„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№632
სარეგისტრაციო კოდი
120050000.10.003.020949
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №632

2018 წლის 18 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2014, 120050000.10.003.018235) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესდების:

1. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-118 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 118. განსაკუთრებული დამსახურება 

სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში წახალისებულია წესდების 116-ე და 117-ე მუხლების შესაბამისად ან განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი სამხედრო სამსახურისთვის, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, წახალისდეს მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭებით.“.

3. 263-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური ნორმატივები და მათი ჩაბარების პერიოდულობა დგინდება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ.“.

4. 271-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2018.
როდის იქნა მიღებული „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №632. სარეგისტრაციო კოდი — 120050000.10.003.020949.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №632, 18.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 120050000.10.003.020949 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4428169/