ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
ძალის დაკარგვა 17.01.2022
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016341
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 14.01.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.02.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №75
2018 წლის 25 დეკემბერი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №30 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05.03.2018 წელი; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.125.016296).
მუხლი 3🔗
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას (გ. ჩიხლაძე).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე
დანართი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე ტყიბულის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
თავი I
სოციალური პროგრამების ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 1🔗.
სოციალური დახმარების პროგრამები
1. ინდივიდუალური დახმარების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 060201):
ა) ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ბ) ეპილეფსიით დაავადებული მოქალაქეების ფულადი დახმარება;
გ) პარკინსონიზმით დაავადებული მოქალაქეების ფულადი დახმარება;
დ) ხანდაზმულ (100 წლის და მეტი ასაკის) მოქალაქეებზე ფულადი დახმარება;
ე) ყოველთვიური ფულადი დახმარება თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე (ჰემოდიალიზი) მყოფ მოქალაქეებზე;
ვ) იძულებით გადაადგილებულ პირთა (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები) და 2006 წლიდან შპს „საქნახშირი“ შახტაში დაღუპულთა და დაშავებულთა (რომლებსაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) ოჯახებზე, პირველი-მეოთხე კლასელი მოსწავლეებისათვის სასკოლო-საკანცელარიო ნივთების შეძენა;
ზ) 2006 წლიდან შპს „საქნახშირი“ შახტაში დაღუპულთა და დაშავებულთა (რომლებსაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) ოჯახებზე კომუნალური გადასახადი (დენი, გაზი – გადახდა მათი სურვილის გათვალისწინებით) 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით – იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, ნოემბერი და დეკემბრის თვეებში.
2. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060202):
ა)ახალშობილთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა;
გ) მარტოხელა მშობლის დახმარების ქვეპროგრამა.
3. სარიტუალო ხარჯები (პროგრამული კოდი 060203).
4. სოციალური სერვისები (უფასო სასადილო და სოციალური სამრეცხაო) (პროგრამული კოდი 060204).
5. საცხოვრისით უზრუნველყოფა და ხანძრით, ბუნებრივი კატასტროფითა და სხვა მიზეზით დაზარალებულთა ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 060205).
6. ომის ვეტარანთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 060206).
7. სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 060207).
8. შშმ პირების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060208).
მუხლი 2🔗.
რესურსების წყარო
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამა ფინანსდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 3🔗.
პროგრამის ხანგრძლივობა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესი ძალაშია 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობა, მათი წახალისება, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.
თავი II
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები, მათზე გასაცემი ფულადი დახმარების რაოდენობის და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 5🔗.
ინდივიდუალური დახმარების ქვეპროგრამები
1. ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით. ქვეპროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ.
2. ეპილეფსიით დაავადებული მოქალაქეების ფულადი დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი);
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
ეპილეფსიით დაავადებული მოქალაქეების ფულადი დახმარება – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ქვეპროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ.
3. პარკინსონიზმით დაავადებული მოქალაქეების ფულადი დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
პარკინსონიზმით დაავადებული მოქალაქეების ფულადი დახმარება – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ქვეპროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ.
4. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა, რომლებიც ჩართული არიან თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე (ჰემოდიალიზი) ყოველთვიური ფულადი დახმარების მისაღებად მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვრება 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც დიალიზის მომსახურების მისაღებად მგზავრობენ ტყიბულიდან ქუთაისში, ხოლო სხვა ქალაქებში მცხოვრებ ბენეფიციარებზე (რეგისტრირებული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) - ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. ხანდაზმული (100 წელი და მეტი ასაკის) მოქალაქის ფულადი დახმარების მისაღებად განმცხადებელმა ან მისმა წარმომადგენელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
ხანდაზმული (100 წელი და მეტი ასაკის) მოქალაქის ფულადი დახმარება განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ქვეპროგრამით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა წელიწადში ერთხელ.
6. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება იძულებით გადაადგილებულ პირთა (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები) და 2006 წლიდან შპს „საქნახშირი“ შახტაში დაღუპულთა და დაშავებულთა (რომლებსაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) ოჯახებზე, პირველი-მეოთხე კლასელი მოსწავლეებისათვის სასკოლო-საკანცელარიო ნივთების შეძენა.
7. 2006 წლიდან შპს „საქნახშირი“ შახტაში დაღუპულთა და დაშავებულთა (რომლებსაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) ოჯახებზე კომუნალური გადასახადის (დენი, გაზი - გადახდა მათი სურვილის გათვალისწინებით) 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით – იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, ნოემბერი და დეკემბრის თვეებში ანაზღაურება მოხდება სააბონენტო ნომერზე.
მუხლი 6🔗.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1. ახალშობილის ოჯახმა, რომელიც რეგისტრირებულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
ე) ქალაქის და შესაბამისი სოფლის ამბულატორიის ოჯახის ექიმის ცნობა ბავშვის სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანის და ვაქცინაციის კურსის დასრულების შესახებ (სამედიცინო უკუჩვენების გათვალისწინებით);
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. ახალშობილის ოჯახების ფულადი დახმარება გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად სავალდებულოა ერთ-ერთი მშობელი და ახალშობილი რეგისტრირებულნი იყვნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
3. მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი), რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არის 0-დან 70 001 ქულამდე -მიიღებენ ყოველთვიურ ფულად დახმარებას, თითოეულ ბავშვზე 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
4. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 70 001 ქულაზე მეტია ან ოჯახი არ მონაწილეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ან იმ დროისთვის შეწყვეტილი აქვს შეფასება - მიიღებს ყოველთვიურ ფულად დახმარებას, თითოეულ ბავშვზე 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით.
5. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მრავალშვილიანმა ოჯახმა, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ბავშვების რეგისტრაციის ბარათები;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
6. ფულადი დახმარების მისაღებად სავალდებულოა მშობლები და ბავშვები რეგისტრირებულნი იყვნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
7. მარტოხელა მშობელმა მარტოხელა მშობლის დახმარების მისაღებად მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის ან ბავშვების დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლები;
დ) მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
8. მარტოხელა მშობლის ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ ბავშვზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 7🔗.
სარიტუალო ხარჯები
1. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა დახმარების მისაღებად მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის, ომის მონაწილის ბარათის და გარდაცვალების მოწმობის ასლები;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის გარდაცვალებისას ფულადი დახმარება შეადგენს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს.
3. ბრძოლების შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა დახმარების მისაღებად მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის, სტატუსის და გარდაცვალების მოწმობის ასლები;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ფულადი დახმარება შეადგენს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს.
5. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის, სტატუსის და გარდაცვალების მოწმობის ასლები;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
6. გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების ფულადი დახმარება შეადგენს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს.
მუხლი 8🔗.
სოციალური სერვისები - უფასო სასადილო და სოციალური სამრეცხაო
1. უფასო სასადილოში ბენეფიციარმა რეგისტრაციის მიზნით მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
2. ბენეფიციართა აღრიცხვიანობა იწარმოებს მერის ბრძანებით დამტკიცებულ ჟურნალში.
3. ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომელიც აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ დახმარებას (0-დან 65001-მდე ქულა).
4. მერი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხს განიხილავს და შესაბამის დასკვნას გასცემს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
6. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის ბენეფიციარად რეგისტრაციაზე, იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა.
7. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:
ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მომართა აღნიშნულის შესახებ;
ბ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზღვრებში;
გ) ბენეფიციარი თვის განმავლობაში ათი დღე არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;
დ) ბენეფიციარი გარდაიცვალა.
8. უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 110 (ას ათი) ბენეფიციარით.
9. სოციალური სამრეცხაოს სერვისით სარგებლობა შეუძლიათ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს კვირაში სამი დღე.
მუხლი 9🔗.
საცხოვრისით უზრუნველყოფა და ხანძრით, ბუნებრივი კატასტროფითა და სხვა მიზეზით დაზარალებულთა დახმარების ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პრევენციის მიზნით საცხოვრისით უზრუნველყოფას იმ პირების ოჯახების მიმართ, რომლებიც არიან სიღატაკის რისკის ქვეშ (არ აქვთ თავშესაფარი). საცხოვრისით უზრუნველყოფილი იქნება ოჯახი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. თითოეული კრიტერიუმი ფასდება შესაბამისი ქულით. ბენეფიციარის მოთხოვნა საცხოვრისით დაკმაყოფილდება, თუ მას კომისიის მიერ მიენიჭება მინიმუმ 9 (ცხრა) ქულა. საცხოვრისის ფართი განისაზღვრება სულადობის მიხედვით.
2. საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში, თუ ოჯახის ქულა 65 001-მდეა კომისიის მიერ ფასდება 5 (ხუთი) ქულით;
ბ) სამედიცინო დოკუმენტის ფორმა N100 (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან მუდმივად მწოლიარე, ან აქვს დარღვეული ფსიქიკური ფუნქცია, თუ ოჯახში არის შშმ პირი ან შშმ პირები) არსებობა კომისიის მიერ ფასდება 4 (ოთხი) ქულით;
გ) თუ ბენეფიციარი მარტოხელა მშობელია კომისიის მიერ ფასდება 4 (ოთხი) ქულით;
დ) მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები) – თითოეულ ბავშვს კომისია ანიჭებს 1 ქულას.
საცხოვრისით უზრუნველყოფის თაობაზე კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად იყენებს ქულათა შეკრებითობის პრინციპს.
3. პირველ ეტაპზე საცხოვრისით დაკმაყოფილდება სასტუმრო „ტყიბულში“ (მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი N1) ფაქტიურად მცხოვრები (არა იძულებით გადაადგილებული პირები) ოჯახები, მიუხედავად იმისა ისინი დააგროვებენ თუ არა კომისიის მიერ საცხოვრისით დაკმაყოფილებისათვის სავალდებულო მინიმუმ 9 (ცხრა) ქულას. აღნიშნული ოჯახები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
4. ბენეფიციარმა საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის დახმარების მისაღებად მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ოჯახის წევრების (არსებობის შემთხვევაში) პირადობის მოწმობის ასლები;
გ) სამედიცინო დოკუმენტი ფორმა №100 – მე-9 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ე) მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - მე-9 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში;
ვ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები – მე-9 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში;
ზ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრები ფლობენ თუ არა ქონებას;
5. ანგარიშსწორება მოხდება მოძიებული ბინის მეპატრონის საბანკო ანგარიშზე.
6. საცხოვრისის შესაძენად ფულადი დახმარება განისაზღვრება მაქსიმუმ 6000 (ექვსი ათასი) ლარით.
7. ხანძრით, ბუნებრივი კატასტროფითა და სხვა მიზეზით დაზარალებულთა დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი ტყიბულის რაიონული სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა ზარალის ოდენობის შესახებ, ხანძრის შემთხვევაში.
8. სოციალური დახმარების გამცემი კომისია ხანძრით, ბუნებრივი კატასტროფითა და სხვა მიზეზით დაზარალებულთა დახმარების მისაღებად წარმოდგენილ ბენეფიციარის განცხადებას განიხილავს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის ან/და შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ განფასების აქტის საფუძველზე.
9. ხანძრით, ბუნებრივი კატასტროფითა და სხვა მიზეზით დაზარალებულთა ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 10🔗.
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
1. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ფულადი დახმარებები:
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე ფაშიზმზე გამარჯვების დღის – 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით – თითოეულზე 100 (ასი) ლარი;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახებზე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით – თითოეულზე 100 (ასი) ლარი;
გ) 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებზე – თითოეულ ოჯახზე 500 (ხუთასი ) ლარი (აგვისტოს თვეში);
დ) ჩერნობილის აეს-ის ლიკვიდაციაში მონაწილეებზე ჩერნობილის დღესთან დაკავშირებით -თითოეულზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
ე) შშმ ვეტერანებზე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით – თითოეულზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
ვ) ყოველთვიური ფულადი დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე – თითოეულზე 50 (ორმოცდაათი) ლარი.
მუხლი 11🔗.
სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული ქირურგიული ოპერაციების ღირებულების თანადაფინანსებას:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 0-დან 100 001-მდე პაციენტის გადასახდელი თანხის – 40%;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 100 001 ქულაზე მეტი, ან ოჯახი არ მონაწილეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ან შეწყვეტილი აქვს შეფასება პაციენტის გადასახდელი თანხის – 20 %.
არანაკლებ 100 (ასი) ლარისა და არაუმეტეს 1 000 (ათასი) ლარისა.
2. ბენეფიციარმა, რომლის სამედიცინო მომსახურება ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება, მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
დ) კალკულაცია;
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმიური სამედიცინო მომსახურება);
ვ) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე;
თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების იმ სამედიცინო მომსახურების წილის თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სჯდსპ-ით.
ამ ქვეპროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები.
3. სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ.
4. სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამით არ ფინანსდება:
ა) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
ბ) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;
გ) ესთეტიკური ქირურგია-კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული;
დ) კერძო სადაზღვეო კომპანიაში დაზღვეული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურება.
5. 0-5 წლამდე ბავშვების და ასაკის პენსიონერების სტაციონარული გადაუდებელი მომსახურების (პაციენტის გადასახდელი თანხის სრული გადახდა ადგილობრივ ჰოსპიტალში) მისაღებად ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) კალკულაცია;
ე) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100.
6. ონკოლოგიურ პაციენტებზე კომპიუტერული ტომოგრაფია და ბიოფსია ფინანსდება პაციენტის გადასახდელი თანხის 50%-ით. ბენეფიციარმა დახმარების მისაღებად მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) კალკულაცია;
დ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100.
მუხლი 12🔗.
შშმ პირების სოციალური დაცვა
1. ფულადი დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, ბავშვის დაბადების ან პირდობის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა N100;
დ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. შშმ პირების (0 - დან 18 წლამდე) ფულადი დახმარება განისაზღვრება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ.
3. ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირთა (18 წლის ზევით) დახმარების მისაღებად ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა N100;
დ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
4. ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირთა (18 წლის ზევით) ფულადი დახმარება განისაზღვრება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ქვეპროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ.
5. მხედველობით I ჯგუფის შშმ პირებზე ყოველთვიური ფულადი დახმარება გაიცემა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში არსებულ ბაზაში მყოფ ბენეფიციარებზე.
6. ქვეპროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა N100;
დ) ბენეფიციარის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი;
ე) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი.
7. მხედველობით I ჯგუფის შშმ პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვრება 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
თავი III
სოციალური დახმარების ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 13🔗.
სოციალური დახმარების ორგანიზება
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემის და ამ პროცესებზე სამეჯმენტო კონტროლს უზრუნველყოფს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური).
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მერიის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, სამსახური ამზადებს ბრძანების პროექტს მერისათვის წარსადგენად, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-9 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევებისა. შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
4. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით და მე-9 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმების შემდეგ სრულყოფილი დოკუმენტაციისას განცხადებას განიხილავს სოციალური დახმარების გამცემი კომისია.
5. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბავშვების სრულწლოვანების დადგენა, სარეიტინგო ქულის ცვლილება და ა. შ.
6. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალურ საკითხთა განყოფილება ტყიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად, ხოლო ტყიბულის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში შესაბამისი მერის წარმომადგენელი შეისწავლის განცხადებას და სოციალური დახმარების გამცემ კომისიას წარუდგენენ დასკვნას (მოხსენებით ბარათი) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში.
მუხლი 14🔗.
კომისიის მიერ განცხადების განხილვა
1. კომისია იქმნება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-9 მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაცემის საკითხის განხილვის მიზნით (რომლის გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით), რომელიც შეიმუშავებს შესაბამისი გადაწყვეტილების დოკუმენტის პროექტებს. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი და კომისიის წევრები.
მუხლი 15🔗.
სოციალური დახმარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-9 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემა ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით კომისიის ოქმის საფუძველზე.
2. საოპერაციო-სამკურნალო თანადაფინანსების დროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარზე გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.
3. ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
მუხლი 16🔗.
კომისიის მიერ განცხადების განხილვა
1) კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი და კომისიის წევრები.
2) კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება სხდომას.
3) კომისიის მდივანი კომისიის წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში, პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე.
თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 17🔗.
კომისიის ოქმები
1) კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2) კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება კომისიის ოქმებში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის ის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას წერილობით წარადგენს თავის მოსაზრებას, რომელიც დაერთვება სხდომის ოქმს.
3) კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
კომისიის სხდომის ოქმების შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.
მუხლი 18🔗.
სოციალური დახმარების გაცემა
1) სოციალური დახმარება გაიცემა და ბენეფიციარები დახმარებას მიიღებენ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
2) მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით მითითებული სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე.
წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება.