რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების თაობაზე

მიღების თარიღი 16.02.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №4379
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 24, 22/02/2007
matsne.gov.ge 880 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.Default, li.Default, div.Default {mso-style-name:Default; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif"; color:black;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 46.3pt 53.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების თაობაზე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შესწავლის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 24 ოქტომბრის დადგენილებით შეიქმნა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნიდან ირკვევა, რომ კომისიის მიერ გამოკვლეულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ მასობრივად და კანონსაწინააღმდეგოდ შელახა საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები, განმტკიცებული როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ისე რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, კერძოდ: ა) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-8, მე-13, მე-14 და მე-17 მუხლებით; ბ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი და მე-2 მუხლებით; გ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4 ოქმის მე-3 და მე-4 მუხლებით; დ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის პირველი მუხლით; ე) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლით; ვ) რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის მე-18, მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 35-ე, 37-ე, 38-ე, მე-40, 41-ე, 43-ე, 45-ე, 46-ე, 47-ე, 48-ე, 52-ე და 53-ე მუხლებით. ზემოაღნიშნულის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიიჩნია, რომ: ა) საქართველოს მოქალაქეების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ადმინისტრაციული გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის გარეშე, სასამართლო განხილვებისათვის შეუსაბამოდ მცირე დროში, საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, დაცვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებების დარღვევით. ხშირი იყო საქართველოს მოქალაქის მიმართ გადაწყვეტილების მისი მონაწილეობის გარეშე გამოტანის ფაქტები; ბ) სასამართლოში წარდგენამდე და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებამდე საქართველოს მოქალაქეები მილიციის განყოფილებების წინასწარი დაკავების საკნებსა და სპეცგამანაწილებლების საკნებში უკიდურესად მძიმე, არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რაც მიჩნეულ უნდა იქნეს თავისუფლების შეზღუდვად წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის პირობებში. ამ გარემოებებმა, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარის თქმასთან ერთად, გამოიწვია ოთხი საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის მოსპობა, რასაც, კომისიის აზრით, პირდაპირი მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირთა ბრალეულ ქმედებებთან, კერძოდ, ქვეყნის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით მათთვის დაკისრებული მოვალეობების უხეშ დარღვევასთან და პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობასთან; გ) დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დღემდე არ ეძლევათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარჩენილი უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვის შესაძლებლობა. ასევე ხშირი იყო სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულის გამოძალვისა და პირადი ჩხრეკის დროს ჩამორთმეული ფულადი თანხების უკანონოდ მითვისების ფაქტები. ყოველივე ეს მიჩნეულ უნდა იქნეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საკუთრების უფლების მასობრივ უკანონო შეზღუდვად; დ) რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკვლეულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეები ეროვნული კუთვნილების ნიშნით კოლექტიურად იქნენ გაძევებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან. მათი დაკავება, ადმინისტრაციული სახდელის – გაძევების შეფარდება და დეპორტაცია განხორციელდა კანონისმიერი საფუძვლის გარეშე, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ მართული კამპანიის სახით. საქართველოს პარლამენტი სრულებით იზიარებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას და ადგენს: 1. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების უკანონო ქმედებები განხორციელდა ეროვნული ნიშნით, კანონისმიერი საფუძვლის გარეშე, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების უხეში დარღვევით, რასაც მოჰყვა: საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური გაძევება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან; საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლების მასობრივი უკანონო შეზღუდვა; საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის პირობებში, რამაც, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარის თქმასთან ერთად, ოთხი საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 2. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ეცნობოს საერთაშორისო ორგანიზაციებს და საპარლამენტო ასამბლეებს, ასევე მეგობარი ქვეყნების პარლამენტებს. 3. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ეცნობოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეას. 4. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ეცნობოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს. 5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიეცეს რეკომენდაცია, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ დარღვეული საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ღონისძიებების მომზადება და კოორდინაცია. 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი თბილისი, 2007 წლის 16 თებერვალი. №4379–Iს