„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №648 |
|
2018 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულების და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია, რომლის პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი;
ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი;
თ) სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი;
ი) სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი;
კ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი − კომისიის წევრი;
ლ) რევაზ მაჭარაშვილი − კომისიის მდივანი.“.
2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევებში, განიხილოს წინადადებები და მიიღოს რეკომენდაციები/გადაწყვეტილებები სადაზღვევო ვაუჩერის პირობების, სადაზღვევო პერიოდის, დაზღვეული პირების ჩართვისა და დაზღვევის შეწყვეტასთან ან/და ამ პროცესის სხვა ფორმატში/პროგრამაში გაგრძელებასთან/განხორციელებისას წარმოშობილ სხვა საკითხებზე (მათ შორის, ამ დადგენილებითა და „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრულ ღონისძიებებთან, ასევე მზღვეველი კომპანიის მიერ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ვალდებულების სააგენტოს მიერ სხვა ფორმატში გაგრძელების პირობებთან და ა.შ.). უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია, იშუამდგომლოს საქართველოს მთავრობასთან ამ მუხლით გათვალისწინებული წინადადებებისა და რეკომენდაციების განხილვისა და მიღების უზრუნველსაყოფად, ასევე ამ დადგენილების ფარგლებში პროგრამის შეწყვეტასა და მის თანმდევ პროცესებთან დაკავშირებული რეკომენდაციების/გადაწყვეტილებების საჭიროების შემთხვევაში შეთანხმების მიზნით.“.
|