ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2018
ძალის დაკარგვა 19.02.2019
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016369
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 573 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2018 მიღება
19.02.2019 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
ზეგანაკვეთური სამუშაო
სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს.
მუხლი 2
ღამის საათებში მუშაობა
სამუშაო, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირი ასრულებს 22:00 საათიდან 06:00 საათამდე და რომლის  ანგრძლივობა არ აღემატება 7 საათს.
მუხლი 2
დასვენების/უქმე დღე
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული დასვენების/უქმე დღე.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
გვარი, სახელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №55 2018 წლის 27 დეკემბერი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის  საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესი’’ დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების აღრიცხვის ტაბელი დანართი 2-ის შსაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე დანართი №1 ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო  ,,ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ'' და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ'' საქართველოს კანონებით გათვალისწინებული სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ზეგანაკვეთური სამუშაო – სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს. ბ) ღამის საათებში მუშაობა – სამუშაო, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირი ასრულებს 22:00 საათიდან 06:00 საათამდე და რომლის  ანგრძლივობა არ აღემატება 7 საათს. გ) დასვენების/უქმე დღე – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული დასვენების/უქმე დღე. მუხლი 3🔗. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების საფუძველი და სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესი 1. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტში დასაქმებული ნებისმიერი პირის მიმართ დავალება გაიცემა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის/საკრებულოს თავმჯდომარის, მათი მოადგილეების ან უშუალო ხელმძღვანელების მიერ, მათ ზედამხედველობას დაქვემდებარებული ახალციხის მუნიციპალიტეტში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიმართ. 2. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ დავალება შეიძლება გაიცეს უშუალოდ მერის/საკრებულოს თავმჯდომარის, მათი მოადგილეების მიერ ზეპირი დავალების გაცემის ან უშუალო ხელმძღვანელის მოხსენებით ბარათზე თანხმობის გაცემის სახით. 3. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ დავალება უნდა გაიცეს წერილობითი ფორმით. ამასთან, წერილობით ფორმას უთანაბრდება დავალების გაცემა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის და/ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. 4. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ დავალება ან მოხსენებითი ბარათი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ, (რომელზეც თანხმობას გასცემს მერი/საკრებულოს თავმჯდომარე, მათი მოადგილეები) უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების აუცილებლობის შესახებ. 5. შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის პირს მიეცემა სახელფასო დანამატი, ყოველი ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათისათვის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 1%-ის ოდენობით. 6. მოხელის სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. 7. ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების აღრიცხვის მიზნით დგება ტაბელი, რომელსაც ხელს აწერს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე დავალების გამცემი პირი. 8. ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურება ხდება მერის/საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 4🔗. ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობის საფუძველი და სახელფასო დანამატის გაცემის წესი 1. ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობის საფუძველი და წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე'' საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N201 დადგენილებით. 2. ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის პირს მიეცემა სახელფასო დანამატი, ყოველი ფაქტობრივად ნამუშევარი საათისათვის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 2%-ის ოდენობით. 3. ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურება ხდება მერის/საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 5🔗. სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა განისაზღვრება ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“  საქართველოს კანონის  26-ე მუხლის მიხედვით. დანართი №2 ზეგანაკვეთური სამუშაო დროის გამოყენების ტ ა ბ ე ლ ი                                                           “_____” _________________ ______ წ. ორგანიზაცია ________________________________________________________________  საჯარო დაწესებულება/სტრუქტურული ქვედანაყოფი __________________________________    საანგარიშო პერიოდი__________________________________________________________ № გვარი, სახელი თანამდებობა ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები სულ პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა