„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო-საბრძოლოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სამხედრო და მათთან გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო და ოპერატიულ-სამსახურებრივი მიზნების განხორციელებისათვის.“.
3. მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ უწყებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს პროკურატურა, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებსა და სამსახურებში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოსათვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნა. ტყვია-მასროთეკის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.“.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 27 დეკემბერი 2018 წ. N4244-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4244-რს. სარეგისტრაციო კოდი — 140120000.05.001.019363.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, №4244-რს, 27.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.019363 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4433587/