📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №239
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016343
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,082 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2018 მიღება
01.01.2019 ძალაში შესვლა
01.01.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №239 2018 წლის 28 დეკემბერი ქ. თეთრიწყარო 2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 და 24-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „2018 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №195 დადგენილება . მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი №1 2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს მათთვის მატერიალური დახმარების მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან „მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. დახმარების გაცემის აუცილებელი პირობაა მოქალაქეს (გარდა იძულებით გადაადგილებული პირისა) 2019 წლის პირველი იანვრიდან ჰქონდეს უწყვეტი რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება ხდება სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე). თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სახეები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სახეებია: ა) ფულადი სოციალური დახმარება; ბ) არაფულადი სოციალური დახმარება; მუხლი 2🔗. ფულადი სოციალური დახმარების სახეები ფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება, შემდეგია: ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება; ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება; გ) დიალიზის პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური დახმარება; დ) უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა. ე) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, ან /და მათთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება;  ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; ზ) იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; თ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი და ვეტერანების დღის (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად შშმ (მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული) ვეტერანებისათვის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით- 822) დახმარება; ი) ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება; კ) შაქრიანი დიაბეტით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანინემია), გლუტენის დაავადებით (ცელიაკია), ჰიდროცეფალიით და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა (0- დან 18 წლამდე) დახმარება. ლ) დედით, ან მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება; მ) იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარება; ნ) იმ ოჯახების სოციალური დახმარება, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე და მომდევნო შვილი; ო) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირთა დახმარება. პ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება (არასრულწლოვანი შვილის/ შვილების ყოლის შემთხვევაში); ჟ) ძალადობის მსხვერპლთა დახმარება; 2.  ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან მრავალშვილიანი ოჯახებისა, დედ-მამით ობოლი ბავშვების, დიალიზის პროგრამაში ჩართული პირთა ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით დახმარებები და უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანაჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად ხდება. მუხლი 3🔗. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები: ა) ურგენტული და გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების და პალიატიური მომსახურების დაფინანსება.  ბ) მედიკამენტებით უზრუნველყოფა; გ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა; დ) C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება; ე) ბავშვთა აუტიზმით დაავადებულ მოზარდთა (18 წლამდე) სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსება; ვ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების I კურსის სტუდენტთა (გარკვეული კატეგორიის) სწავლის დაფინანსება, თანხის საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე ჩარიცხვით; თავი II ერთჯერადი ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 4🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის, დედ-მამით ობოლ ბავშვებს გაეწევათ სოციალური დახმარება ყოველთვიურად, 200 (ორასი) ლარის ოდენობით; 2. დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ; ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის, ან პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) დამატებითი დოკუმენტაცია, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 5🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მრავალშვილიან (ხუთი და მეტი შვილი) ოჯახს, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი შვილი, გაეწევა ყოველთვიური ფულადი დახმარება, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 20 (ოცი) ლარის ოდენობით.  2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მშობლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: ა) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; მუხლი 6🔗. დიალიზის პროგრამაში ჩართულ პირთა დახმარება ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით 1. დიალიზის პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური დახმარება ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით განისაზღვროს 80 (ოთხმოცი) ლარით. 2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა და ფაქტობრივად მცხოვრებმა პირმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი; ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV–100/ა); გ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტი; დ) სხვა დამატებითი დოკუმენტები, რომელთა წარდგენასაც საჭიროდ მიიჩნევს დახმარების გამცემი კომისია. მუხლი 7🔗. უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა 1. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით, ქირის საფასური განისაზღვროს ყოველთვიურად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.  2. დახმარების მისაღებად უსახლკაროდ რეგისტრირებულმა პირმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება; გ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა დოკუმენტი, კომისიის გადაწყვეტილებით. მუხლი 8🔗. დახმარების გაცემის წესი ამ თავში მითითებული სოციალური დახმარებები დაინიშნება სოციალური დახმარების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით და გაიცემა ყოველთვიურად, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. თავი III ერთჯერადი ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 9🔗. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ან/და მათთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრის, ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მებრძოლთან და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. 3.დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი, ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი; ბ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; 4)  პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება: მეუღლე, მშობელი, შვილი (გერი),  და-ძმა, ბებია-პაპა, კანონიერი მეურვე. მუხლი 10🔗. სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს;  2. სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით; 3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:  ა) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; 4. გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრად ჩაითვლება სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში იმავე საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული პირი. მუხლი 11🔗. იძულებით გადაადგილებული ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის იმავე ოჯახის (ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; 2. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა და ფაქტობრივად მცხოვრებმა სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილისა და განმცხადებლის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;  3. პირის ოჯახის წევრად ჩაითვლება, დევნილის მოწმობის თანახმად ერთი სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებული პირი. მუხლი 12🔗. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისა და ვეტერანების დღის (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად შშმ ვეტერანების   დახმარება ამ მუხლით გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით – 822 რეგისტრირებული, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ ვეტერანების აგრეთვე საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება: ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით – 822) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, აგრეთვე საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები მიიღებენ ფულად დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) ვეტერანების დღის (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ ვეტერანები პირადი განცხადების საფუძველზე  მიიღებენ ფულად დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით. მუხლი 13🔗. ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირის ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 100(ასი) ლარის ოდენობით; 2. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირის, ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; დ) დამატებითი დოკუმენტაცია(საჭიროების შემთხვევაში), კომისიის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 14🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები შაქრიანი დიაბეტით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანინემია), გლუტენის დაავადებით (ცელიაკია), ჰიდროცეფალიით და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა (0- დან 18 წლამდე) დახმარება. 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები (0-დან 18 წლამდე), შაქრიანი დიაბეტით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანინემია), გლუტენის დაავადებით (ცელიაკია), ჰიდროცეფალიით და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქობე ბავშვთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით; 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი; 7 გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმაNIV–100/ა); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) დამატებითი დოკუმენტაცია  (საჭიროების შემთხვევაში), კომისიის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 15🔗. დედით, ან მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. დედით, ან მამით ობოლ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებს გაეწევათ ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით; 2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:  ა) მშობლის (დედის, ან მამის) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ბ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის, ან პირადობის მოწმობის ასლები; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; 3. განმცხადებელი შეიძლება იყოს: მშობელი, სრულწლოვანი და, ან ძმა, ბებია , პაპა და ოჯახის სხვა წევრი. მუხლი 16🔗. იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება.  1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000, ერთჯერადი სოციალური დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით; 2. დახმარების მისაღებად იძულებით გადაადგილებული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:  ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. ბ) იძულებით გადაადგილებული პირის - (დევნილის) დამადასტურებელი მოწმობა; გ),,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტს მიერ გაცემული ამონაწერი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; მუხლი 17🔗. იმ ოჯახების სოციალური დახმარება, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე და მომდევნო შვილი. 1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ (ორივე მშობელი) იმ ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე და მომდევნო შვილი. დახმარება გაიცემა ბავშვის შეძენისას ერთჯერადად, არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა; 2. დახმარების მისაღებად ერთ- ერთმა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; მუხლი 18🔗. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირთა დახმარება. 1. დახმარება გაიცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირზე, წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა; 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ან მისი ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმაNIV–100/ა); გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) დამატებითი დოკუმენტაცია, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 19🔗. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება (არასრულწლოვანი შვილის/ შვილების ყოლის შემთხვევაში) 1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მარტოხელა მშობელს; 2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა; 3. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი(ცნობა); გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; მუხლი 20🔗. ძალადობის მსხვერპლთა დახმარება 1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს; 2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა; 3. დახმარების მისაღებად ძალადობის მსხვერპლმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;  ბ) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; დ) დამატებითი დოკუმენტაცია, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 21🔗. დახმარების გაცემის წესი წინამდებარე პროგრამის მე - III თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარებებიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეზე დახმარება გაიცემა სოციალური დახმარებების გამცემი  მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით (გარდა მე-9, მე-10,მე-11 და მე-13 მუხლებისა), მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. თავი IV არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 22🔗. ურგენტული და გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების და პალიატიური მომსახურების დაფინანსება. 1. პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს: ა) ურგენტული და გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის მიერ დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს სამედიცინო დაზღვევის (საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამა, ან კერძო დაზღვევა) მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 700 (შვიდასი) ლარისა.  ბ) დიაგნოსტიკური კვლევების საჭიროებისას, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა და გააჩნიათ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის 80%-ით, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისათვის-50%-ით. გ) მშობიარეთა თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; დ) ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე და 18 წლამდე ასაკის პაციენტთათვის, რომელთა მხრიდან გადასახდელი/თანაგადასახდელი თანხის ოდენობა აღემატება 1000 (ერთი ათას) ლარს, თანადაფინანსება განისაზღვროს ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 70%-ით, ზღვრული ოდენობა დადგინდეს 3000 (სამი ათასი) ლარით; ე) პალიატიური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის შესაბამისად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად; 4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 5. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმაNIV–100/ა)და ანგარიშ-ფაქტურა (კალკულაცია);  გ) სხვა დამატებითი დოკუმენტები, რომელთა წარდგენასაც საჭიროდ მიიჩნევს დახმარების გამცემი კომისია. მუხლი 23🔗. მედიკამენტებით უზრუნველყოფა 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, სოციალური სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში (0-დან 100 000 ქულის ჩათვლით) რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, აგრეთვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებზე, ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე გაიცემა სოციალური დახმარება მედიკამენტების შესაძენად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა. 2. ავასტინის ინტრავიტრეალური არაუმეტეს ორი ინექციის დაფინანსება 3. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) შესაბამის სააფთიაქო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა N IV – 100/ა); დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე; 4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურსამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 24🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა. 1.  წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დახმარება სუბსიდირების სახით გაიცემა მერიის მიერ შესაბამისი მიზნებისათვის დაფუძნებული ა(ა)იპ-ის სახელზე და ხმარდება ქ. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, ცხელი სადილის ადგილზე მომხმარებელ იმ ბენეფიციარებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 65 000-ს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1000-ს, აგრეთვე ლიმიტის (ადგილების) არსებობის შემთხვევაში, სარეიტინგო ქულის მიუხედავად, კომისიის გადაწყვეტილებით. 2. შესაბამისი ა(ა)იპ-ი უფასო კვებით უზრუნველყოფს უკიდურესად მძიმე სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის მქონე მოსახლეობის ორ კატეგორიას : ქ. თეთრიწყაროში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს ყოველდღიურად ცხელი სადილით, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრებთ – საკვები პროდუქტით თვეში ერთხელ. 3. 2019 წლის 1 იანვრიდან შესაბამისი ა(ა)იპ-ის მიერ ბენეფიციართა რეესტრი  ჩამოყალიბდეს ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულისა და განსაკუთრებული შემთხვევების არსებობისას, მერის წარმომადგენლის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც სამ თვეში ერთხელ დაექვემდებარება განახლებას. საჭიროების შემთხვევაში, ჩამოყალიბდეს მომლოდინეთა რიგი და ბენეფიციარის დაკმაყოფილება განხორციელდეს ოჯახის რეალური სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. 4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები (არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი);  ბ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ - ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.  გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი; მუხლი 25🔗. C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები C ჰეპატიტით დაავადებული ბენეფიციარის გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურების ჩასატარებლად აუცილებელი თანხის დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, განისაზღვროს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარით. 2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) შესაბამისი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა – ფორმა N100; 3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად; 4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად. მუხლი 26🔗. ბავშვთა აუტიზმით დაავადებული მოზარდთა (18 წლამდე) სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსება. 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ბავშვთა აუტიზმით დაავადებული მოზარდის (18 წლამდე) სარეაბილიტაციო თანხის დაფინანსება (ეტაპების მიხედვით) განისაზღვროს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარით. 2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  ა) განმცხადებლის საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) შესაბამისი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა - ფორმა N100; გ) მოზარდის დაბადების მოწმობის, ან პირადობის მოწმობის ასლი. 3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად; 4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად. მუხლი 27🔗. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი კურსის სტუდენტებისთვის (გარკვეული კატეგორიის) სწავლის დაფინანსება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, 23 წლამდე ასაკის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების I კურსზე ჩარიცხულ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს: ა) სტუდენტს სოციალურად დაუცველი (65 000 -მდე), მრავალშვილიანი (ხუთი და მეტი შვილი) ოჯახიდან; ბ) დედით ან მამით, ან დედ - მამით ობოლ სტუდენტს; გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა (გათანაბრებულის გამოკლებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდირებით - 822) შვილებს სწავლის დაფინანსების მიზნით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, გაეწევათ დახმარება 500 ლარის ოდენობით დაწესებულების ანგარიშზე ჩარიცხვით. 2. აღნიშნული მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ან უფლებამოსილმა პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განმცხადებლის, ან / და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლები; ბ) ანგარიშ - ფაქტურა ან/ შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე (შესაბამისი საბანკო რეკვიზიტის მითითებით); გ) ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; დ) ამავე მუხლის პირველი პუნქტის,, ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები; ე) ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშობლის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი; ვ) დაბადების მოწმობის ასლი/ ასლები, თუ ოჯახი მრავალშვილიანია; 3. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. მუხლი 28🔗. დახმარების გაცემის წესი IV თავში გათვალისწინებული სოციალური დახმარებები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებზე კალენდარული წლის განმავლობაში, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, გაიცემა მხოლოდ ერთხელ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 29🔗. სოციალური დახმარების გაცემის განსაკუთრებული პირობები 1. გადაუდებელი აუცილობლობისას, ერთჯერადი ფულადი დახმარება და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება შეიძლება განხორცილდეს კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის - ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა, აღნიშნული პროგრამით სარგებლობის მიუხედავად.