„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№658
სარეგისტრაციო კოდი
340030000.10.003.020973
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №658

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების  ფორმებისა და მათი გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2011, 340030000.10.003.016172) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესში“:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ჰ33“  ქვეპუნქტი:

„ჰ33) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ტრანზიტით მიმავალი და საქართველოში გადატვირთული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და ცხოველის საკვებისათვის (დანართი №66).“.

2.  დაემატოს თანდართული შინაარსის №66 დანართი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე