საქართველოს 2007 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №3993
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1, 03/01/2007
matsne.gov.ge 893 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს 2007 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPGrotesk;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; layout-grid-mode:line;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:2.5pt;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni {mso-style-name:kanoni; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva {mso-style-name:kitxva; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:5.65pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi {mso-style-name:pasuxi; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Style1, li.Style1, div.Style1 {mso-style-name:Style1; margin-top:26.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს 2007 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, ფასების საერთო დონის სტაბილურობისა და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნების მიზნით საქართველოს 2007 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საფუძვლად დაედოს წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 6%-ის ფარგლებში. ამასთანავე, ფასებზე მიწოდების, ეგზოგენური ფაქტორების ზემოქმედების გათვალისწინებით, რომელიც სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციას, შესაძლებელია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლიდან გადახრა. 2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის მიწოდება განახორციელოს მასზე მოთხოვნის შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის 7,5%-იანი რეალური საპროგნოზო ზრდის, ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის გაგრძელების, ეროვნული ვალუტის გამოყენების არეალის გაფართოების, აგრეთვე მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანი ოდენობის უცხოური ვალუტის შემოდინებისა და ეკონომიკის დოლარიზაციის ხარისხის შემცირების გათვალისწინებით. სარეზერვო ფულის მოცულობა გაიზარდოს 20%-ის ფარგლებში, რომლის წყაროც უმთავრესად ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვის აკუმულირება და კომერციული ბანკების დაკრედიტება იქნება. 3. ფასების სტაბილურობის პრიორიტეტული მიზნის გათვალისწინებით, გაიზარდოს მონეტიზაციის დონე. ფართო ფულის მატება მოხდეს ძირითადად ფინანსური შუამავლობის გაზრდით, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განხორციელებული საბანკო შუამავლობის დონის ამაღლებით (შესაბამისი ფულადი მულტიპლიკატორის მატების ხარჯზე). 4. სავალუტო პოლიტიკა განხორციელდეს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის ფარგლებში. ლარის კურსის მკვეთრი კონიუქტურული რყევების თავიდან აცილებისა და სავალუტო ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს ორმხრივი სავალუტო ინტერვენციები, ამასთანავე, ფასების სტაბილურობის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ლარის რეალური ეფექტიანი გაცვლითი კურსის ისეთი დინამიკის ჩამოყალიბებას, რომელიც დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას. 5. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო პოლიტიკა განახორციელოს ისე, რომ 2007 წლის ბოლოსათვის ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ საქონლისა და მომსახურების იმპორტის 2,5 თვის ეკვივალენტი შეადგინოს. 6. საქართველოს საბანკო სისტემის შემდგომი კონსოლიდაციის, ქვეყანაში ფინანსური შუამავლობის გაუმჯობესებისა და საბანკო სისტემის მდგრადობის შემდგომი ამაღლების მიზნით გაგრძელდეს კომერციული ბანკების მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ეტაპობრივი ზრდა. 7. ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტების მიერ განსაზღვრული ,,ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების“ გათვალისწინების მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააგრძელოს მუშაობა საბანკო საქმიანობისა და საბანკო ზედამხედველობის ნორმატიული ბაზის შემდგომი სრულყოფისათვის, რაც მოიცავს როგორც არსებული კანონმდებლობის დახვეწას, ისე ახალი ნორმატიული ბაზის მომზადებას. 8. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო ბაზრების შემდგომი განვითარებისა და იმ მონეტარული რეგულირების ინსტრუმენტების მრავალფეროვნებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რომლებიც ხელთ აქვს, მოახდინოს ამჟამად არსებული სავალუტო და საკრედიტო აუქციონების ბაზრის თანდათანობითი ჩანაცვლება ფულადი და ღია ბაზრის ოპერაციებით. 9. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულად-საკრედიტო ოპერაციების, მათ შორის, ღია ბაზრის ყიდვა-გაყიდვისა და რეპო ოპერაციების, განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები (სახელმწიფო ობლიგაციები) და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკუთარი ფასიანი ქაღალდები (სადეპოზიტო სერტიფიკატები). კომერციული ბანკების ლიკვიდობის დონის მართვისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე გამოიყენოს ერთდღიანი კრედიტებისა და დეპოზიტების მექანიზმი, ბანკთაშორისი საკრედიტო და სადეპოზიტო აუქციონები და განახორციელოს სვოპის ტიპის ოპერაციები. 10. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წლის განმავლობაში შექმნილი მაკროეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მინიმალური სარეზერვო ნორმის კორექტირება. 11. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან ,,დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ და ,,საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების შესახებ“ საქართველოს კანონების მიღების მიზნით და ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის (რომელიც ეხება კომერციული ბანკის ადმინისტრატორთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა შესაფერისობის კრიტერიუმების სრულყოფას) მომზადებისა და მიღებისათვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე  მ. მაჭავარიანი თბილისი, 2006 წლის 22 დეკემბერი. №3993–რს