შპს ,,ამელიას“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3092-2018
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქმე №2/3092-2018

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2018 წლის 20 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე – გოჩა დიდავა

განმცხადებელი: შპს ,,ამელია“ (ს/ნ 419989515)

დირექტორი: მაკა ქარდავა;

მოთხოვნა –  გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ამელიას“გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შპს ,,ამელიას“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა – მაკა ქარდავამ და აღნიშნა შემდეგი: შპს ,,ამელია“ რეგისტრირებულია 2013 წლის 10 სექტემბერს საჯარო რეესტრის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ცოცხალი ყვავილებით ვაჭრობა. ხშირი იყო დაზიანებული, გაუფასურებული, გამოსაყენებლად უვარგისი ყვავილების ჩამოწერა. ერთი მხრივ , კომპანიიდან თანხების გადინებამ და , მეორე მხრივ , შეძენილი სასაქონლო ფასეულობების მცირე რეალიზაციამ გამოიწვია კომპანიის გადახდისუუნარობა. კრედიტორი არის შპს RS AUDI T (ს/კ 200188046), რომლის წინაშეც დავალიანება შეადგენს 625 ლარს, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მოვალე ვალდებულებას ვერ ასრულებს. სხვა კრედიტორი საწარმოს არ ჰყავს. მოვალე საწარმომ 2018 წლის 3 მაისს შეწყვიტა საქმიანობა და არ გააჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 2018 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით შპს ,,ამელიას“ საბანკო ანგარიში დახურულია და სალაროში თანხა არ ერიცხება. სსიპ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების მიხედვით შპს ,,ამელიას ” სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ამელია“ ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც შპს ,,ამელიას“ დამფუძნებელ-დირექტორი – მაკა ქარდავა, 50%-იანი წილის მმართველი და დამფუძნებელ-პარტნიორი – ნინო ქანთარია, 50%-იანი წილის მფლობელი ითხოვს კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ამელიას“უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ამელიას“მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 18 ოქტომბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით , თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ამელია“უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ამელიას“რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ამელია“(ს/კ 419989515) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ამელიას“რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                          გოჩა დიდავა