საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.02.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №4334
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 16/02/2007
matsne.gov.ge 1,039 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:53.95pt 45.1pt 45.1pt 45.1pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების დამტკიცების შესახებ ნარკომანია გლობალური პრობლემაა და ყველა სახელმწიფოს ზრუნვის საგანს წარმოადგენს. ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების შედეგები საქართველოსთვისაც უმძიმესია. ბოლო პერიოდში ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ნარკომანია სწრაფად ვრცელდება. ამ ფაქტს ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ საქართველოს ნარკომანიის სფეროში არ გააჩნია ეროვნული პოლიტიკა, შესაბამისად, მასთან საბრძოლველად განხორციელებული ღონისძიებები მეტად არაეფექტიანია. ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ სახელმწიფო და საზოგადოებრივი კონტროლი შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კომპლექსური, დაბალანსებული და თანმიმდევრული ანტინარკოტიკული პოლიტიკით, რომლის პრიორიტეტებია: ნარკოტიკულ საშუალებებზე/ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე მოთხოვნის შემცირება და მათი მიწოდების შეზღუდვა, ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების პირველადი პრევენცია, ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობა და რეაბილიტაცია, ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირება, ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებული სიტუაციის ანალიზი და კვლევა, საზოგადოებასთან ეფექტიანი მუშაობა, კვალიფიციური კადრების მომზადება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები“. 2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, „საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების“ გათვალისწინებით, შეიმუშაოს და 2007 წლის 1 აპრილამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამოქმედო გეგმა. 3. დაევალოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ამ დადგენილების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე თბილისი, 2007 წლის 13 თებერვალი. №4334–Iს საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები I. ზოგადი დებულებანი 1. ნარკომანია გლობალური პრობლემაა და ყველა სახელმწიფოს ზრუნვის საგანს წარმოადგენს. ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა რაოდენობა, განურჩევლად მათი რასობრივი, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. 2. ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკა ეფუძნება საერთაშორისო შეთანხმებებითა და კონვენციებით განსაზღვრულ თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ ნარკომანიის სფეროში თითოეული ქვეყნის ეროვნული პოლიტიკა, მისი ტრადიციებისა და ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებული სიტუაციის გათვალისწინებით, გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. 3. საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგია ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს: ა) ნარკოტიკული საშუალებები/ფსიქოტროპული ნივთიერებები ზიანს აყენებს საზოგადოების უსაფრთხოებას (სოციალური და სამართლებრივი ფაქტორები); ბ) ნარკოტიკული საშუალებები/ფსიქოტროპული ნივთიერებები ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას (სამედიცინო ფაქტორი). 4. „საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების“ ზოგადი დებულებების მე-3 პუნქტში აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ნარკომანიის სფეროში პოლიტიკა შემდეგი მიმართულებებით ხორციელდება: ა) საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებენ სამართალდამცავი ორგანოები, მიმართულია ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების მიწოდების შეზღუდვისაკენ; ბ) საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებენ სამედიცინო, სოციალური, კულტურის, განათლების უწყებები და მასმედია, მიმართულია ნარკოტიკულ საშუალებებზე/ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე მოთხოვნის შემცირებისაკენ. 5. ნარკომანიის პრობლემის გადასაჭრელად, სხვადასხვა უწყებას შორის კომპეტენციათა სფეროების (სოციალური, სამართლებრივი და სამედიცინო) გადანაწილების მიუხედავად, აუცილებელია ამ უწყებათა კოორდინირებული მოქმედება (გაეროს გენერალური ასამბლეის მე-20 სპეციალური სესია). 6. ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ სახელმწიფო და საზოგადოებრივი კონტროლი შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კომპლექსური, დაბალანსებული და თანმიმდევრული ანტინარკოტიკული პოლიტიკით. 7. ბოლო პერიოდში საქართველოში ნარკომანია მასობრივად გავრცელდა. არსებული სტატისტიკის თანახმად, ბოლო 15 წლის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა და ნარკომანიით დაავადებულ პირთა რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა და 2004 წელს შეადგინა 24 000, ხოლო 2005 წელს – 50 000. თუმცა, ეს რაოდენობა რეალობას მაინც ვერ ასახავს. ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა და ნარკომანიით დაავადებულ პირთა რაოდენობა დღესდღეობით 250 000-ს აღემატება. 8. საქართველოში ნარკომანიასთან საბრძოლველად განხორციელებული ღონისძიებები მეტად არაეფექტიანია, კერძოდ: ა) არ ხორციელდება ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიებები; ბ) ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა ვერ უპასუხებს არსებულ მოთხოვნებს; გ) არ არსებობს ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა და ნარკომანიით დაავადებულ პირთა აღრიცხვისა და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სისტემები; დ) ნარკოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობა საგრძნობლად შეზღუდულია; ე) აღინიშნება კვალიფიციური კადრების დეფიციტი; ვ) ქვეყანაში თითქმის არ არსებობს სრულფასოვანი სარეაბილიტაციო მომსახურება; ზ) საქართველოს ნარკომანიის სფეროში არ გააჩნია ეროვნული პოლიტიკა. II. საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის საფუძვლები საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგია ეფუძნება ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებული სიტუაციის ანალიზსა და კვლევას, ამ სფეროში სხვა ქვეყნების (მათ შორის, მსგავსი კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნების) გამოცდილებას, იმ ორგანიზაციათა (დაწესებულებათა) საქმიანობის შეფასებას, რომლებიც მუშაობენ ნარკოტიკულ საშუალებებზე/ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე მოთხოვნის შემცირების მიმართულებით, ნარკომანიის პრობლემისადმი საზოგადოების დამოკიდებულების კვლევას და ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ და 1988 წლის „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კონვენციებისა და 1961 წლის „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ ერთიანი კონვენციის მოთხოვნებს, აგრეთვე ევროკავშირის ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საბრძოლველად სტრატეგიის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებს. III. საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის ფუძემდებლური პრინციპები საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის ფუძემდებლური პრინციპებია: ა) ნარკომანიის პრობლემის მოგვარების მიზნით კომპლექსური, დაბალანსებული და თანმიმდევრული ანტინარკოტიკული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც მეცნიერული კვლევის შედეგებს ეფუძნება; ბ) საზოგადოებასთან ეფექტიანი მუშაობა; გ) გრძელვადიანი ანტინარკოტიკული სტრატეგიის დაგეგმვა. IV. საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებებია: ა) ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების პირველადი პრევენცია – სოციალურ, საგანმანათლებლო და სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების დაწყების თავიდან აცილებას; ბ) ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობა და რეაბილიტაცია – ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიზნად ისახავს სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების ხელმისაწვდომობას (სპეციალიზებული ცენტრების შექმნა და შესაბამისი პროგრამების განხორციელება); გ) ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირება – საქმიანობა, რომელიც მიმართულია ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემცირებისაკენ; დ) ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების/პრეკურსორების მიწოდების შეზღუდვა – ქვეყნის მოსახლეობისათვის ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების/პრეკურსორების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა; ე) საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის სისტემის შექმნა; ვ) საზოგადოებასთან ეფექტიანი მუშაობა; ზ) კვალიფიციური კადრების მომზადების სისტემის შექმნა; თ) საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება; ი) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. V. საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის განხორციელების კოორდინაცია 1. საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის განხორციელებას კოორდინაციას უწევს ეროვნული მაკოორდინირებელი ორგანო – ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის მიზანია ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებისა და ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიანი უწყებათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველყოფა. 2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 3. საბჭო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია კოორდინაცია გაუწიოს სახელმწიფო, ადგილობრივ, საზოგადოებრივ, რელიგიურ და სხვა ორგანიზაციათა (დაწესებულებათა) შეთანხმებულ მოქმედებებს, განახორციელოს მათ საქმიანობაზე მონიტორინგი, საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის განხორციელების მიზნით მოიძიოს შესაბამისი რესურსები, ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოახდინოს ოპერატიული რეაგირება, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.