საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №4234-რს
სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016505
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქუთაისი, 27 დეკემბერი 2018 წ. N4234-რს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 01.01.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 13.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 198-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2019 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 13 დეკემბრის №1719-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016446).
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე
ქუთაისი,
27 დეკემბერი 2018 წ.
N4234-რს