📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016522
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,388 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2018 მიღება
01.01.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 20.12.2019 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 24.12.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურება“ (პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 21.12.2023 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 23.06.2021 „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 21.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №86 2018 წლის 24 დეკემბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 11) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-25 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 11) განხორციელების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ რუსთავის  მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 11)  განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის №62 დადგენილება (www.matsne.gov.ge 23/07/2018; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016498). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი დანართი №1 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 11) განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების განხორციელების პირობებს და პროცედურებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 06 02 11 კოდით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.  2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“). მუხლი 2🔗. წესის მიზანი ამ წესის მიზანს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები (რეგისტრირებული) შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად შემეცნებითი, თვითმოვლის, კომუნიკაციური უნარების განვითარების ხელშეწყობა და სოციალური დახმარების გაწევა. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების სახეები 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს შემდეგი მომსახურების განხორციელებას: ა) სამედიცინო,  სახელმწიფო და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში შშმ პირების (არაუმეტეს 75 ბენეფიციარი) გამცილებლის მომსახურებით უზრუნველყოფას (ყოველთვიურად არაუმეტეს 600 ლარით); ბ) აუტიზმის, გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრალური დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სამკურნალო/სარეაბილიტაციო ხარჯების დაფარვას, რომელსაც დადგენილი აქვს ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი – R62 და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არაუმეტეს 70 000 სარეიტინგო ქულით წლიურად არაუმეტეს 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი – F84, წელიწადში არაუმეტეს 2000,00 (ორი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. ცერებრული დამბლით ან დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვები, რომელთაც დადგენილი აქვთ ICD-10ით განსაზღვრული კლასიფიკატორები – G80 და Q90 წლიურად არაუმეტეს 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე („უსინათლო“, და დაბადებიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) პირთათვის (შემდგომში – „ბენეფიციარი“) კომუნალურ გადასახადებზე (გაზი, ელ. ენერგია) შეღავათის დაწესებას (დენი – 240 ლარის ფარგლებში და გაზი – 240 ლარის ფარგლებში წლიურად); მუხლი 4🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლენი 1. აღნიშნული ქვეპროგრამით სარგებლობენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) მოქალაქეები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), მათ შორის: ა) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირები, რომლებიც წარმოადგენენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სტატუსით „ტოტალური (ნულოვანი მხედველობის) უსინათლო“, რომელთაც ესაჭიროებათ გადაადგილება გამცილებლის მეშვეობით; ბ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების, ცერებრული დამბლის ან დაუნის სინდრომის (ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები – F84; R62; G80; Q90) მქონე, 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები (ბენეფიციარები); გ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: გ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (სტატუსით „უსინათლო“) პირები, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა; გ.ბ)  18 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვებს და რომელთაც სტატუსი მიენიჭათ სამედიცინო ექსპერტიზის კომისიის მიერ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო; გ.გ) დაბადებიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 18 წლის შემდგომ, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. 2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით სარგებლობის წესი 1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად მოსარგებლე განცხადებით ან/და სატელეფონო ზარით (შემდეგ ნომერზე: (0341) 22 47 04) მიმართავს ქვეპროგრამის განმახორციელებელს, რომელიც „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ რუსთავის ფილიალის მიერ მოწოდებულ ბაზებზე დაყრდნობით (მიწოდებული მონაცემები უნდა შეიცავდეს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტოტალურ (ნულოვანი მხედველობის) უსინათლოთა შესახებ აუცილებელ მონაცემებს: სახელი; გვარი; პირადი ნომერი; საცხოვრებელი ადგილის ფაქტობრივი და იურიდიული (რეგისტრაცია) მისამართი)  მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ახორციელებს მომსახურების გამწევ ოპერატორთან ბენეფიციარის და მომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. 2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  მომსახურების მისაღებად მოსარგებლე  ან მისი  კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარუდგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობითი აღმზრდელის (ხელშეკრულებასთან ერთად), პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს; ბ)  ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლს; გ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლს, თუ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირია; დ) მკურნალი ექიმის მიერ შევსებულ  ფორმას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №IV-100ა (დადგენილი ფორმით და სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით დამოწმებული); ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილ  ინვოისს; ვ) სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) სოციალურად დაუცველის შემთხვევაში ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შესაბამისი სარეიტინგო ქულით; 3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  მომსახურების მისაღებად მოსარგებლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/ნათესავი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარუდგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელ დოკუმენტს ფორმას IV-50/4 (სტატუსით „უსინათლო“, დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი); გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელ  დოკუმენტს–აქტს, წარმოდგენილი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ (სასურველია წარმოდგენილი იქნას საცხოვრებელი ადგილის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ან ამონაწერის არქონის შემთხვევაში ბინის ორდერის ასლი); დ) ქვეპროგრამით მოსარგებლე პირთა ნათესაური კავშირის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, იმ შემთხვევაში თუ განცხადება წარმოდგენილია  ოჯახის წევრის/ნათესავის მიერ; ე) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. 4. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემდეგ აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზს, აღრიცხვას და წინადადებების მომზადებას უზრუნველყოფს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 5. სამსახური განიხილავს ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას. 6. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს. მუხლი 6🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების წესი 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ხელშეწყობის დაფინანსება ხორციელდება: 1.1.ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებაზე ყოველთვიურად გაწეული მომსახურების შემდეგ, ოპერატორის მიერ წარმოდგენილი  სამუშაოს შესრულების ანგარიშის და გაწეულ მომსახურებაზე შესაბამის ოპერატორსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლის შესაბამაბისადაც მზადდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 1.2.ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებაზე   მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ ქვეპროგრამის მე-5 მუხლის მე-2  პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების სახელზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელით გაცემული საგარანტიო წერილის და შესრულებული სამუშაოს შესაბამისი მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ამზადებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ქვეპროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ). 1.3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებაზე  მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიღებული კომუნალური გადასახადებზე (გაზი; ელ. ენერგია) დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და შესაბამისი კომუნალური მომსახურების გამწევ ორგანიზაციას შორის გაფორმებული შედარების აქტის საფუძველზე. 2. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახური ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად. 3. შენიშვნების შემთხვევაში ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომსახურების გამწევს წარმოდგენილი დოკუმენტაციის კორექტირებული ვარიანტი. 4. ქვეპროგრამის შესაბამისად გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ზედამხედველობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. 5. ქვეპროგრამის ძირითადი დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში. 6. მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის  მონაცემები და ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურება არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას. მუხლი 7🔗. ქვეპროგრამის განმახოციელებლის კონტროლის მექანიზმები 1. მონიტორინგს ახორციელებს ქვეპროგრამის განმახოციელებლი, რაც გამოიხატება შემდეგში: ა) საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ინფორმაცია, იმ დაწესებულებიდან/ორგანიზაციიდან, სადაც განხორციელდა ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა; ბ) ქვეპროგრამის ბენეფიციარის სტატუსი საჭიროებისამებრ გადაამოწმოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსთან“, ასევე  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან; გ) ყოველი ახალი განცხადების საფუძველზე, ახორციელებს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმებას (შესაბამისი აქტით), ამავდროულად, ბენეფიციართა ფაქტობრივი საცხოვრებლის გადამოწმებას ახდენს კვარტალში ერთხელ. 2. მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს მიმწოდებლებთან ქვეპროგრამის განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის ვიზიტით და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებით, საჭიროებისამებრ, შშმ პირთან გასაუბრებითაც. 3. მონიტორინგი გულისხმობს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენას. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამის განხორციელების წესის გაუქმება და ცვლილებების შეტანა ხდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.