შპს “ლაველლოს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
განმცხადებელი: სსიპ – შემოსავლების სამსახური
მოვალე: შპს “ლაველლო“– (ს/კ 405088266)
მეურვე: სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი: ქრისტინე კუბლაშვილი
მოთხოვნა: კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ განიხილა შპს “ლაველლოს“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „ლაველლოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოითხოვნის შესახებ.
2018 წლის 13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, 2018 წლის 27 სექტემბრის კრედიტორთა კრებაზე სასამართლომ მოისმინა მეურვის ანგარიში და განიხილა კრდედიტორად აღიარების საკითხი. სსიპ შემოსავლების სამსახური შპს "ლაველლოს" გადახდისუუნარობის საქმეში 11937.67 ლარის ნაწილში აღიარებულ იქნა მე-5 რიგის კრედიტორად. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით.
2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ის საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 09 ნოემბრის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება 2018 წლის 24 დეკემბერს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 24 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №26) შემდეგი დღის წესრიგით:
- მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა;
2. სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე (www.tcc.gov.ge );
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე