კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2018
ძალის დაკარგვა 23.01.2019
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016389
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე | კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2018 წლის 21 დეკემბერი
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
კასპის მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეიქმნას, კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები:
ა) ქალაქ კასპის, ადმინისტრაციული ერთეული (ქალაქი კასპი, სოფელი მიქელწყარო);
ბ) დოესის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი დოესი, სოფელი გრაკალი);
გ) ხოვლის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ხოვლე);
დ) ზემო ხანდაკის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ზემო ხანდაკი, სოფელი კალოუბანი, სოფელი ზენადრისი);
ე) თელიანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი თელიანი, სოფელი სასირეთი);
ვ) მეტეხის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი მეტეხი, სოფელი ბარნაბიაანთკარი, სოფელი სადგური მეტეხი);
ზ) ქვემო გომის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ქვემო გომი, სოფელი ნიაბი, სოფელი ბორტა);
თ) ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ახალქალაქი, სოფელი ზემო ჩოჩეთი, სოფელი თეძმისხევი, სოფელი ახალსოფელი, სოფელი ჩაჩუბეთი, სოფელი კაპრაშიანი, სოფელი გარიყულა, სოფელი ერთაწმინდა, სოფელი რკონი, სოფელი ჭყოპიანი);
ი) ახალციხის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ახალციხე, სოფელი ნოსტე, სოფელი მთიულთუბანი, სოფელი გოსტიბე, სოფელი ცხავერი);
კ) კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი კავთისხევი, სოფელი ქვემო ჩოჩეთი, სოფელი ციხისუბანი, სოფელი თვალადი, სოფელი ეზატი, სოფელი გუდალეთი, სოფელი შუა უბანი, სოფელი ქებაანი, სოფელი წიფორი, სოფელი ქვემო ხანდაკი, სოფელი მირიანი, სოფელი ვარჯაანი);
ლ) წინარეხის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი წინარეხი, სოფელი თელადგორი, სოფელი გომი-ჯვარი, სოფელი ლავრისხევი, სოფელი იდლეთი);
მ) აღაიანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი აღაიანი, სოფელი ხიდისყური, სოფელი საქადაგიანო);
ნ) ოკამის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ოკამი, სოფელი ფერმა, სოფელი ჩანგილარი, სოფელი თეზი);
ო) ლამისყანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ლამისყანა, სოფელი ხვითი, სოფელი თვაურები);
პ) სამთავისის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი სამთავისი, სოფელი ბოჟამი, სოფელი თოგოიანი, სოფელი იგოეთი, სოფელი მრგვალი ჭალა);
ჟ) ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ქვემო ჭალა, სოფელი ახალშენა, სოფელი საკორინთლო, სოფელი გორაკა, სოფელი პანტიანი, სოფელი ვაკე, სოფელი გამდლისწყარო);
რ) კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი კოდისწყარო, სოფელი ზადიაანთკარი, სოფელი ყარაფილა, სოფელი სარიბარი, სოფელი ჩობალაური, სოფელი ნიგოზა, სოფელი ზემო რენე, სოფელი ქვემო რენე).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 22/01/2018; 010250020.35.149.016355).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე