„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
ძალის დაკარგვა 23.05.2019
გამომცემი ორგანო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016027
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2018
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი | პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
ბრძანება №1
2018 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 04.03.2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010100000.62.074.016010) დამტკიცებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ე) „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული ინსპექტორის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;“
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ა1) ინსპექტორისათვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლში ხელშეწყობა;“
გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინსპექტორი:
ა) პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობაზე;
ბ) ახორციელებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს;
გ) განიხილავს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ განცხადებებს;
დ) იღებს გადაწყვეტილებას საჯარო და კერძო დაწესებულებებში, ასევე ფიზიკური პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირება) თაობაზე;
ე) გასწევს კონსულტაციებს საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე ფიზიკური პირებისათვის მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ვ) ახორციელებს საზოგადოების ინფორმირებას საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ;
ზ) ხელმძღვანელობს აპარატს და იღებს გადაწყვეტილებებს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
თ) განსაზღვრავს აპარატის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს;
ი) ამტკიცებს აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების ოდენობებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) საჭიროების მიხედვით ახდენს აპარატის თანამშრომლებზე უფლებამოსილების დელეგირებას;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს, დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს, იყენებს წახალისების ფორმებს და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს აპარატის თანამშრომლების მიმართ, აცხადებს რეორგანიზაციას;
მ) საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
ო) უზრუნველყოფს აპარატისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“
3. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10🔗
1. ინსპექტორის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექტორი.
2. ინსპექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს მის საკურატორო სფეროს მიკუთვნებულ სტრუქტურულ ერთეულებს და ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
3. ინსპექტორის მოადგილის საკურატორო სფეროში შედის:
ა) იურიდიული დეპარტამენტი;
ბ) სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
გ) საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი.
4. ინსპექტორის მოადგილის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით ინსპექტორის ფუნქციების შესრულება;
ბ) საკურატორო სფეროში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა;
გ) საკურატორო სფეროში შემავალი დეპარტამენტების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში აპარატის წარმოდგენა სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან/და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) კანონმდებლობით ან/და ინსპექტორის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების და დავალებების შესრულება.“.
5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11🔗
„ინსპექტორის უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით აპარატში სტრუქტურული ერთეულების სახით შექმნილია დეპარტამენტები.“.
6. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) იურიდიული დეპარტამენტი;
ბ) სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
გ) საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
დ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი;
ე) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ზ) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
თ) ფინანსური უზრუნველყოფისა და შესყიდვების დეპარტამენტი;
ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.“.
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13🔗
1. იურიდიული დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორისა და ინსპექტორის მოადგილის წინაშე.
2. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ინსპექტორისა და აპარატის ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
ბ) ინსპექტორის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის საჭირო სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტების განცხადების განსახილველად მიღებასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან, დასრულებასთან დაკავშირებული ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
გ) ამ დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების ოქმის საფუძველზე, შემოწმების (ინსპექტირების) დასრულების თაობაზე ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
დ) სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა გადაცემის ნებართვის თაობაზე განცხადებების განხილვისთვის სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის ინსპექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და ინსპექტორისათვის წარდგენა;
ე) ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრის წარმოება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში აპარატის ან სხვა უწყებების მიერ შემუშავებული ნორმატიული პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში ინსპექტორის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აპარატში დაცული საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და აპარატში დაცული საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში „ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ“ ინსპექტორის წლიური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული პირებისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა; კონსულტაციების გაწევისას წამოჭრილი საკითხების სამართლებრივი ანალიზი, სამართლებრივი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების მომზადება და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
მ) ინსპექტორის ან/და ინსპექტორის მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) დადგენილი წესით მოახდინოს ინსპექტორის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების წარმოებაში მისაღებად, განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება (მათ შორის გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, ჩაატაროს ზეპირი განხილვის სხდომა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ჩამოართვას ახსნა-განმარტებები და ა.შ);
გ) ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით მიმართოს ინსპექტორს განცხადების განხილვის ფარგლებში შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, განცხადების განხილვის ვადის შეჩერების ან გაგრძელების მიზანშეწონილობაზე და ა.შ);
დ) სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა გადაცემის ნებართვის თაობაზე განცხადებასთან დაკავშირებით ჩაატაროს ზეპირი განხილვა, მოიპოვოს ინსპექტორის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა მტკიცებულებები;
ე) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს ან/და ინსპექტორის მოადგილეს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ვ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. იურიდიული დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.“.
8. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14🔗.
1. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორისა და ინსპექტორის მოადგილის წინაშე.
2. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ინსპექტორის მიერ სამართალდამცავი ორგანოს ან სხვა საჯარო დაწესებულების მხრიდან მონაცემთა სამართალდარღვევით დამუშავების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის საჭირო სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის მონაცემთა სუბიექტების განცხადების განსახილველად მიღებასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან და დასრულებასთან დაკავშირებული ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
ბ) სამართალდამცავი ორგანოს ან სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარება, შემოწმების ოქმის შედგენა, შემოწმების (ინსპექტირების) დაწყებასთან, გაგრძელებასთან და დასრულებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
გ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინსპექტორის მიერ გასაზღვრული წესის შესაბამისად:
გ.ა) ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შედეგად ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე/ფაქტებზე (ინციდენტებზე) რეაგირება;
გ.ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის მიზნით შემოწმების (ინსპექტირების) დაგეგმვა და ჩატარება; შემოწმების ოქმის შედგენა; შემოწმების (ინსპექტირების) დაწყებისათან, გაგრძელებასთან და დასრულებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში ინსპექტორის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში აპარატის ან სხვა უწყებების მიერ შემუშავებული ნორმატიული პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ზ) სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა; კონსულტაციების გაწევისას წამოჭრილი საკითხების სამართლებრივი ანალიზი, სამართლებრივი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
თ) სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში „ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ“ ინსპექტორის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) ინსპექტორის ან/და ინსპექტორის მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) დადგენილი წესით მოახდინოს ინსპექტორის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების წარმოებაში მისაღებად, განსახილველად და ინსპექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება (მათ შორის, გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, ჩაატაროს ზეპირი განხილვის სხდომა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მიმართოს ინსპექტორს განცხადების განხილვის ფარგლებში შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, განცხადების განხილვის ვადის შეჩერების ან გაგრძელების მიზანშეწონილობაზე და ა.შ);
გ) დადგენილი წესით მოახდინოს შემოწმების (ინსპექტირების) განსახორციელებლად, ასევე შემოწმების (ინსპექტირების) დასრულების თაობაზე ინსპექტორის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება (მათ შორის გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, გამართოს შეხვედრები, განახორციელოს ადგილზე შემოწმება, ჩამოართვას ახსნა-გნმარტებები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, შეადგინოს შემოწმების ოქმი, მიმართოს ინსპექტორს შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე და ა.შ);
დ) მოიძიოს/გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაასაიდუმლოვოს შემოწმების მიზნებისათვის დეპარტამენტის მიერ წარმოებული დოკუმენტები;
ვ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს ან/და ინსპექტორის მოადგილეს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
9. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15🔗
1. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით მასზე დაკისრებულ ფუნქციებს. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორისა და ინსპექტორის მოადგილის წინაშე.
2. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ინსპექტორის გადაწყვეტილებით სუბიექტის განცხადების განხილვის ფარგლებში საჯარო (გარდა სამართალდამცავი ორგანოებისა) და კერძო სექტორის, ასევე ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება), შემოწმების ოქმის მომზადება და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა;
ბ) ინსპექტორის ინიციატივით საჯარო (გარდა სამართალდამცავი ორგანოებისა) და კერძო სექტორის, ასევე ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით შემოწმების (ინსპექტირების) დაგეგმვა და ჩატარება, შემოწმების ოქმის შედგენა და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით, შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადების მიზნით იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;
დ) საჯარო (გარდა სამართლდამცავი ორგანოებისა) და კერძო სექტორის, ასევე ფიზიკური პირების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება;
ე) საჯარო (გარდა სამართლდამცავი ორგანოებისა) და კერძო სექტორის, ასევე ფიზიკური პირების მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში „ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ“ ინსპექტორის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ზ) ინსპექტორის და ინსპექტორის მოადგილის დავალებების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) დადგენილი წესით მოახდინოს შემოწმების (ინსპექტირების) განსახორციელებლად, ასევე შემოწმების (ინსპექტირების) დასრულების თაობაზე ინსპექტორის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება (მათ შორის გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, გამართოს შეხვედრები, განახორციელოს ადგილზე შემოწმება, ჩამოართავას ახსნა-გნმარტებები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, შეადგინოს შემოწმების ოქმი, ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით მიმართოს ინსპექტორს შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე და ა.შ);
გ) მოიძიოს/გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით;
დ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს და ინსპექტორის მოადგილეს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ე) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
10. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16🔗
„1. სამართალშემოქმედების დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
2. სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, არსებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და გაუმჯობესების (პრაქტიკულ საქმიანობასთან მორგება, ხარვეზების აღმოფხვრა) მიზნით სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შესატანად წინადადებებისა და პროექტების შემუშავება; მიღებული საკანონმდებლო აქტების შესახებ აპარატის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება; კომპეტენციის ფარგლებში სხვა უწყებების მიერ შემუშავებული ნორმატიული პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ბ) „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და ინსპექტორისათვის წარდგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ინსპექტორის დავალებების შესაბამისად, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინსპექტორის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამართალშემოქმედების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. სამართალშემოქმედების დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
11. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17🔗
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინპექტორის წინაშე.
2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია, ინსპექტორის წარმომადგენლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან, საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებზე;
ბ) ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა;
გ) ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების, ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშებისა და გეგმების პროექტების მომზადება და ინსპექტორისათვის წარდგენა;
დ) ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ევროპის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების, ცალკეულ სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ვ) საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენინგების დაგეგმვა და ორგანიზება;
ზ) კომპეტენციის შესაბამისად ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; უცხოეთის ქვეყნებში აპარატის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების, ასევე უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციების ვიზიტის დაგეგმვა, ორგანიზება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში „ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ“ ინსპექტორის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ი) ინსპექტორის ინდივიდუალური დავალებების საფუძველზე, სხვა ამოცანების (მათ შორის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსპექტორის ვალდებულებებთან დაკავშირებული ამოცანების) შესრულება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს ინსპექტორს წინადადებები აპარატის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
12. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18🔗
1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინპექტორის წინაშე.
2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) აპარატის ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მონიტორინგი, ადმინისტრირება და მართვა; აპარატში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა; აპარატის კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; აპარატის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ავტომატიზაციისათვის შესაბამისი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მისი შესაბამისი მხარდაჭერა;
ბ) აპარატში ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა;
გ) ინსპექტორის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში მონაცემთა დამმუშავებელის/უფლებამოსილი პირის კომპიუტერული ინფრასტრუქტურის, მათ შორის კომპიუტერული სისტემების, უსაფრთხოების და კანონთან შესაბამისობის ტექნიკური აუდიტი (შემოწმება);
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინსპექტორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად:
დ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერზე ზედამხედველობა კონტროლის ელექტრონული სისტემისა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
დ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებისა და მასალის განადგურების ოქმების) აპარატის ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვითა და წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზით;
დ.გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობა სასამართლოს, პროკურატურის და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვით, შედარებითა და ანალიზით;
დ.დ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
დ.ე) კონტროლის ელექტრონულ სისტემაში, კონტროლის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონულ სისტემაში და აპარატის ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ინციდენტების მონიტორინგი;
დ.ვ) ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან (მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებისა და მასალის განადგურების ოქმების), ასევე კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვასთან დაკავშირებული შემოსული დოკუმენტების რეგისტრაცია აპარატის ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მატერიალური ფორმის დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა და შენახვა;
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ერთობლივი ინფორმაციული სისტემების შექმნის პროცესში;
ზ) აპარატის მიერ ყოველთვიურად გაწეული საქმიანობის სტატისტიკური მონაცემების შეჯამება და ანალიზი;
თ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნციონირების დასაწყებად საჭირო კომპიუტერული ინფრასტრუქტურის, მათ შორის კომპიუტერული სისტემებისა და უსაფრთხოების ქსელის შექმნა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით და 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ“ ინსპექტორის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) ინსპექტორის ინდივიდუალური დავალებების საფუძველზე, სხვა ამოცანების (მათ შორის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსპექტორის ვალდებულებებთან დაკავშირებული ამოცანების) შესრულება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.“.
13. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19🔗
1. ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია ინპექტორის წინაშე.
2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ფუნქციებია:
ა) აპარატის ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის (აპარატის მომხმარებლის) წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად; მოსამსახურეთა შეფასების პროცესის ორგანიზება; აპარატში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების დაგეგმვა და ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოების უზრუნველყოფა და ადმინისტრირება; კომპეტენციის ფარგლებში, საკადრო, საორგანიზაციო ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებების და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში აპარატის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადება; აპარატის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ორგანიზება/ჩატარება;
ბ) ბრძანებების და შრომითი ხელშეკრულებების და კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული სხვა დოკუმენტების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
გ) ინსპექტორის საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა; ინსპექტორის საქმისწარმოების სისტემის მართვა და დოკუმენტების შესრულებაზე მონიტორინგი; ინსპექტორის სამუშაო შეხვედრებისა და სხდომების ორგანიზება, ინსპექტორის სამუშაო განრიგის წარმოება;
დ) ინსპექტორის გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება; სტატისტიკური ინფორმაციების მომზადება; სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ამსახველი ანგარიშების ანალიზი;
ე) აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების საქმისწარმოება; კომპეტენციის ფარგლებში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მატერიალური ფორმის დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა და შენახვა;
ვ) აპარატის საქმისწარმოების, მათ შორის არქივის წარმოება; აპარატში საქმისწარმოების პროცესის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მათ შორის აპარატის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მატერიალური და ელექტრონული სახით შემოსული კორესპონდენციის ბაზაში ასახვა/რეგისტრაცია, დამუშავება, კლასიფიკაცია და ადრესატისათვის გაგზავნა დადგენილი წესითა და საჭიროების შესაბამისად; აპარატის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში აპარატის მოხელეთა მიერ შესრულებული კორესპონდენციის შესაბამის ადრესატებთან გადაგზავნა დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად; აპარატის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში შექმნილი და დაცული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლების დამოწმება დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად; აპარატში არსებული დოკუმენტაციის დაარქივება, მათი სისტემატიზაციისა და სათანადო წესით შენახვის მიზნით;
ზ) აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; აპარატის ადმინისტრაციული შენობის უსაფრთხოების დაცვა და აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა;
თ) აპარატის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ აპარატის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების/ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება; ოფიციალური შეხვედრების, ვიზიტების ორგანიზება/ტექნიკური მხარდაჭერა;
კ) აპარატში ვიზიტორების მიღება და საშვების დაშვების უზრუნველყოფა;
ლ) სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვის ტაბელის წარმოება-ადმინისტრირება;
მ) აპარატის ცხელი ხაზის და ელექტრონული ფოსტის წარმოება, შემოსული ზარების განაწილება აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში;
ნ) ინსპექტორის დავალებების საფუძველზე სხვა ამოცანების (მათ შორის, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსპექტორის ვალდებულებებთან დაკავშირებული ამოცანების) შესრულება;
ო) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ადმინისტრაცია უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია სამსახურის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმიანობას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი.“.
14. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20🔗
1. ფინანსური უზრუნველყოფისა და შესყიდვების დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინპექტორის წინაშე.
2. ფინანსური უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება; ბუღალტრული ოპერაციების კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვა; აპარატის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება, მათი ინსპექტორისათვის და სხვა უფლებამოსილი უწყებებისთვის წარდგენა; ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვადასხვა წყაროების მიხედვით, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა; ფინანსური ინფორმაციის/დოკუმენტების შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა; უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების დროული წარმოება შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე; თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების და სხვა განაცემების გაცემის ორგანიზება; აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია (ინვენტარიზაციის პროცესის უსზრუნველყოფა კანონმდებლობის შესაბამისად); საბიუჯეტო განაცხადის შედგენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენა; საბიუჯეტო პროცესის მართვა და ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მიხედვით დამტკიცებული ასიგნებების გონივრული, განვითარებაზე ორიენტირებული ხარჯვის უზრუნველყოფა; აპარატის ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ინსპექტორისათვის წინადადებების წარდგენა;
ბ) აპარატის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა, შესაბამისი სტრუქტურული ერთულის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე; ინსპექტორთან შეთანხმებით სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადება; საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში ცვლილებების შეტანა; სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ჩატარება, ანგარიშგება, შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, წარმოება, რეგისტრაცია და შენახვა; სახელმწიფო შესყიდვის რაციონალური განხორციელების, ღია და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ბაზრის კვლევა და ალტერნატივების ძიება; სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება; ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
გ) აპარატის სასაწყობე მეურნეობის წარმართვა;
დ) ინსპექტორის ინდივიდუალური დავალებების საფუძველზე, სხვა ამოცანების (მათ შორის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსპექტორის ვალდებულებებთან დაკავშირებული ამოცანების) შესრულება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ფინანსური უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია სამსახურის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. ფინანსური უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.“.
15. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21🔗
1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი წარმოადგენს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინპექტორის წინაშე.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ინსპექტორის/აპარატის ურთიერთობის კოორდინაცია; აპარატის სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიის წარმოება და, საჭიროებიდან გამომდინარე, ბრიფინგებისა და კონფერენციების ორგანიზება, პრესრელიზების და მსგავსი ინფორმაციის მომზადება; თემატური ელექტრონული და ბეჭდვითი პუბლიკაციების მომზადება და გავრცელება; აპარატის საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; აპარატის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა; უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, საზოგადოების ინფორმირება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
გ) ინსპექტორისა და აპარატის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა;
ე) აპარატში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება;
ვ) აპარატში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
ზ) აპარატის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელის ადმინისტრირება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
ი) ინსპექტორის ან/და ინსპექტორის მოადგილის დავალებების საფუძველზე, სხვა ამოცანების (მათ შორის „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსპექტორის ვალდებულებებთან დაკავშირებული ამოცანების) შესრულება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია სამსახურის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.“.
16. 22-ე-242 მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 01 იანვრიდან.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორითამარ ქალდანი