📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №87
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016523
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 573 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2018 მიღება
01.01.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტისათვის“ ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 20.07.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 24.12.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 20.12.2024 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 01.02.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 24.12.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №87 2018 წლის 24 დეკემბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების  შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2018 წლის 13 ივნისის №50 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 18/06.2018; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016486). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი დანართი №1  „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული  ქვეპროგრამის „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ (კოდი: 06 02 04) განხორციელების პირობებს და პროცედურებს. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები 1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ:    ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა  სარეიტინგო ქულა არ აჭარბებს 150 000-ს; ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები – სტატუსით „უსინათლო“; გ) სსიპ – „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მოწოდებულ ვეტერანთა სიაში რეგისტრირებული და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის (სტატუსი) მქონე პირები; დ) სსიპ – ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, რუსთავში რეგისტრირებული საჯარო სკოლების, ა(ა)იპ – ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის, ა(ა)იპ – ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების, ა(ა)იპ – რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება „ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკის“, ა(ა)იპ – რუსთავის ისტორიული მუზეუმის, ა(ა)იპ – გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის, ა(ა)იპ – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის, ა(ა)იპ – რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები. 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირი რეგისტრირებული და მცხოვრები უნდა იყოს ქალაქ რუსთავში არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა 1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს დაუფინანსდებათ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 0.40 ლარის ოდენობით, თვეში არაუმეტეს 60-ჯერ. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმები 1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების ბაზა ფორმირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინიტროდან, სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან, ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  სსიპ და ა(ა)იპ-ებიდან მიღებული მონაცემების (მონაცემთა ბაზა) და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის მიერ მოსარგებლე პირების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე. 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური აწვდის ინფორმაციას შესაბამის ბანკს პროგრამით მოსარგებლეთა შესახებ, რის შემდეგაც ბანკი, მოსარგებლის მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს მათთვის მგზავრობისათვის საჭირო ელექტრონული ბარათების  დამზადებასა და გადაცემას. 3. ქვეპროგრამის დაფინანსებისთვის საჭირო თანხები გამოიყოფა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან. მუხლი 5🔗. ანგარიშსწორება 1.  ქვეპროგრამის განმახორციელებელი ბანკიდან მიღებული ინფორმაციის (მგზავრობის ტრანზაქციის რაოდენობის რეესტრი) და მასთან არსებული ბაზების შემოწმების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელთან ადგენს მიღება-ჩაბარების აქტს. 2. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს ანგარიშსწორებას მომსახურების მიმწოდებელთან.