენობით. 6. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობის ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებთან და ამ წესით გათვალიწინებულ მონაცემთა ბაზებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, ყოველთვიურად სს "ენერგო-პრო ჯორჯიასა" და შპს "სოკარ ჯორჯია გაზთან" ანგარიშსწორების უზრუნველყოფის მიზნით, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მზადდება წერილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე. მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. დანართი №5  "ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის  ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი   1. "ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები მოქალაქეებისათვის სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსების წესსა და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში - „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“). მუხლი 2🔗. სამიზნე ჯგუფი 1. მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პირებს (შემდგომში - "მოსარგებლე") წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და ესაჭიროებათ შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება: ა) ავთვისებიანი სიმსივნეების (კერძოდ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი C00-C97) დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ-სტაციონალური მკურნალობა, რომელიც შეიძლება დაფინანსდეს:  ა.ა) წელიწადში არაუმეტეს 2000,00 (ორი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს; ა.ბ) წელიწადში არაუმეტეს 1500,00 ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე; ა.გ) წელიწადში არაუმეტეს 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს;     ბ) კარდიოქირურგიული მომსახურება (მათ შორის კორონაროგრაფია, სტენტირება, აბლაცია და გადაუდებელი კარდიოქირურგია), რომელიც შეიძლება დაფინანსდეს: ბ.ა) წელიწადში არაუმეტეს 1500,00 (ერთი ათას ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს; ბ.ბ) წელიწადში არაუმეტეს 1200,00 (ერთი ათას ორასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე. ბ.გ) წელიწადში არაუმეტეს 800,00 (რვაასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.      გ) გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება, რომელიც შეიძლება დაფინანსდეს: გ.ა.) წელიწადში არაუმეტეს 1000,00 (ერთი ათასი  ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს; გ.ბ.) წელიწადში არაუმეტეს 800,00 (რვაასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე. გ.გ.) წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.      დ) კომპიუტერული გამოკვლევები (CT და MRT კვლევები), რომელიც შეიძლება დაუფინანსდეს მხოლოდ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით). ე) მოხუცებულობითი კატარაქტა (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი H25), ცხვირის და ცხვირის სინუსების სხვა დაავადებები (J34), ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული ავადმყოფობები (J35), სხვა კატარაქტა (H26), სტრაბიზმის (სიელმე) სხვა ფორმები (H50), ცხვირის პოლიპი (J33),  M16 კოკსართროზი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი) და M17 გონართროზი (მუხლის სახსრის ართროზი) რომელიც შეიძლება დაუფინანსდეს მხოლოდ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით). 2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. 3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, კერძოდ, გადაუდებელი კარდიოქირურგიის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას პაციენტის საავადმყოფოდან გამოწერამდე. 4. ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორი ან მეტი ქვეპუნქტით სარგებლობისას, ქვეპროგრამით დადგენილი სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ქვეპროგრამით მოსარგებლეზე შეადგენს წელიწადში არაუმეტეს 2000,00 (ორი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს. 5. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის განცხადებები: ა) განცხადება, რომელსაც თან არ ახლავს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) განცხადება, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორგანოში მომართვამდე განხორციელებულია შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობა (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი კარდიოქირურგიული მომსახურებისა); გ) განცხადება საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით; დ) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია კოსმეტიკური მიზნით; ე) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია გეგმიური ქირურგიული სამედიცინო  მომსახურება შემდეგი დიაგნოზების მიხედვით: რეფრაქციისა და აკომოდაციის დარღვევები (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი  H52), ზოგადი სიმსუქნე (E66), რქოვანას სხვა ავადმყოფობები (H18) და სკლერისა და რქოვანას დაზიანებები იმ ავადმყოფობების დროს, რომლების შეტანილია სხვა რუბრიკებში (H19); ვ) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება; ზ) განცხადება სამედიცინო დახმარების თაობაზე, თუ მოქალაქეს მიღებული აქვს დახმარება წლის განმავლობაში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ლიმიტების მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კრიტერიუმებთან შესაბამისობა და ქვეპროგრამაში მათი ჩართვის შესაძლებლობა განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე: ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №IV-100ა; დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილი ინვოისი; ე) სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);     ვ) პაციენტთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი, იმ შემთხვევაში თუ განცხადება წარმოდგენილია ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის ოჯახის წევრის მიერ; ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (თუ მოქალაქის სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება. ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შევსებული აქტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, თუ ოჯახი რეგისტრირებული არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია მოქალაქისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან დაფინანსებაზე უარის თაობაზე. 2. სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასთან და დაფინანსების ოდენობასთან  დაკავშირებით ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დახმარების გაწევის  გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი "მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის" მიერ. 3. მოქალაქეთა განცხადებებისა და მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს და ჯგუფისთვის განსახილვევად ამზადებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 4. იმ მოქალაქეების განცხადების განხილვისას, რომელთა სარეიტინგო ქულა აღემატება 70 000-ს ან არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ესაჭიროებათ ამ წესით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება, "მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი” ხელმძღვანელობს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში შედგენილი აქტით მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. 5. ქვეპროგრამის მოსარგებლეთა მოთხოვნის განხილვისას "მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი” მხედველობაში იღებს და ითვალისწინებს "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" მიხედვით რომელი პაკეტის მომხმარებელია განმცხადებელი, რომლის შესაბამისად შესაძლოა დაზუსტდეს მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 6. "მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის” საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმები 1. "მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ დაფინანსების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სახელზე მზადდება წერილი მოქალაქის დაფინანსების თაობაზე. ანგარიშსწორებისათვის სამედიცინო დაწესებულება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტაციას. 2. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. დანართი №6 "ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის  ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი   1. "ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების დაფინანსების წესსა და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში - „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“). მუხლი 2🔗. დაფინანსების გაცემის მიზანი C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები შეიძლება იყვნენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). 2. პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია განმცხადებელი ჩართული იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ დიაგნოსტიკის კომპონენტში. 3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: ა) იმ პირებისთვის, რომელთაც ჩატარებული აქვთ კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით და მიღებული აქვთ დადებითი პასუხი (წარდგენილი კვლევის შედეგის საფუძველზე), მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას შემდეგი პრინციპით: ა.ა) ექიმთან ვიზიტი; ა.ბ) სისხლის საერთო ანალიზი ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები)  და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა FIB-4 ტესტის დათვლით; ა.გ) ღვიძლის ელასტოგრაფია, თუ FIB4 ქულა არის 1.45−3.25 მაჩვენებლებს შორის; ა.დ) HBsAg, HB Core total, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, TSH (ინტერფერონის შემცველი მკურნალობის რეჟიმის შემთხვევაში), მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა; ბ.) ექიმთან ვიზიტი მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის – ფორმა №IV-100/ა-ის  (შემდგომში – ფორმა №IV-100/ა) გაცემის მიზნით; 4. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. მუხლი 4🔗. მოსარგებლეთა შერჩევის წესი და წარმოსადგენი დოკუმენტაცია 1. ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) “C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100ა (ამისთვის დადგენილი ფორმით და სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით დამოწმებული); გ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო მომსახურების ღირებულების წინასწარი კალკულაცია და ინვოისი; დ) განმცხადებლის პროგრამაში ჩართვის მსურველთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი არ წარმოადგენს ამ პროგრამით სარგებლობის მაძიებელს); ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) ვეტერანის მოწმობის ასლი. 2. მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოქალაქის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. მუხლი 5🔗. პროგრამის განხორციელების მექანიზმი  და დაფინანსების წესი 1. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, “C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართული სამედიცინო დაწესებულების სახელზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მზადდება წერილი მოქალაქის დაფინანსების თაობაზე. ანგარიშსწორებისათვს სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების (კვლევების) დასრულების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტაცია: ფორმა №IV-100ა ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევებისა და მათი შედეგების მითითებით, შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტი. 2. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 3. იმ შემთხვევაში თუ ქვეპროგრამით მოსარგებლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს, ან თუ ქვეპროგრამით მოსარგებლე არის ვეტერანი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს მოქალაქის მიერ ასანაზღაურებელი თანხის სრულ ოდენობას. 4. თუ განმცხადებელი არ განეკუთვნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს მოქალაქის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ნახევარს. მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. დანართი №7 "უხუცეს მოქალაქეთა დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი   1. "უხუცეს მოქალაქეთა დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები ასი წლის და ას წელს გადაცილებული უხუცესების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პირობებს და პროცედურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში - „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“). მუხლი 2🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა 1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული  და მცხოვრები ასი წლის და ას წელს გადაცილებული პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). 2. გამონაკლისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. 3. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები ასი წლის და ას წელს გადაცილებული 5 (ხუთი) უხუცესი მოქალაქის დახმარება, თითოეულისათვის წელიწადში არაუმეტეს 300 (სამასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამით სარგებლობის წესი ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად ქვეპროგრამით მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი არ არის ქვეპროგრამით მოსარგებლე); გ) ქვეპროგრამით მოსარგებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. დახმარების გაცემა და ანგარიშსწორება 1. ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების წინამდებარე წესთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 2. განცხადების განხილვის შემდეგ, ამ წესით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოიცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. დანართი №8 "მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. "მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს: ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება       70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების (შემდგომში ბენეფიციარები) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსების წესსა და პირობებს; ბ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული, 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა გლუკომეტრების შესაბამისი საანალიზო ტესტ-ჩხირებით დაფინანსების  წესსა და პირობებს. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქე – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული სოციალურად დაუცველი პირი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს; ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; გ) იძულებით გადაადგილებული პირი – პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო); დ) სამედიცინო დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას; ე) დაფინანსება – "მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესით“ განხორციელებული დაფინანსება. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები (რეგისტრირებული) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხისა და 18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების გლუკომეტრების შესაბამისი საანალიზო ტესტ-ჩხირებით დაფინანსება. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები 1.მოქალაქეთა მედიკამენტებითა და ტესტ-ჩხირებით დახმარების ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). 2. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღები უნდა განეკუთვნებოდეს ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; გ) 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; დ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. 3. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით. 4. ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (კანონმდებლობით დადგენილი ფორმით); ე) ლიცენზირებული აფთიაქის მიერ გაცემული განფასება (კალკულაცია), სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100ა-ით განსაზღვრული მედიკამენტების ან  ტესტ-ჩხირების შესახებ; ვ) ქვეპროგრამის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მიმღები; ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სარეიტინგო ქულით; თ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემთხვევაში დახმარება გაიცემა, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შედგენილი აქტის შესაბამისად. 5. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. მუხლი 5🔗. დაფინანსების მოპოვების ეტაპები დაფინანსების მოპოვების ეტაპებია: ა) განცხადების წარდგენა; ბ) წარდგენილი განცხადების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა; გ) შერჩეული განმცხადებლის დაფინანსება; მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას ადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური. 2. ბენეფიციარისათვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტით ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რომელშიც დაფიქსირებულია საჭიროებს, თუ არა ბენეფიციარი დახმარებას. თუ ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დაფინანსების თაობაზე წერილობით აცნობებს მოქალაქის მიერ არჩეულ იმ აფთიაქს, საიდანაც ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ წარმოდგენილია ფორმა №IV-100ა-ით გათვალისწინებული მედიკამენტების და/ან საანალიზო ტესტ-ჩხირების განფასება (კალკულაცია). 3. მედიკამენტებით დახმარების მიზნით მომზადებულ დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილში მიეთითება შემდეგი მონაცემები: ა) ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია; ბ) აფთიაქის სახელწოდება; გ) დაფინანსებული თანხის ოდენობა; დ) წერილის მოქმედების ვადა. 4. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება შეადგენს ერთი მოსარგებლისათვის  წელიწადში არაუმეტეს 100 (ასი ლარი და 00 თეთრი) ლარს. 5. სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირებით დახმარების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ მოსარგებლეზე წელიწადში არა უმეტეს 4 კოლოფით. 6. დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილის საფუძველზე აფთიაქი ბენეფიციარს გადასცემს ფორმა №IV-100ა-ში გათვალისწინებულ მედიკამენტებს ან საანალიზო ტესტ-ჩხირებს, რომლის ღირებულებასაც ანაზღაურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. მოქალაქე თავისუფალია ლიცენზირებული აფთიაქის არჩევაში. მუხლი 7🔗. ანგარიშსწორება 1. დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილის საფუძველზე მოქალაქის მიერ შერჩეული აფთიაქის მიერ გაცემული მედიკამენტებისა და საანალიზო ტესტ-ჩხირების შესაბამისად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურსა და აფთიაქს შორის. 2. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 8🔗. ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. დანართი №9 "მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. "მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი შვილი) ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევის პირობებს და პროცედურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში - „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“). მუხლი 2🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი. ამ წესით დადგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 1 წლიანი რეგისტრაცია მოეთხოვება მშობელს (განმცხადებელს), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებს (მათ შვილებს) მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი. მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი) წელს მიუღწეველი შვილების რაოდენობის გათვალისწინებით. 2. თუ ოჯახი დროებით აღარ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (სოციალურად დაუცველის სტატუსის შეჩერება), ამ შემთხვევაში ოჯახი მიიღებს განაცდური თვეების დახმარებას მას შემდეგ, რაც აღდგება ოჯახის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. 3. ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევას, თითო არასრულწლოვან ბავშვზე 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით. ბავშვისთვის 18 წლის შესრულების შემთხვევაში, პროგრამით დადგენილი დახმარება ოჯახს შეუწყდება მომდევნო თვიდან, მხოლოდ იმ ოდენობით, რასაც იღებდა ოჯახი ბავშვის 18 წლის შესრულებამდე. ოჯახის დახმარება დანარჩენ არასრულწლოვან ბავშვებზე დარჩება უცვლელი. 4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კრიტერიუმებთან შესაბამისობა და ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე: ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე; ბ) ერთ-ერთი მშობლის ან ბავშვების სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; დ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ე) ერთ-ერთი მშობლის ან ბავშვების სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ამონაწერის დედანი, დამოწმებული ბანკის ბეჭდით. 5. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონეპირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.  მუხლი 3🔗. დაფინანსების გაცემის პირობები და ადმინისტრირება 1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 2. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზასთან. ზემოაღნიშნული, ყოველთვიურად განახლებადი ბაზების საფუძველზე ცვლილება შეიძლება შევიდეს ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობაში, რაც გამოიწვევს ცვლილებას ანგარიშსწორებისას. 3. დაფინანსების გაცემა ხორციელდება მონაცემების გადამოწმებისა და მოსარგებლის მიერ ამ წესის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 4. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება წინამდებარე წესით საგებლობის უფლება. მუხლი 4🔗. ანგარიშსწორება 1. დაფინანსების ანაზღაურება ხორციელდება განცხადების შემოტანიდან, მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე თანხის დარიცხვით. 2. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს ყოველთვიურად ერიცხებათ შესაბამისი თანხა (ბავშვების რაოდენობის მიხედვით) მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 3. ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 5🔗.  ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. დანართი №10 "საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. "საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა) ერთჯერადი მატერიალური დახმარების განხორციელების პირობებს და პროცედურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში - „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“). მუხლი 2🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლეები 1. აღნიშნული ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები პირები/ოჯახები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას: ა) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახები. თითოეული დაღუპული მებრძოლის ოჯახისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. წესით გათვალისწინებულია 12 (თორმეტი) ოჯახის მატერიალური დახმარება. ბ) "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის "ა" პუნქტით დადგენილი ვეტერანთა კატეგორია. თითოეული მეორე მსოფლიო ომის მონაწილისათვის (13 ვეტერანი) გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 (ას ორმოცდაათი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირებისათვის (47 ვეტერანი)  მატერიალური დახმარება 80 (ოთხმოცი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა). თითოეული ოჯახისათვის გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 (ას ორმოცდაათი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. წესით გათვალისწინებულია 65 (სამოცდახუთი) ოჯახის დახმარება. 2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ  ქალაქი რუსთავი. მუხლი 3🔗. მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1.  ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მისაღებად გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის ასლი, ან სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით. 2. ქვეპროგრამით მოსარგებლე ვეტერანთა რაოდენობა ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ დგინდება  სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" მიერ მოწოდებული ვეტერანთა სიების საფუძველზე. აღნიშნული სია შესაბამისობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ბაზასთან. 3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ომში დაღუპულის ოჯახის წევრები, რომლებიც სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" მიერ მოწოდებულ სიაში არ ფიქსირდებიან (არ გააჩნიათ ვეტერანის მოწმობა), თუმცა შესაბამისი უწყების მიერ მინიჭებული აქვთ ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი (მოქალაქე განცხადებით წარმოადგენს სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს). მუხლი 4🔗. დაფინანსების გაცემა და ანგარიშსწორება 1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს/ამ წესის მე-3 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზებთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 2. ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილეის შემთხვევაში, ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება ქვეპროგრამით მოსარგებლეს ერიცხება საბანკო ანგარიშის ნომერზე. 3. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 5🔗. წესის განხორციელების პერიოდი 1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 20 ივლისიდან 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. 2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 20 აპრილიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. 3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. დანართი №11 "სოციალური დახმარებების პროგრამა" (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. "სოციალური დახმარებების პროგრამა" (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ნივთებითა და ტკბილეულით დასაჩუქრების პირობებს და პროცედურებს. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში - „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“). მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ამოცანა ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის 3 მარტს დედის დღესთან, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან, 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან და შობა-ახალ წელთან დაკავშირებული საჩუქრების გადაცემა. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების სახე 1. 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით საჩუქრების  გადაცემა - 3 327 (სამი ათას სამას ოცდაშვიდი ლარი და 00 თეთრი) ლარის ფარგლებში. 2. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული საჩუქრების გადაცემა - 7 248 (შვიდი ათას ორას ორმოცდარვა ლარი და 00 თეთრი) ლარის ფარგლებში. 3. 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საჩუქრების გადაცემა -           13 760 (ცამეტი ათას შვიდას სამოცი ლარი და 00 თეთრი) ლარის ფარგლებში. 4. შობა-ახალ წელთან დაკავშირებული საჩუქრების შეძენა - 15 665 (თხუთმეტი ათას ექვსას სამოცდახუთი ლარი და 00 თეთრი) ლარის ფარგლებში. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კატეგორია 1. მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს). 2. დღის ცენტრი და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარები. 3. დღის ცენტრი „საპოვნელას“ ბენეფიციარები. 4. ააიპ „ქ. რუსთავის მუნიციპალური მოხუცებულთა სახლის" ბენეფიციარები. 5. ააიპ „ქ. რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის“ ბენეფიციარები. 6. ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები. 7. 2004 წლის აგვისტოს თვეში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული რუსთაველი მებრძოლების ოჯახები (მცხოვრები და რეგისტრირებული). 8. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახები (რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული). მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განხორციელების წესი 1. მუნიციპალიტეტი ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებისათვის საჩუქრების შესყიდვას ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 2. ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრების გადაცემის მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ ადმინისტრაციული ერთეულების მიერ. გადაცემის ფაქტი დასტურდება მოსარგებლეთა სიაში მოსარგებლის ხელმოწერით, რომელსაც ადმინისტრაციული ერთეული წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს. 3. ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრების გადაცემის მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ შესაბამისი დაწესებულების მიერ. მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. დანართი №12 "სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა" (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. "სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა" (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა)  განხორციელების პირობებსა და პროცედურებს. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში – “ქვეპროგრამების განმახორციელებელი სამსახური”). მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლენი და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა 1. ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრული ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან - 24 წლამდე ახალგაზრდები, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში არანაკლებ 2 წელი გაატარეს. 2. ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ მოსარგებლეზე წელიწადში არაუმეტეს 1200,00 (ერთი ათას   ორასი ლარი და 00 თეთრი)  ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლის განცხადების განხილვის წესი 1. ქვეპროგრამით სარგებლობისათვის ქვეპროგრამით მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურდება პროგრამის ბენეფიციარის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა. (სახელმწიფო ზრუნვის ფორმის, დაწყების და დამთავრების თარიღის მითითებით); გ) სახელმწიფო სოციალური მუშაკის ან/და "ასოციაცია ჩვენი სახლის საქართველოს" ფსიქოლოგის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი, სადაც აღწერილი იქნება ბენეფიციარის საჭიროებები და მიღებული თანხის ხარჯვის მიზნობრიობა; დ) ბენეფიციარის სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილი იქნება ის კონკრეტული საჭიროება, რისთვისაც იქნება გამოყენებული მოთხოვნილი დახმარება. 2. ქვეპროგრამების განმახორციელებელი სამსახურის მიერ განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი განიხილავს ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობასა და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას. მუხლი 4🔗. პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების წესი 1. ჯგუფის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დაფინანსების მიზნით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 2. ფინანსური ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. დანართი №13 "დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. "დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირებისათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევის წესსა და პირობებს. 2. პროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა) დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა - მოიცავს თირკმლის ტრანსპლანტაციის, თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჰემოდიალიზითა და პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფას; ბ) იძულებით გადაადგილებული პირი – პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო); გ) სამედიცინო დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას; დ) დაფინანსება – "დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის განხორციელების წესის" შესაბამისად დაფინანსება. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის მიზანი და ამოცანა 1. ქვეპროგრამის მიზანია დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები მოქალაქეებისათვის (შემდგომში – ბენეფიციარი) მატერიალური დახმარების გაწევა. 2. ქვეპროგრამის ამოცანაა დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები მოქალაქეებისათვის მატერიალური დახმარების გაწევით (ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით)  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლეები 1. ქვეპროგამით მოსარგებლე შეიძლება იყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), ჩართულია საქართველოს ნებისმიერ ქალაქში დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში და იმყოფება სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე. 2. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა)   ქვეპროგრამის ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ქვეპროგრამის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის, ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი არ არის პროგრამის ბენეფიციარი); გ)  დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი ფორმა №IV-100ა; დ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული ბანკის მიერ დადგენილი წესით (დედანი); ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“-ს საინფორმაციო ბარათი  (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით, ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად). 3.  გამონაკლისი, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. 4. ბენეფიციარის ქვეპროგრამით სარგებლობა დამოკიდებულია მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობაზე ამ წესით დადგენილ მოთხვონებთან. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 2. ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ქვეპროგრამის ბენეფიციარების სია (მონაცემები - რეგისტრაციის მისამართი) ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ბაზასთან. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მონაცემების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ბაზაში გადამოწმების შედეგად ვერ დადგინდა მისი რეგისტრაციის უწყვეტობა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური უფლებამოსილია ქვეპროგრამის ბენეფიციარს მოსთხოვოს საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გადამოწმების შემდეგ, თუ ბენეფიციარი აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, მას უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება. 4. ბენეფიციარი ვალდებულია 2019 წლის ყოველი კვარტლის დასრულებისას თვის 25 რიცხვამდე წარმოადგინოს განახლებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100ა). აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ან თუ წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება მოსარგებლის მიერ სამედიცინო მომსახურების პროცედურის განუხორციელებლობა, ბენეფიციარს უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება. მუხლი 6🔗. ანგარიშსწორება 1. ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღრიცხულნი არიან სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში, დახმარება მოიცავს თვეში 60,00 (სამოცი ლარი და 00 თეთრი) ლარს. 2. ბენეფიციარები ქვეპროგრამით დადგენილ მატერიალურ დახმარებას მიიღებენ წარმოდგენილ საკუთარ საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად თანხის დარიცხვით. 3. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 7🔗. ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.