საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული დარღვევის გამოვლენისას, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით- ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს