📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2018
ძალის დაკარგვა 31.12.2019
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016304
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,044 სიტყვა · ~20 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2018 მიღება
31.12.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 2018 წლის 27 დეკემბერი დაბა მესტია მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ორგანული  კანონის „ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესი მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №40 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე  დანართი მესტიის  მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის  წესი ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი ) ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის , მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირისათვის – დევნილი მოსახლეობისთვის , მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ) ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის პირობებს , პროცედურებს , მიმღებთა (ბენეფიციართა ) კატეგორიებს , მათ მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერიაში ) დახმარების მიღების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს . თავი I სოციალური პროგრამების ზოგადი მიმოხილვა მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების პროგრამები 1. მარჩენალდაკარგული ოჯახების (0-დან 18 წლისასაკამდე ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 01). 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლისასაკამდე ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 01). 3. მძიმე კატეგორიის ავადმყოფების სოციალური დაცვის პროგრამა - რომელშიც შედის : სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის , შშმ პირის ) დიაგნოსტიკის , მკურნალობის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების ერთჯერადი თანადაფინანსება /დახმარება (პ /კ -06 02 02). 4. ხანდაზმულების (90 წელი და ზემოთ ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 03). 5. ომის მონაწილე ვეტერანების და ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 03). 6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების , „ვეტერანების დღის “ (17 ოქტომბერი ) აღსანიშნავად – საჩუქრის სახით , ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 03). 7. გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე სარიტუალო მომსახურებისთვის , ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 03). 8. ახალშობილებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 01). 9. მრავალშვილიან (არასრულწლოვანი ხუთი შვილი და ზემოთ ) ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 01). 10. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 02 01). 11. ონკოლოგიური ავადმყოფების , და ფსიქიკურად დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 03). 12. დიალიზით მოსარგებლე და ცერებრალური დამბლით დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 03). 13. მოსახლეობის , მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) თანადაფინანსების პროგრამა (პ /კ -06 03). 14. C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა (პ /კ -06 03). 15. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა (პ /კ -06 03). 16. 0-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევების ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა (პ /კ -06 03). 17. სტიქიით (მათ შორის – ხანძარი ) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა (პ /კ -06 04) 18. კომუნალური სუბსიდირების პროგრამა (პ /კ -06 03). მუხლი 2🔗. პროგრამების მიზანი 1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება . 2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა . 3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა . 4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა . 5. აღნიშნული კატეგორიის მქონე პირებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა , მონაცემთა ბაზის წარმოება . მუხლი 3🔗. რესურსების წყარო მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი . მუხლი 4🔗. პროგრამების ხანგრძლივობა 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე . მუხლი 5🔗. მოსალოდნელი შედეგი პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება ,ჯანმრთელობის გაუმჯობესება , დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობა -გაუმჯობესება , მათი წახალისება , მატერიალური და მორალური მხარდაჭერა . თავი II სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა ) კატეგორიები და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 6🔗. მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა 1. მარჩენალდაკარგული ბავშვის ერთ -ერთმა მშობელმა ან მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი ; გ ) ბავშვის (ან ბავშვების ) დაბადების მოწმობის ასლი ; დ ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან ) ან მშობლის (მშობლების ) გარდაცვალების მოწმობის ასლი ; ე ) დედ -მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში დამატებით – მეურვის პირადობის მოწმობის ასლი და მეურვეობის დამადასტურებელი ცნობა ; ვ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები ; 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . მუხლი 7🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა . 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე ) შემთხვევაში მეურვემ /მშობელმა უნდა წარმოადგინოს : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი ; გ ) ბავშვის (ან ბავშვების ) დაბადების მოწმობის ასლი ; დ ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან ); ე ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები ; 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . მუხლი 8🔗. მძიმე კატეგორიის ავადმყოფების სოციალური დაცვის პროგრამა რომელშიც შედის : სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების დიაგნოსტიკის , მკურნალობის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების ერთჯერადი თანადაფინანსება / დახმარება . 1. სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფებმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , ერთჯერადი თანადაფინანსების მოთხოვნის მიზნით , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ; გ ) სოციალურად დაუცველის (0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარებს ) სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა , იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შემთხვევაში – დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა ; დ ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; ე ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო , აფთიაქი ) მიერ სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების შესახებ გაცემული ინვოისი , ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ; ვ ) პირად ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში ბენეფიციარის პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ; ზ ) მარტოხელა დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ გაცემული მარტოხელობის დამადასტურებელი ცნობა . ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამისი დაწესებულების ან ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე .“. მუხლი 9🔗. ხანდაზმულების (90 წელი და ზემოთ ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა 1. უხუცესმა , რომელსაც შეუსრულდა 90 წელი , ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ; გ ) საჭიროების შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წევრის პირადობის მოწმობის ასლი ; დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები . 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . მუხლი 10🔗. ომის მონაწილე ვეტერანების და ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა 1.დახმარების მისაღებად ომის მონაწილე ვეტერანებმა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულმა პირებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ : ა ) განცხადება მერის სახელზე ; ბ ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ; გ ) ვეტერანის მოწმობის ასლი ; დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები . 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . მუხლი 11🔗. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების , „ვეტერანების დღის “ (17 ოქტომბერი ) აღსანიშნავად – საჩუქრის სახით , ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა . 1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანმა ,ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ; გ ) ვეტერანის მოწმობის ასლი ; დ ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად , შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი . ე ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები . 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . მუხლი 12🔗. გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე სარიტუალო მომსახურებისთვის ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა 1. ვეტერანის უფლებამოსილმა ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი ); გ ) გარდაცვლილი ომის მონაწილე ვეტერანის გარდაცვალების მოწმობისა და ვეტერანის მოწმობის ასლები ; დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები . 2. იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისას , გარდაცვლილის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი ); გ ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის ) სტატუსის და გარდაცვალების მოწმობის ასლები ; დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები . 3. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . მუხლი 13🔗. ახალშობილების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა 1. ახალშობილის ერთ ერთმა მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები ; გ ) ბავშვის / ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი ; დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები . 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . მუხლი 14🔗. მრავალშვილიანი ოჯახების (5 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა 1. მრავალშვილიანმა ოჯახმა , რომელსაც ჰყავს 5 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები ; გ ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები ; დ ) ქორწინების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში ); ე ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები . 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . მუხლი 15🔗. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი ) მქონე პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა 1. ბენეფიციარმა , მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა (ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ; გ ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან ; დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები . 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . მუხლი 16🔗. ონკოლოგიური ავადმყოფების და ფსიქიკურად დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა 1. ბენეფიციარმა , რომელიც სარგებლობს დიალიზის პროგრამით და გადაადგილდება პროცედურის ჩასატარებლად , ასევე ონკოლოგიურმა ავადმყოფებმა და ფსიქიკურად დაავადებულმა პირებმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ; გ ) სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები . 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . მუხლი 17🔗. დიალიზით მოსარგებლე და ცერებრალური დამბლით დაავადებული პირების დახმარების პროგრამა 1. ბენეფიციარმა , რომელიც სარგებლობს დიალიზის პროგრამით და გადაადგილდება შესაბამისი პროცედურის ჩასატარებლად , ასევე ცერებრალური დამბლით დაავადებულმა პირმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ; გ ) სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები . 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . მუხლი 18🔗. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა 1. მოსახლეობის , მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი თანადაფინანსება . 1. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , რომლის სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ; გ ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა ; დ ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა (ინვოისი )/კალკულაცია ; ე ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმური სამედიცინო მომსახურებისას ) ან ცნობა . ვ ) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში ); ზ ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის რაიონული განყოფილებიდან . თ ) ომის მონაწილე ვეტერანის შემთხვევაში , ვეტერნობის დამადასტურებელი მოწმობა . 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . 2. C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა 1. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდაწარმოადგინოს : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ; გ ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა (ინვოისი )/კალკულაცია ; 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . 3. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმიური ენდოსკოპიური გამოკვლევის ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა . 1. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ; გ ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა (ინვოისი )/კალკულაცია ; 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . 4. 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევების ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამა . 1. ბენეფიციარის ერთ -ერთმა მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის ) პირადობის მოწმობის ასლი ; გ ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ -ფაქტურა (ინვოისი )/ კალკულაცია . 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორთ , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . 3. პროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით და სხვა სახის დაზღვევით მოსარგებლე პირების იმ სამედიცინო მომსახურების წილის დაფინანსებას ან თანადაფინანსებას , რაც არ ფინანსდება ან /და ნაწილობრივ ფინანსდება სჯდსპ -ით ან /და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ . 4. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები , მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები . 5. სამედიცინო მომსახურების პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ , ერთგვარ სამედიცინო მომსახურებაზე (მაგ .: მაღალ ტექნოლოგიური გამოკვლევა , ქირურგიული მკურნალობა , სხივური თერაპია და სხვა ). მუხლი 19🔗. სტიქიით (მათ შორის ხანძრით ) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა 1. სტიქიის შედეგად (მათ შორის ხანძარით ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულმა მოქალაქემ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა ) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ; ბ ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ; გ ) ხანძრის შემთხვევაში – სახანძრო -სამაშველო სამსახურიდან შესაბამისი აქტის (დედანი ) ; დ ) დაზიანებული (ან დამწვარი ) შენობა -ნაგებობის ფოტოსურათი ; ე ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები . ვ ) შენობა -ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი , საჯარო რეესტრის ამონაწერი (არარეგისტრირებული შენობა -ნაგებობის შემთხვევში წარმოსადგენია , ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დოკუმენტი , შენობა -ნაგებობის ფაქტობრივი ფლობის შესახებ ). 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით , შესაბამის საბანკო ანგარიშზე . 3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას , გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა , თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი საბჭოს ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის დასკვნა ფოტომასალასთან და შესაბამის ზარალის კატეგორიასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში . 4. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ოჯახი , მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და განმეორებით ვეღარ ისარგებლებს აღნიშნული კატეგორიით გათვალისწინებული დახმარებით . თავი III სოციალური დახმარების მიმღებთა კატეგორიები და მათზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობები მუხლი 20🔗. სოციალური დახმარების ოდენობა მოსახლეობის ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების ოდენობა შეადგენს : 1. ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა : ა ) მარჩენალდაკარგულ ოჯახზე – 100 (ასი )ლარი ; ბ ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე – 100 (ასი ) ლარი . გ ) ახალშობილებზე – პირველ ბავშვზე - 150 (ას ორმოცდაათი ) ლარი , მეორე ბავშვზე – 200 (ორასი ) ლარი , და ყოველ მომდევნო ბავშვზე აღნიშნულ თანხას დაემატება 100 (ასი ) ლარი . დ ) მრავალშვილიან ოჯახებზე , რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი , ხუთი და მეტი შვილი – 150 (ას ორმოცდაათი ) ლარი ; ე ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე (I ჯგუფი ) –100 (ასი ) ლარი ; 2. მძიმე კატეგორიის ავადმყოფების სოციალური დაცვის პროგრამა : ა ) სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის , შშმ პირის ) დიაგნოსტიკის , მკურნალობის , პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით , სამედიცინომომსახურების გამწევის მიერ , პაციენტისათვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების თანადაფინანსება , შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100/ა , ინვოისის - მიხედვით უნაღდო ანგარიშსწორების გზით შესაბამისი დაწესებულების ან განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე . გადასახდელი თანხა – არაუმეტეს 500 (ხუთასი ) ლარის ოდენობით , წლიური ლიმიტის ფარგლებში , რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს . 3. ვეტერანთა და ხანდაზმულთა ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა ა ) ხანდაზმულებზე (90 წელი და ზემოთ ) – 150 (ას ორმოცდაათი ) ლარი ; ბ ) ომის მონაწილე ვეტერანებსა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე – 50 (ორმოცდაათი ) ლარი ; გ ) მეორე მსოფლიო ომის , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის , თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამშვიდობო მისიების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე „ვეტერანების დღის “ (17 ოქტომბერს ) აღსანიშნავად საჩუქრის სახით – 500 (ხუთასი ) ლარი ; დ ) გარდაცვლილ , დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება – 250 (ორას ორმოცდაათი ) ლარი . 4. მესტიის რაიონის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ) დახმარების პროგრამა. ა ) ონკოლოგიურ ავადმყოფებზე და ფსიქიკურად დაავადებულ პირებზე დახმარება განისაზღვრება არანაკლებ 100 (ასი ) ლარის და არაუმეტეს 500 (ხუთასი ) ლარის ოდენობით . ბ ) დიალიზით მოსარგებლე და ცერებრალური დამბლით დაავდებულ პირებზე დახმარება განისაზღვრება არაუმეტეს 1000 (ათასი ) ლარის ოდენობით . ამბულატორიების , პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამების ფარგლებში : გ ) მოსახლეობის , მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების ერთჯერადი დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო ) საბანკო ანგარიშზე , ამ დაწესებულების (საავადმყოფოს ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურის შესაბამისად . ანაზღაურდება ანგარიშ -ფაქტურის მიხედვით პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50% - არაუმეტეს 1000 (ათასი ) ლარის ოდენობით , წლიური ლიმიტის ფარგლებში , რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს . სოციალურად დაუცველის ან ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე პირების შემთხვევაში პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 70%, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი ) ლარის ოდენობით , წლიური ლიმიტის ფარგლებში , რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს . დ ) სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევისერთჯერადი დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით , შესაბამისი დაწესებულების (შპს ,,მესტიის საავადმყოფო ამბულატორიული გაერთიანება ) საბანკო ანგარიშზე , ამ დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ -ფაქტურის შესაბამისად 100 % -ისოდენობით (სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევები არ ფინანსდება ); ე ) C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის ერთჯერადი დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებისგზით , შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე , ამ დაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინომომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ -ფაქტურის შესაბამისად 70 %-ის ოდენობით (C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 70 %-ს ). სოციალურად დაუცველი ოჯახების შემთხვევაში 30%-ის ოდენობით ( სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში “ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებისთვის , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს , თანაგადახდა შეადგენს 30 %-ს ); ვ ) 0-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვების ფარისებრი ჯირკვლის (პათოლოგიათაადრეული გამოვლენის მიზნით ) გამოკვლევების ერთჯერადი თანადაფინანსება , (რომელშიც შედისფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოზო ჰორმონული კვლევებიდან – თირეოტროპული ჰორმონის (TSH),პერიფერიული თავისუფალი თიროქსინის (FT4) და ანტი TPO გამოკვლევა ). გამოკვლევების თანადაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით , შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე , ამდაწესებულების (საავადმყოფო ) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ -ფაქტურებისშესაბამისად . თანადაფინანსება განხორციელდება თანხით , რომლის დაფინანსებაც არ ხდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ; ზ ) კომუნალური სუბსიდირების პროგრამა – პროგრამის ფარგლებში დ . მესტიაში რეგისტრირებული წყლისგადასახადის აქტიური , საყოფაცხოვრებო მომხმარებლების /აბონენტების , სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დ . მესტიაში რეგისტრირებული ოჯახების , რომლებიც ბენეფიტის დარიცხვის თვის წინა ერთი თვის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებენ 65 001 სარეიტინგო ქულას ,ყოველთვიური კომუნალური გადასახადის ერთიანი გადახდის ქვითარზე ასახული თანხის ოდენობა გადაირიცხება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ . გადარიცხვა განხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოზემო -სვანეთის რეგიონალური განვითარების მესტიის სერვისცენტრის მიერ მოწოდებული მომართვის წერილისა და დანართი სიების საფუძველზე , მიმდინარე თვის ბალანსის ოდენობით , უნაღდო ანგარიშსწორების გზით , შესაბამისი კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე . 5. სტიქიით (მათ შორის ხანძარი ) დაზარალებულ ოჯახებზე დამდგარი ზიანის მიხედვით ერთჯერადიფულადი დახმარება : ა ) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები : ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ -500 (ხუთასი ) ლარის , არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი ) ლარის ოდენობით : ბ ) სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები : ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ – 500 (ხუთასი ) ლარის , არაუმეტეს 2000 (ორი ათასი ) ლარის ოდენობით . თავი IV სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 21🔗. ერთჯერადი სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებების რეგისტრაციაზე , სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით გათვალისწინებული ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახური . 2. მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით , მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად სოციალური დაცვის სამსახურის მიერ ეგზავნება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემის საბჭოს (შემდგომში საბჭო ). 3. მერიის სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური ) პასუხისმგებელია სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა ) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ ) დამუშავებასა და მონაცემთა ბაზის შექმნაზე . მუხლი 22🔗. საბჭოს შექმნა და მისი შემადგენლობა 1. საბჭოს ქმნის მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით –ბრძანებით . 2. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და წევრები . 3. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყოს აგრეთვე მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მიერ პროფესიული ნიშნით მოწვეული წევრი . 4. საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს და უძღვება მის სხდომებს . მუხლი 23🔗. საბჭოს მიერ განცხადებების განხილვა 1. საბჭო მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს არანაკლებ თვეში ერთხელ . 2. საბჭოს თავმჯდომარე მერის ბრძანებით შემოსულ განცხადებებს დოკუმენტაციის შემოწმების და სრულყოფილი დოკუმენტების საბჭოსთვის წარდგენის მიზნით გადაუნაწილებს საბჭოს ,შესაბამისი სამსახურს . 3. საჭიროების შემთხვევაში საბჭო აწარმოებს მონიტორინგს . 4. საბჭო საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას , შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების , დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ . მუხლი 24🔗. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება  საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება ობიექტურად , ინდივიდუალურად ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის საფუძველზე . მუხლი 25🔗. საბჭოს ოქმები და გადაწყვეტილებები 1. საბჭოს ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი . 2. საბჭოს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში . 3. საბჭოს სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით . 4. საბჭოს სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სოციალური დაცვის სამსახური . 5. საბჭოს სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სოციალური დაცვის სამსახური . 6. საბჭოს სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება , რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი . განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საბჭოს წევრის აზრი დაერთვება დასკვნას (ოქმს ). მუხლი 26🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის საბჭო იხილავს მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა , ოჯახთა განცხადებებს დახმარების გაწევის თაობაზე , ადგენს მათ უტყუარობას , ინდივიდუალურად შეისწავლის თითოეული მოქალაქის განცხადებას , რომლის შედეგადაც განსაზღვრავს ერთჯერადი ფულადი დახმარების რაოდენობას . 2. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანებით , საბჭოს ოქმის (გადაწყვეტილების ) და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე . 3. საბჭოს საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა , ჯანდაცვის , განათლების , კულტურისა და სპორტის კომისია . 4. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად . მუხლი 27🔗. ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემა 1. სოციალური დახმარება ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის (გარდა კომუნალური სუბსიდირების პროგრამისა ) არის ერთჯერადი . 2. მოსახლეობის დახმარების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით . წარმოდგენილი ანგარიშ -ფაქტურების მიხედვით მითითებული სამედიცინო დაწესებულებების შესაბამის ან პირად ანგარიშზე . 3. კომუნალური სუბსიდირების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო ზემო -სვანეთის რეგიონალური განვითარების მესტიის სერვისცენტრის მიერ მოწოდებული მომართვის წერილისა და დანართი სიების საფუძველზე , მიმდინარე თვის ბალანსის ოდენობით , უნაღდო ანგარიშსწორების გზით , შესაბამისი კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე . 4. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება . 5. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით -ბრძანებით .