⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.08.2023)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშების, ჯარიმის გადახდის, სააღსრულებო ფურცლის გამოწერისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2018
ძალის დაკარგვა 02.08.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.155.016308
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,063 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2018 მიღება
02.08.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
გასცეს თარიღი
საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური № რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშების, ჯარიმის გადახდის, სააღსრულებო ფურცლის გამოწერისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 2018 წლის 26 დეკემბერი ქ. წალკა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, სააღსრულებო ფურცლის გამოწერისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209³ მუხლის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-15 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, წალკის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი" და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი" გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის   შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, სააღსრულებო ფურცლის გამოწერისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების წესი, დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა  ოქმების  აღრიცხვის ჟურნალი, დანართი 3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა, დანართი 4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა, დანართი 5-ის შესაბამისად. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ოქტომბრის  №47 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 26,/10/2011, 020080000.35.155.016054) მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი 1 საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის  გადახდის, სააღსრულებო ფურცლის გამოწერისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების საგანი წინამდებარე წესი, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი" და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან  წალკის მუნიციპალიტეტის მერიის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის  სამსახურის  საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში – საჯარო მოსამსახურე). მუხლი 3🔗. საჯარიმო ქვითრის -ადმინისტრაციული ოქმის შევსება და მისი შინაარსი 1. საჯარო მოსამსახურე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1, 77​2, 119​1, 146¹, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. 2. საჯარო მოსამსახურე საჯარიმო ქვითარს აწარმოებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1, 77​2, 119​1, 146¹, 148-ე  მუხლის  მე-4  ნაწილით   და   ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე- 35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 3. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისგან: ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი; ბ) ნაწილი II – საჯარიმო  ქვითრის  ყუა. 4. საჯარიმო   ქვითარი     ივსება   ორ  ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი   რჩება მის   შემვსებ თანამშრომელთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. 5. საჯარიმო  ქვითარში  შეიტანება: ა) პირველ პუნქტში: ოქმის  შედგენის თარიღი; ბ) მეორე პუნქტში: ოქმის  შედგენის  ადგილი; გ) მესამე პუნქტში: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი; დ) მეოთხე პუნქტში: სამართალდამრღვევის  მონაცემები (პირადი  ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი, ხოლო თუ იურიდიული პირია – დასახელება, მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი); ე) მეხუთე პუნქტში: ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ვ) მეექვსე პუნქტში: პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული შესაბამისი მუხლისა და ჯარიმის ოდენობის მითითებით; ზ) მეშვიდე პუნქტში: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები; თ) მერვე პუნქტში: სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება, ფურცლების რაოდენობა; ი) მეცხრე პუნქტში: თანხის მიმღები ბანკის დაწესებულების მოლარის ხელმოწერა და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა. 6. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 8. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს თანამშრომელი. საჯარიმო ქვითარს   ხელს  აწერს  მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები, შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 9. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო  ქვითარში კეთდება შესაბამისი  ჩანაწერი  სამართალდარღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 10. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად. 11. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 12. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) სარეგისტრაციო ჟურნალში. მუხლი 4🔗. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების საფუძველი სამართალსუბიექტი  საჯარიმო  ქვითრების – ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა  დაცვით. მუხლი 5🔗. საჯარიმო  ქვითრებით – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, წარმოება და დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალის გაფორმების, წარმოებასა და შენახვისადმი 1. საჯარიმო ქვითრებით – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად. 2. ის შედგენაზე უფლებამოსილი პირისთვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში –ჟურნალი) (დანართი 3). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში. 4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამართალსუბიექტის ხელმძღვანელის ხელმოწერით და სამართალსუბიექტის ბეჭდით. 5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. 6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 8. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ. 9. ჟურნალი ინახება წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის იმ უფლებამოსილ  თანამშრომელთან, რომელიც  აწარმოებს  მკაცრი  აღრიცხვის  ფორმების  გაცემას. 10. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას. 11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 6🔗. საჯარიმო ქვითრების - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების–ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი 4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ჯარიმის გადახდა 1. სამართალდამრღვევმა დაკისრებულის ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათი, კვირა), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 9🔗. სააღსრულებო ფურცლის გამოწერა სამართალსუბიექტის მიერ სააღსრულებო ფურცლის (დანართი 5) გამოწერა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 10🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება 1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი სამართალდარღვევის დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს სასამართლოში. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 234​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. დანართი 2 საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა წალკის  მუნიციპალიტეტის  მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000                                                                                  ბ.ა     1. შედგენის თარიღი: ––––––––––––––––––––––––                                              (რიცხვი, თვე, წელი) 2. შედგენის ადგილი: –––––––––––––––––––––––-- 3. შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: ––––––––––––––––––– 4. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ___________________________________________________________ (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი,­ იურიდიული პირის შემთხვევაში - დასახელება, მისამართი და  საიდენტიფიკაციო კოდი) 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის   __________________________ მუხლის  _________ ნაწილით. 7. ჯარიმის ოდენობა: ––––––––––––– ლარი. 8. მოწმე (ასეთის არსებობის შემთხვევაში): –––––––––––––––––––––– (პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი) 9. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ––––––––––––––––––––––––––– ___________________________________________________________ (ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება) 10. მიმღები მოლარე     ––––––––––                            ––––––––––                                            (ხელმოწერა)                          (თარიღი)    საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: –––––––––– ოქმის შემდგენელი:      –––––––––––––––                                      (ხელმოწერა) მოწმე:                             –––––––––––––––                                            (ხელმოწერა) სამართალდამრღვევი:    –––––––––––––––                                               (ხელმოწერა) ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა: ––––––––––– ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა №000000 ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში 1. –––––––––––––––––––––––– გადამხდელის სახელი და გვარი 2. –––––––––––––––––––––––– გადამხდელის მისამართი 3. –––––––––––––––––––––––– ჯარიმის ოდენობა 4. –––––––––––––––––––––––– საქართველოს კანონის  მუხლი, ნაწილი 5. –––––––––––––––––––––––– სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი 6. –––––––––––––––––––––––– საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 7. მიმღები მოლარე:      –––––––––––––––––––––––– (ხელმოწერა) 8. შემომტანი:       –––––––––––––––––––––––– (ხელმოწერა)  ბ.ა. თარიღი: ––––––––––––––––– (რიცხვი, თვე და წელი) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; ისაუბროს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) სასამართლოში გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.   დამკვეთი:                                                                                                            დამამზადებელი:   მისამართი:                                                                                                           სფს-ს რეგისტრაციის № დანართი 3 საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი № საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამცემაზე პასუხისმგებელი პირი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმღები პირი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი შენიშ-ვნა № გასცეს თარიღი საჯარიმო ქვითრის – ადმინის-ტრაციული სამართალ-დარღვევის ოქმის № გვარი სახელი თანამდე-ბობა ხელმო-წერა გვარი სახელი თანამდე-ბობა ხელმო-წერა საჯარიმო ქვითრის – ადმინის-ტრაციული სამართალ-დარღვევის ოქმის № გვარი სახელი თანამდე-ბობა ხელმო-წერა დანართი 4 გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო  ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის ფორმა წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა  და  ზედამხედველობის სამსახური აქტი № ----- ---------------- 20 წელი გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის შესახებ საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური № რაოდენობა თარიღი ჩამოწერის საფუძველი შენიშვნა 1 2 3 4 5 ხელმოწერით  ვადასტურებ აქტის მიხედვით  წარმოდგენილი  უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ოქმების ჩამოწერის  სისწორეს: საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშებზე პასუხისმგებელი პირი                                                                                                           (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) სამსახურის უფროსი:                                                                                                             (სახელი, გვარი) (ხელმოწერა). დანართი 5 საქმე №----- ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო  ფ უ რ ც ე ლ ი წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური  -------------  ს/ფ გაცემის თარიღი            ადგილი (სააღსრულებო ფურცლის გამცემი) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სააღსრულებო ფურცელი გაიცა:  -------------------------------------------------------------------------------- მიმართ: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (დამრღვევის გვარი, სახელი, პირადი ნომერი ან იურიდიული პირის სახელწოდება და საინდენტიფიკაციო ნომერი) (სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (დარღვევის სახეობა (დეტალურად) და ობიექტის მისამართი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება) --------------------- ადმინისტრაციული აქტის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი (სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა, სხვა დეტალები) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- კრედიტორი: რეკვიზიტები: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (კრედიტორის რეკვიზიტები) მოვალე: რეკვიზიტები: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მოვალის რეკვიზიტები: სახელი, გვარი. მისამართი, ტელეფონი) წალკის  მუნიციპალიტეტის  მერიის არქიტექტურისა და  ზედამხედველობის  სამსახური ------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------