„საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №450 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№620
სარეგისტრაციო კოდი
040110030.10.003.020937
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №620

2018 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №450 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №450 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/07/2014, 040110030.10.003.018070) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის  „ი“  ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის თანდართული წესი და პირობები“.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების“:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესი და პირობები“.“;

ბ)  პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) (შემდგომში – ISAF) მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონება (შემდგომში – სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონება):

ა) რომელიც ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მიერ ცნობილია:

ა.ა) უვარგისად, შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს;

ა.ბ) ტრანსპორტირებისათვის უვარგისად, შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად/საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მიერ  დისლოკაციის ადგილის შეცვლის ან მისიის შეწყვეტის შემთხვევაში;

ბ) შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად/საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს, თუ:

ბ.ა) სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების საქართველოში დაბრუნებისათვის ან ახალი დისლოკაციის ადგილზე გადატანისათვის გასაწევი ფინანსური ხარჯები აღემატება გასანადგურებელი სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების ღირებულებას;

ბ.ბ) სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების ტრანსპორტირება მიზანშეუწონელია ტრანსპორტირებისას მომეტებული საფრთხის გამო.

2. სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების ან გადაცემის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას (შემდგომში – წერილობითი გადაწყვეტილება) იღებს საერთაშორისო მისიაში მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაური, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან წინასწარი შეთანხმებით.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული აქტები შედგენიდან 10 დღის განმავლობაში წარედგინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებს.

6. ეს წესი და პირობები არ ვრცელდება სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების იმ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისათვის გადაცემაზე, სადაც სამშვიდობო მისიის შესასრულებლად წარგზავნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალები, მიუხედავად იმისა, ეს სახელმწიფო არის თუ არა ISAF-ის მისიაში მონაწილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე