ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სტუდენტთა სოციალური დახმარების” (კოდი 06 02 12) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსებისა და წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016524
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2020
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სტუდენტთა სოციალური დახმარების” (კოდი 06 02 12) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსებისა და წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №88
2018 წლის 24 დეკემბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სტუდენტთა სოციალური დახმარების” (კოდი 06 02 12) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსებისა და წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარების“ (კოდი 06 02 12) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სტუდენტთა წახალისების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.
ბ) „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარების“ (კოდი 06 02 12) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების წესი“, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი
დანართი №1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარების“ (კოდი 06 02 12) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სტუდენტთა წახალისების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარება“ (კოდი 06 02 12) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სტუდენტთა წახალისების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მატერიალური წახალისების წესსა და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალიწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტი ან სასწავლო უნივერსიტეტი;
ბ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე სტუდენტების წახალისება;
გ) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარება“ ქვეპროგრამა (კოდი 06 02 12).
მუხლი 3🔗. დაფინანსების გაცემის მიზანი და დახმარების სახე
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის (შემდგომში - "მოსარგებლე") მატერიალურ წახალისებას ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗. სტუდენტთა სოციალური დახმარების მოსარგებლე პირ(ებ)ი
1. ქვეპროგრამის მოსარგებლე პირს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტი, რომელიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს:
ა) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
ბ) არის მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს;
გ) არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი;
დ) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი (დევნილი), რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს.
2. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირ(ებ)ზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი.
3. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2005-იდან 2019 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის საფეხურზე და სტუდენტის სტატუსი უნდა ჰქონდეს აქტიური.
მუხლი 5🔗. განცხადების წარდგენა
1. სტუდენტთა წახალისების მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
დ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი);
ე) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი –
იძულებით გადაადგილებული (დევნილი) სტუდენტისთვის;
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან –
სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის;
ზ) განმცხადებლის და მისი და-ძმების ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობების ასლები –
მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის;
თ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის (ფორმა №IV-50/4) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი - მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
ი) განმცხადებლის სახელზე გახნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. დაფინანსების გაცემის პირობები და ადმინისტრირება
1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) ყოველთვიურად გადაამოწმოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ "სოციალურად დაუცველი ოჯახები მონაცემთა ერთიან ბაზასთან".
3. სტუდენტები, რომლებიც განეკუთვნებიან მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ორ ან რამდენიმე კატეგორიას დაფინანსდებიან მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.
4. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ, თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, მას უწყდება სოციალური დახმარება.
მუხლი 7🔗. დაფინანსების გაცემა და ანგარიშსწორება
1. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად არაუმეტეს 50 ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში თუ 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი საანგარიშო თვის 15 რიცხვის შემდეგ დაიწყო, ან ბენეფიციარმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას ზემოაღნიშნული დახმარების თხოვნით საანგარიშო თვის 15 რიცხვის შემდეგ მომართა, სოციალური დახმარება შეადგენს ამ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობის ნახევარს (25,00 ოცდახუთი ლარი და 00 თეთრი).
2. სტუდენტებს, რომლებიც გაზაფხულის სემესტრში ისარგებლებენ სოციალური დახმარებით არ მოეთხოვებათ ქვეპროგრამის მოქმედების ფარგლებში შემოდგომის სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა, გარდა სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობისა.
3. დაფინანსების გაცემა განხორციელდება განცხადების შემოტანის თარიღის გათვალისწინებით, სტუდენტის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე თანხის დარიცხვით.
4. განცხადებების გადარჩევისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ გამოიცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ანგარიშსწორება.
მუხლი 8🔗.ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი
ქვეპროგრამის განხორციელების ვადა 2018-2019 წლის სასწავლო წლისთვის განისაზღვრება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2019 წლის პირველ აგვისტომდე. ხოლო 2019-2020 სასწავლო წლის (შემოდგომის) სემესტრისთვის 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე.
დანართი №2
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარების“ (კოდი 06 02 12) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარება“ (კოდი 06 02 12) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, წარმატებული სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის დაფინანსების წესსა და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტი ან სასწავლო უნივერსიტეტი;
ბ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი) სარეიტინგო ქულების (სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული) შესაბამისად;
გ) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარება“ ქვეპროგრამა (კოდი 06 02 12).
მუხლი 3🔗. დაფინანსების გაცემის მიზანი და დახმარების სახე
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის (შემდგომში - "მოსარგებლე") სემესტრულად სწავლის საფასურის დაფარვაში ხელშეწყობას წელიწადში არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗. სტუდენტთა სოციალური დახმარების მოსარგებლე პირ(ებ)ი
1. ქვეპროგრამის მოსარგებლე პირს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტი, რომელიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული - არანაკლებ 81 ქულა) და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს:
ა) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
ბ) არის მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000-ს;
გ) არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირ(ებ)ი;
დ) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი (დევნილი), რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000-ს.
2. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება –
ქალაქი რუსთავი.
3. ქვეპროგრამის მოქმედება არ ვრცელდება პირველი კურსის პირველი სემესტრის სტუდენტის დაფინანსებაზე.
4. ქვეპროგრამის სარგებლობისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის კრიტერიუმებიდან შესაძლებელია დაიშვას გამონაკლისი სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ“ აქტის გათვალისწინებით.
5. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2005-იდან 2019 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის საფეხურზე და სტუდენტის სტატუსი უნდა ჰქონდეს აქტიური. გამონაკლისი სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ სოციალური დახმარების მიღების მსურველს, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო წლების სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.
მუხლი 5🔗. განცხადების წარდგენა
1. სტუდენტთა სოციალური დახმარების მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
დ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი), გამონაკლისი სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შეთმხვევაში, თუ სოციალური დახმარების მიღების მსურველს, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო;
ე) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი - იძულებით გადაადგილებული (დევნილი) სტუდენტისთვის;
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან –
სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის;
ზ) განმცხადებლის და მისი და-ძმების ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობების ასლები –
მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის;
თ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის: მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის (ფორმა №IV-50/4) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა;
კ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (100 ქულიანი სისტემიდან), იმ შემთხვევაში თუ შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, შესაძლებელია წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების გათვალისწინება;
ლ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2018-2019 ან 2019-2020 წლების სასწავლო წლის დაფინანსებაზე უარის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 6🔗. დაფინანსების გაცემის პირობები და ადმინისტრირება
1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) ყოველთვიურად გადაამოწმოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ "სოციალურად დაუცველი ოჯახები მონაცემთა ერთიან ბაზასთან", ასევე გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენის თაობაზე და სხვა.
3. სტუდენტები, რომლებიც განეკუთვნებიან მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ორ ან რამდენიმე კატეგორიას დაფინანსდებიან მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.
4. განმცხადებლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო დაფინანსებაზე უარის გადაწყვეტილებას განმცახდებელს წერილობითი ფორმით უგზავნის ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
5. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ, თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, მას უწყდება სოციალური დახმარება.
6. იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდა გამოყოფილი დაფინანსების ათვისება, ჩარიცხული თანხა უმაღლესი სასწავლებლის მიერ ბრუნდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 7🔗. დაფინანსების გაცემა და ანგარიშსწორება
1. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
2. სტუდენტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით უფინანსდება სემესტრული გადასახადი წელიწადში არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით.
3. ანგარიშსწორება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 8🔗. ქვეპროგრამის განხორციელების პერიოდი
ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.