📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №284/04
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016366
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,320 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2018 მიღება
01.01.2019 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
გარიგების პარტნიორი
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული აუდიტორი
მუხლი 2
აუდიტორული ფირმა
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აუდიტორული (აუდიტური) ფირმა, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება
მუხლი 2
ფინანსური ანგარიშგება
განიმარტება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ პუნქტის შესაბამისად
მუხლი 2
წარდგენის შესაფერისი საფუძვლები
განიმარტება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ პუნქტის შესაბამისად
მუხლი 2
არსებითი უზუსტობა
ფასს-ის მიხედვით განსაზღვრული არსებითი უზუსტობა
მუხლი 2
არსებითობის ზღვარი
აუდიტორული ფირმის მიერ სავალდებულო აუდიტის ფარგლებში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 320-ის შესაბამისად განსაზღვრული არსებითობის ზღვარი
მუხლი 2
სარეკომენდაციო წერილი
აუდიტორული ფირმისგან მიღებული კომუნიკაცია,  აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 265-ის და 260-ის შესაბამისად
მუხლი 2
წინასწარი ფინანსური ანგარიშგება
ფასს სტანდარტების შესაბამისად მომზადებული არა აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მინიმუმ მოიცავს: ფინანსური მდგომარეობის, პერიოდის მოგება-ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის, პერიოდის საკუთარი კაპიტალის, პერიოდის ფულადი ნაკადების ანგარიშგებებს, სააღრიცხვო პოლიტიკებს და სხვა ახსნა-განმარტებითი შენიშვნების უმეტეს ნაწილს
მუხლი 2
საბანკო ჰოლდინგი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ჰ​2​“ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირი
მუხლი 2
ინფორმაცია იმ აქტივებზე, რომლებიც გამოყენებულია საკუთარი ან მესამე მხ
არის ვალდებულების უზრუნველსაყოფად (პირობითი ვალდებულებების ჩათვლით). ინფორმაცია უნდა იყოს საკმარისად დეტალური, რათა ჩანდეს იმ აქტივების საერთო თანხა, რაც გამოყენებულია უზრუნველყოფის საშუალებად თითოეული  ვალდებულებების კლასების, მესამე მხარის ვალდებულებების კლასების და პირობითი ვალდებულებების კლასების მიხედვით
მუხლი 5
გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაში ვალდებულება ვადაზე ადრე უნდა შესრულდეს; დასაშვებია გარემოებები მოიცავდეს ხ
არისხობრივ არა ამომწურავ ჩამონათვალს
მუხლი 5
თითოეული იმ საწარმოს სახელწოდება, იურიდიული მისამართი და სამართლებრივი ფორმა, რომლის მიმართ ბანკი
წარმოადგენს შეუზღუდავი პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორს.   2. ბანკი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია გაამჟღავნოს მატერიალურობის მიუხედავად.
მუხლი 5
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 93% 14.02.2024 სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 29.12.2020 კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 31.10.2022 კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 31.10.2022 კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 31.10.2022

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №284/04 2018 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და  განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 ოქტომბრის №134/01 ბრძანება.  მუხლი 3🔗 კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან 2019 წლის 1 იანვრიდან დაწყებული საანგარიშგებო პერიოდების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმება, არა აუდიტორული მომსახურებები და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნება განახორციელონ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. თუ ბანკს არ ჰყავს შვილობილი საწარმო, ამ წესის მოთხოვნები გავრცელდეს ბანკის ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებებზე. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.  საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი არეგულირებს კომერციული ბანკის, მათ შორის, უცხოეთის ბანკის ფილიალის (შემდგომში – ბანკი) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, ურთიერთობას საქართველოს ეროვნულ ბანკს (შემდგომში – ეროვნული ბანკი), ბანკების გარე აუდიტორულ ფირმებსა (შემდგომში – აუდიტორული ფირმა) და ბანკებს შორის, აგრეთვე აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების განმარტებით შენიშვნებში გასამჟღავნებელ ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.  მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გარიგების პარტნიორი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული აუდიტორი; ბ) აუდიტორული ფირმა – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აუდიტორული (აუდიტური) ფირმა, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება; გ) ფინანსური ანგარიშგება – განიმარტება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ პუნქტის შესაბამისად; დ) წარდგენის შესაფერისი საფუძვლები – განიმარტება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ პუნქტის შესაბამისად; ე) არსებითი უზუსტობა – ფასს-ის მიხედვით განსაზღვრული არსებითი უზუსტობა; ვ) არსებითობის ზღვარი – აუდიტორული ფირმის მიერ სავალდებულო აუდიტის ფარგლებში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 320-ის შესაბამისად განსაზღვრული არსებითობის ზღვარი; ზ) სარეკომენდაციო წერილი – აუდიტორული ფირმისგან მიღებული კომუნიკაცია,  აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 265-ის და 260-ის შესაბამისად; თ) წინასწარი ფინანსური ანგარიშგება – ფასს სტანდარტების შესაბამისად მომზადებული არა აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მინიმუმ მოიცავს: ფინანსური მდგომარეობის, პერიოდის მოგება-ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის, პერიოდის საკუთარი კაპიტალის, პერიოდის ფულადი ნაკადების ანგარიშგებებს, სააღრიცხვო პოლიტიკებს და სხვა ახსნა-განმარტებითი შენიშვნების უმეტეს ნაწილს; ი) საბანკო ჰოლდინგი„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ჰ​2​“ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირი; კ) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება - ბანკის ფინანსური ანგარიშგება მომზადებული ფასს 10-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗. ბანკის ვალდებულებები  1. ბანკი ვალდებულია: ა) აუდიტორული ფირმისაგან დამოუკიდებლად შეადგინოს წინასწარი ფინანსური ანგარიშგება და წარუდგინოს აუდიტორულ ფირმას აუდიტის მიზნებისთვის. წინასწარი ფინანსური ანგარიშგებების აუდიტორული ფირმისთვის გადაცემიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში და არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის პირველი მარტისა წარუდგინოს  წინასწარი ფინანსური ანგარიშგება ეროვნულ ბანკს; ბ) უზრუნველყოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების წლიური სავალდებულო აუდიტის ჩატარება ბანკის საქმიანობის სირთულის, მოცულობისა და რისკის პროფილის შესაფერისი პროფესიული გამოცდილების ან შესაბამისი რესურსების მქონე აუდიტორული ფირმის მიერ. ბანკის შერჩეული სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმა უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ შემდეგ კრიტერიუმებს: ბ.ა) აუდიტორულ ფირმას ან აუდიტორული ფირმის ქსელში შემავალ რომელიმე უცხოურ ან ქართულ ფირმას, ფილიალს ან წარმომადგენლობას უნდა გააჩნდეს მინიმუმ 15-წლიანი  სამუშაო გამოცდილება აუდიტის სფეროში; ბ.ბ) აუდიტორულ ფირმას და გარიგების პარტნიორს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5- წლიანი გამოცდილება ფინანსური ინსტიტუტების  აუდიტში საქმიანობისა; გ) ყოველი საანგარიშგებო პერიოდის არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტორთან გაფორმებული აუდიტორული გარიგების ხელშეკრულების ასლი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების შესახებ; დ) სათანადოდ გაფორმებული გარიგების საფუძველზე მოწვეული აუდიტორული ფირმის მიერ გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაზე უარის თქმის, ან მასში შესული ნებისმიერი ცვლილების შესახებ ეროვნულ ბანკს შეატყობინოს ცვლილების განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში; ე) ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების და სარეკომენდაციო წერილის ელექტრონული და დოკუმენტური ასლები, მათი მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 15 მაისისა; ვ) აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარადგინოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე, ერთ-ერთ ენაზე დედნის სახით. თუ დედანი სხვა ენაზეა მომზადებული, მაშინ ქართულ და ინგლისურ ვერსიებთან ერთად აუცილებელია მისი დამატებით წარდგენა. აუდიტირებულ ანგარიშგებებს ორივე ენაზე უნდა ახლდეს  აუდიტორული მოსაზრება და მინიმუმ ერთ ენაზე გარიგების პარტნიორის ან აუდიტორული ფირმის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა დასკვნის გაცემის თარიღის მითითებით. დასაშვებია აუდიტორული მოსაზრების და აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის სახით წარდგენა. ანგარიშგებები წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთ ფორმატში, სადაც შესაძლებელი იქნება თითოეული სიტყვის ავტომატურ რეჟიმში მოძებნა, ანგარიშგებების სხვა ფორმატში გადატანის გარეშე. დასაშვებია ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარდგენა ინგლისურ ენაზე; ზ) თუ ბანკი არ მიიღებს სარეკომენდაციო წერილს აუდიტორული ფირმისგან წერილობითი ფორმით, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ვადის ფარგლებში ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტორული ფირმის სახელით უფლებამოსილი პირის  ხელმოწერილი განცხადება, რომ სავალდებულო აუდიტის ფარგლებში არ აღმოუჩენიათ მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები; თ) საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება ინგლისურ და ქართულ ენაზე, არაუგვიანეს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ვადისა და გამოქვეყნებიდან 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ანგარიშგებების ხელმისაწვდომობა. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები ბანკმა უნდა გამოაქვეყნოს იმავე ფორმითა და შინაარსით, რომელზეც აუდიტორმა გამოხატა მოსაზრება და მათ თან უნდა ერთვოდეს  აუდიტორული ფირმის მოსაზრება; ი) ეროვნულ ბანკს დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით წარუდგინოს მშობელი კომპანიის და  საბანკო ჰოლდინგის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები მარეგისტრირებელ ქვეყანაში მათი გამოქვეყნებისთანავე, აგრეთვე შუალედური აუდიტირებული/მიმოხილული ფინანსური ანგარიშგებები, თუ ეს უკანასკნელი საჯაროდ ხელმისაწვდომია; კ) აანაზღაუროს წინა საანგარიშგებო პერიოდის სავალდებულო აუდიტთან დაკავშირებული ხარჯები არაუგვიანეს მომდევნო საანგარიშგებო წლის 31 ოქტომბრისა. საანგარიშგებო წლის აუდიტის გადასახადი უნდა მოიცავდეს მხოლოდ ამ წესით და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის კანონით მოთხოვნილ ბანკის სავალდებულო აუდიტთან დაკავშირებულ ხარჯებს; ლ)  აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება უნდა მოიცავდეს ამ წესის მე-5 მუხლით გამჟღავნებულ აუდიტირებულ ინფორმაციას; მ) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების იმ ნაწილისთვის, რომელიც არ არის მომზადებული ფასს-ის შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიუთითოს მომზადების საფუძველი, რომლის მიხედვითაც არის წარდგენილი ინფორმაცია; ნ) აღნიშნოს აუდიტირებული  კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების ის ნაწილი, რომელიც აუდიტირებული არ არის, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ო) ბანკის აუდიტის კომიტეტი ვალდებულია აუდიტორულ ფირმასთან შეთანხმებით, აუდიტორული ფირმის მიერ სავალდებულო აუდიტის ჩატარების პროცესში განსაზღვრული არსებითობის ზღვარი გაუზიაროს ეროვნულ ბანკს; პ) გარიგების პარტნიორის ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს გარიგების პარტნიორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია; ჟ) ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ წერილობით მიაწოდოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშგებო პერიოდის აუდიტის და არა აუდიტორული მომსახურების გადასახადების ჯამი წარმოადგენს სავალდებულო აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის წინა წლის შემოსავლის 20% ან მეტს, ბანკის აუდიტის კომიტეტი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტორის დამოუკიდებლობის შეფასების ანალიზი აუდიტორული ფირმისგან ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 2. ამ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ბანკი ვალდებულია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები ასახოს აუდიტორულ ფირმასთან დადებულ აუდიტორული გარიგების წერილში აღნიშნულ წესზე გადამისამართებით ან ტექსტის სახით. 3. აუდიტორული გარიგების წერილში უნდა მიეთითოს, რომ ამ წესის მიზნებისათვის კომერციული ბანკის ინფორმირებით გარე აუდიტორული ფირმის მიერ ეროვნული ბანკისთვის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების შესახებ მათ ხელთ არსებული, დამატებითი, ინფორმაციის მიწოდება არ ჩაითვლება კონფიდენციალურობის დარღვევად. 4. ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ბანკის სავალდებულო აუდიტის და არა აუდიტორული მომსახურებების გადასახადების ჯამი დასაშვებია წარმოადგენდეს საქართველოში რეგისტრირებული სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის წინა წლის შემოსავლის 20%-ს ან  მეტს 5 თანმიმდევრული წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ ბანკის აუდიტის კომიტეტი ყოველ წელს ეროვნულ ბანკში წარადგენს გარე აუდიტორის დამოუკიდებლობის შეფასების ანგარიშს, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუგვიანეს ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ვადისა. მუხლი 4🔗. მოთხოვნები ბანკის აუდიტის მიმართ   1. ბანკის აუდიტის პროცესში სავალდებულოა შემდეგი მოთხოვნების დაცვა: ა) აუდიტორულმა ფირმამ უარი უნდა განაცხადოს ნებისმიერი ისეთი მომსახურების გაწევაზე, რომელიც არღვევს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დამოუკიდებლობისა და ეთიკის მოთხოვნებს; ბ) სავალდებულო აუდიტის განხორციელებისას ამ ქვეპუნქტში მითითებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში გარიგების პარტნიორი/აუდიტორული ფირმა  ეროვნულ ბანკს ფაქტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში აწვდის ინფორმაციას: ბ.ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საბანკო ლიცენზიის ერთ-ერთი მოთხოვნის შეუსრულებლობის თაობაზე; ბ.ბ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბანკის ადმინისტრატორებთან კონფლიქტის შესახებ; ბ.გ)  კანონმდებლობის ან ბანკის წესდების  არსებითი დარღვევის  თაობაზე; ბ.დ) ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებში რაიმე სახის არსებითი ნეგატიური ცვლილების ან შესაძლო სამომავლო რისკების შესახებ, რომლებმაც შეიძლება ბანკის განგრძობითობაზე იქონიოს გავლენა;   2. თუ ბანკის მიერ მიწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე აუდიტორული ფირმა დარწმუნდება, რომ ეროვნული ბანკისათვის ცნობილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი გარემოებების შესახებ, იგი თავისუფლდება ამავე ქვეპუნქტით დადგენილი  ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისაგან. 3.  აუდიტორული ფირმა ვალდებულია აუდიტის პროცესში განსაზღვრული არსებითობის ზღვარი გაუზიაროს ბანკის აუდიტის კომიტეტს.   4. აუდიტორულმა ფირმამ, ბანკის ინფორმირებით, ეროვნულ ბანკს მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაუმჟღავნოს, იმ არსებითი უზუსტობის/უზუსტობების შესახებ დამატებითი  ინფორმაცია, რამაც განაპირობა მოდიფიცირებული მოსაზრების გამოცემა. 5. აუდიტორული ფირმა ვალდებულია მარწმუნებელი გარიგების გაფორმებამდე წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია ბანკის აუდიტის კომიტეტს იმის თაობაზე,  წარმოადგენს თუ არა საანგარიშგებო პერიოდის სავალდებულო აუდიტის და არა აუდიტორული მომსახურებების გადასახადების ჯამი საქართველოში რეგისტრირებული აუდიტორული ფირმის წინა წლის შემოსავლის 20% ან მეტს. მუხლი 5🔗. აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების განმარტებით შენიშვნებში გასამჟღავნებელი ინფორმაცია 1. ბანკი ვალდებულია გაამჟღავნოს: ა) ინფორმაცია იმ აქტივებზე, რომლებიც გამოყენებულია საკუთარი ან მესამე მხარის ვალდებულების უზრუნველსაყოფად (პირობითი ვალდებულებების ჩათვლით). ინფორმაცია უნდა იყოს საკმარისად დეტალური, რათა ჩანდეს იმ აქტივების საერთო თანხა, რაც გამოყენებულია უზრუნველყოფის საშუალებად თითოეული  ვალდებულებების კლასების, მესამე მხარის ვალდებულებების კლასების და პირობითი ვალდებულებების კლასების მიხედვით; ბ) იმ სუბორდინირებულ ვალდებულებასთან მიმართებით, რომელიც მთლიანი სუბორდინირებული ვალდებულებების 10%-ს აღემატება, გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია: ბ.ა) აღებული ვალდებულების თანხა, ვალუტა, რომელშიც დენომინირებულია, საპროცენტო განაკვეთი, ვადიანობა ან ფაქტი, რომ ვალდებულება უვადოა; ბ.ბ) გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაში ვალდებულება ვადაზე ადრე უნდა შესრულდეს; დასაშვებია გარემოებები მოიცავდეს ხარისხობრივ არა ამომწურავ ჩამონათვალს; ბ.გ) სუბორდინირების პირობები და შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის მიხედვითაც სუბორდინირებული ვალდებულება კაპიტალში ან სხვა სახის ვალდებულებაში კონვერტირდება და ასეთი შეთანხმების პირობები; ამ პუნქტის მიზნებისთვის გამჟღავნებას ექვემდებარება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში  კაპიტალში  კონვერტირებული ვალდებულებების თანხაც. გ) დაქირავებულ მომუშავეთა საშუალო წლიური რაოდენობა, კატეგორიების მიხედვით „საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესისა და პრაქტიკული მაგალითების დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №ნ-7 ბრძანების შესაბამისად. კატეგორიები უნდა დაიყოს უმაღლესი მენეჯმენტის, შუა რგოლის მენეჯმენტის და სხვა თანამშრომლების, ასევე დროებითი და მუდმივი დასაქმების კონტრაქტების მიხედვით; დ) იმ საწარმოების  სახელწოდება და იურიდიული მისამართი, რომლებშიც ბანკი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ფლობს 10%-ს ან მეტ წილს. გამჟღავნებული უნდა იყოს მფლობელობაში არსებული კაპიტალის წილი, მფლობელობაში არსებული კაპიტალის თანხობრივი რაოდენობა; ე) თითოეული იმ საწარმოს სახელწოდება, იურიდიული მისამართი და სამართლებრივი ფორმა, რომლის მიმართ ბანკი წარმოადგენს შეუზღუდავი პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორს.   2. ბანკი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია გაამჟღავნოს მატერიალურობის მიუხედავად. მუხლი 6🔗. ბანკის აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებული შეზღუდვები  1. ბანკი ვალდებულია აუდიტორული მოსაზრების გამოცემიდან მინიმუმ 1 წლის განმავლობაში არ დაასაქმოს ბანკის სავალდებულო აუდიტში ჩართული  აუდიტორული ფირმის მთავარი აუდიტორი ბანკში ან შვილობილ საწარმოში. ბანკი ვალდებულია მინიმუმ 2 წლის განმავლობაში არ დაასაქმოს ბანკის სავალდებულო აუდიტში ჩართული აუდიტორული ფირმის აუდიტის მენეჯერი და გარიგების პარტნიორი ბანკში ან ბანკის შვილობილ საწარმოში. შეზღუდვა ამ მუხლის, ამავე პუნქტის მიზნებისთვის ვრცელდება შემდეგ თანამდებობებზე: ა) მმართველობითი ორგანოს წევრი; ბ) აუდიტის კომიტეტის წევრი ან მსგავსი ფუნქციის მქონე ორგანოს წევრი; გ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; დ) ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებასთან დაკავშირებული თანამდებობები. 2. ბანკს ეკრძალება აუდიტორული მომსახურების ანაზღაურება დაუქვემდებაროს რაიმე ცვლადს, როგორიცაა ბანკის მოგება, შემოსავალი ან ბანკის სხვა ფინანსური ინდიკატორი. 3. ბანკს ეკრძალება შემდეგი არა აუდიტორული მომსახურებების მიღება საკუთარი გარე აუდიტორული ფირმისგან ან იმ ქსელში შემავალი ფირმისგან, რომლის წევრსაც წარმოადგენს აუდიტორული ფირმა, საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისიდან აუდიტორული მოსაზრების გამოცემამდე: ა) საგადასახადო მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია; ა.ა) დეკლარაციების მომზადებასთან; ა.ბ) საშემოსავლო გადასახადთან; ა.გ) საბაჟო გადასახადებთან; ა.დ) სახელმწიფო სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული საქმიანობები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს კანონით არის მოთხოვნილი; ა.ე) საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული საგადასახადო ინსპექციის მხარდაჭერასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს კანონით არის მოთხოვნილი; ა.ვ) პირდაპირი, არაპირდაპირი და გადავადებული გადასახადების გამოთვლასთან; ა.ზ) საგადასახადო რჩევების მიწოდებასთან. ბ) სერვისები, რომლებიც გულისხმობს ბანკის მართვაში ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღებას; გ) ბუღალტერიის წარმოება, საბუღალტრო ჩანაწერების და ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასთან; დ) ბანკის დასაქმებულთა ანაზღაურებასთან დაკავშირებული სერვისები; ე) შიდა კონტროლების და რისკის მართვის პროცედურების შემუშავება და დანერგვასთან, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსური ინფორმაციის მომზადებასა და/ან კონტროლთან ან ფინანსური ინფორმაციის ტექნოლოგიური სისტემების შემუშავება და დანერგვასთან; ვ) საშემფასებლო მომსახურების სერვისებთან, ბანკის მიმართ წამოწყებული დავის ფინანსური ეფექტის შეფასების და აქტუარული მომსახურების ჩათვლით; ზ) იურიდიული მომსახურება: ზ.ა) ზოგადი იურიდიული კონსულტაცია; ზ.ბ) ბანკის სახელით მოლაპარაკების წარმოება; ზ.გ) დავის გადაწყვეტის პროცესში ბანკის მხარდამჭერის როლის შეთავსება; თ) ბანკის შიდა აუდიტის ფუნქციასთან დაკავშირებული სერვისები; ი) ბანკის აქციების რეკლამირება, აქციებით ვაჭრობა და ანდერაიტინგი; კ) ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული სერვისები: კ.ა) ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული ხარჯების კონტროლი; კ.ბ) იმ თანამშრომლების ძიების პროცესში მონაწილეობა, რომლებიც გამიზნული იქნებიან ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ან ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის; ლ) მომსახურებები, რომლებიც დაკავშირებულია ბანკის დაფინანსების, კაპიტალის სტრუქტურისა და საინვესტიციო სტრატეგიების განსაზღვრასთან, გარდა იმ მომსახურებისა, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსური ანგარიშგების მარწმუნებელ სერვისებთან, როგორიცაა მოსაზრების გამოცემა აუდიტირებული საწარმოს პროსპექტუსის გამოშვებასთან დაკავშირებით. 4. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი მომსახურებებისა, არა აუდიტორული მომსახურებების მიღების შეზღუდვა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ვრცელდება აგრეთვე ისეთ არა აუდიტორულ მომსახურებებზე, რომლებზეც ბანკი მიიჩნევს, რომ საფრთხეს უქმნის აუდიტორის დამოუკიდებლობას.   5. დასაშვებია ამ მუხლის მე-3 პუნტის შეზღუდვა არ გავრცელდეს ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა „ „ა.დ - ა.ზ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სერვისებზე, იმ შემთხვევაში, თუ კმაყოფილდება შემდეგი პირობები: ა) სერვისებს არ აქვთ მატერიალური ეფექტი ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად აუდიტირებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებზე; ბ) ამ სერვისების გაწევის ეფექტის ანალიზი აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებებზე წერილობითი ფორმით არის გაზიარებული ბანკის აუდიტის კომიტეტისათვის. მუხლი 7🔗. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები  1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) აუდიტორული ფირმის მიერ მოსაზრების გამოცემიდან ნებისმიერ დროს, წერილობითი სახით  მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია აუდიტორული ფირმისაგან და/ან ბანკისგან აუდიტირებულ  კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებთან მიმართებით; ბ) ბანკისაგან ან/და აუდიტორული ფირმისგან მოითხოვოს ინფორმაცია აუდიტორული ფირმის მიერ ბანკისათვის გაწეული ყველა მომსახურების შესახებ, აუდიტორული ფირმის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შეფასების მიზნით; გ) ბანკს მოსთხოვოს სხვა აუდიტორული ფირმის შერჩევა, თუ ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან თანამშრომლობის შემდეგ დაადგენს, რომ აუდიტი არ არის განხორციელებული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას აუდიტორული ფირმის დამოუკიდებლობა/კომპეტენტურობა, ან/და აუდიტორული ფირმა არღვევს ამ წესის მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი ისარგებლებს ამ უფლებამოსილებით, მან ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს აუდიტორულ ფირმას, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს და ბანკს  გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 2. ეროვნული ბანკი არ არის უფლებამოსილი განსაზღვროს აუდიტის ჩატარებისთვის აუცილებელი სამუშაოს მასშტაბი და ფორმები. მუხლი 8🔗. სანქციები ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკების მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესით“ გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა.