სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №Data eliberării ___________________ L.Ş.
Date of issuance S.P.
გაცემის თარიღი
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.020990
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2018
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტებით ვაჭრობისა და იმპორტისას საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების შესახებ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №674
2018 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემის წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის
გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემის წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს, სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოდან ექსპორტის/რეექსპორტის შემთხვევაში, ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემის პროცედურებსა და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. ეს წესი მიზნად ისახავს სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიცირების რეგულირების პრინციპების განსაზღვრას.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატი (შემდგომში − ჯანმრთელობის სერტიფიკატი) − სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) წარმოშობის ქვეყანა – ქვეყანა, სადაც სურსათი/ცხოველის საკვები იქნა მოყვანილი, შეგროვებული, მოპოვებული და წარმოებული;
გ) გამგზავნი ქვეყანა – იმ ქვეყნის დასახელება, სადაც სურსათი/ცხოველის საკვები ჩაიტვირთა სატრანსპორტო საშუალებაში უშუალოდ დანიშნულების ქვეყანაში გადასაზიდად;
დ) დანიშნულების ადგილი – ტვირთის − სურსათის/ცხოველის საკვების საბოლოო დანიშნულების ადგილის მისამართი.
მუხლი 3🔗. ჯანმრთელობის სერტიფიკატის გამოყენების სფერო
1. ჯანმრთელობის სერტიფიკაცია ნებაყოფლობითია და ხორციელდება განმცხადებლის ინიციატივით სურსათის/ცხოველის საკვების ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის/რეექსპორტის ან მოლდოვის რესპუბლიკაში ექსპორტის დროს.
2. ჯანმრთელობის სერტიფიკატი გაიცემა როგორც შეფუთულ, ისე ნაყარის სახის სურსათზე/ცხოველის საკვებზე.
3. ჯანმრთელობის სერტიფიკატს, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, გასცემს:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), გარდა რეექსპორტის შემთხვევისა;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური) – სურსათის/ცხოველის საკვების რეექსპორტისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელია ნიმუშის აღება ანალიზისათვის.
4. ჯანმრთელობის სერტიფიკატი გაიცემა განცხადებაში მითითებულ სურსათზე/ცხოველის საკვებზე.
5. „ჯანმრთელობის სერტიფიკატი სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტისათვის“ (დანართი №1) გაიცემა, თუ სურსათი/ცხოველის საკვები და ამ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოშობის ქვეყანა ევროკომისიის მიერ შეყვანილია აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი სურსათის/ცხოველის საკვების წარმოშობის ქვეყნების ნუსხაში.
6. „ჯანმრთელობის (უვნებლობის) სერტიფიკატი „მცენარეული წარმოშობის ნედლეულში ან/და მცენარეული წარმოშობის სურსათში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის და ნიტრატების შემცველობის შესაბამისობის შესახებ“ (დანართი №2) გაიცემა სურსათის/ცხოველის საკვების მოლდოვის რესპუბლიკაში ექსპორტის შემთხვევაში.
მუხლი 4🔗. ჯანმრთელობის სერტიფიკატის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
1. ჯანმრთელობის სერტიფიკატის მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) ბიზნესოპერატორის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) სურსათის/ცხოველის საკვების დასახელება;
გ) ტვირთის კოდი;
დ) წარმოშობის ქვეყნის დასახელება;
ე) ტვირთის აღწერა;
ვ) შეფუთული ტვირთის რაოდენობა და ტიპი, შეფუთვის სახეობა;
ზ) ბრუტო ან ნეტო წონა;
თ) პარტიის ნომერი;
ი) დატვირთვის ადგილი;
კ) გადამზიდველის მონაცემები;
ლ) დანიშნულების ადგილი და ქვეყანა;
მ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
2. მოლდოვის რესპუბლიკაში ექსპორტისას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადებისა, წარდგენილ უნდა იქნეს აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოცდის ოქმი.
3. ევროკავშირის ქვეყნებში სურსათის/ცხოველის საკვების ექსპორტისას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა, წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) იმ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ აღებული სურსათის ნიმუშის აღების აქტი, რომელსაც აკრედიტაციის სფეროთი განსაზღვრული აქვს სურსათის ნიმუშის აღება, „სურსათში მიკოტოქსინების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ნოემბრის №497 დადგენილების შესაბამისად;
ბ) იმ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ აღებული ცხოველის საკვების ნიმუშის აღების აქტი, რომელსაც აკრედიტაციის სფეროთი განსაზღვრული აქვს ცხოველის საკვების ნიმუშის აღება ევროკომისიის 2009 წლის 27 იანვრის (EC) No 152/2009 რეგულაციის შესაბამისად, რომელიც აწესებს ნიმუშების აღებისა და ანალიზის მეთოდებს ცხოველთა საკვების ოფიციალური კონტროლის მიზნით;
გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღებული ნიმუშების აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი;
დ) სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოში იმპორტის განხორციელების თანმხლები ჯანმრთელობის სერტიფიკატის ასლი, რომელიც შევსებული და დამოწმებულია წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური უწყების მიერ.
4. სურსათის/ცხოველის საკვების ევროკავშირში რეექსპორტის შემთხვევაში, ჯანმრთელობის სერტიფიკატი გაიცემა საქონლის წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ჯანმრთელობის სერტიფიკატისა და ლაბორატორიული გამოცდის ოქმის საფუძველზე, თუ პასუხისმგებელი პირი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს საბაჟო გამშვებ პუნქტშივე აცხადებს რეექსპორტის გამოყენების განზრახვას და მისი განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე. ამასთან, შესრულებული უნდა იყოს შემდეგი პირობები:
ა) ჯანმრთელობის სერტიფიკატის მიღების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ჯანმრთელობის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 დღისა;
ბ) დაცული უნდა იქნეს საქონლის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები.
5. ჯანმრთელობის სერტიფიკატის მისაღებად დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტაცია, თარგმანის შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ჯანმრთელობის სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორესა და ნამდვილობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
მუხლი 5🔗. ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემა
1. ჯანმრთელობის სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განხილვა უნდა განხორციელდეს განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 3 დღისა.
2. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენისას, ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, სააგენტო ან სამსახური განსაზღვრავს გონივრულ ვადას და წერილობით აცნობებს განმცხადებელს. გონივრულ ვადაში შეუსაბამობის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტო ან სამსახური წარდგენილ განცხადებას ტოვებს განუხილველად. დოკუმენტაციის განმეორებითი განხილვა განხორციელდება ახალი განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
3. ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განცხადების შეტანიდან ან შეუსაბამობის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს ან სამსახურის უფროსი.
4. ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, სააგენტო ან სამსახური ვალდებულია, განმცხადებელს წერილობით აცნობს დასაბუთებული პასუხი მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
5. ჯანმრთელობის სერტიფიკატი შევსებული უნდა იქნეს ქართულ და ინგლისურ ენებზე 2 (ორ) ეგზემპლარად.
6. ჯანმრთელობის სერტიფიკატი მოქმედია გაცემიდან 4 თვის განმავლობაში.
7. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია ასეთი სერტიფიკატის შეცვლა სხვა სერტიფიკატით (დუბლიკატით). ამ შემთხვევაში, ახალ სერტიფიკატში მიეთითება იმ სერტიფიკატის გაცემის თარიღი და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის შემცვლელიც არის აღნიშნული სერტიფიკატი. დუბლიკატი გაიცემა განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი დღისა.
8. ჯანმრთელობის სერტიფიკატის დუბლიკატს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს.
9. დანიშნულების ქვეყნის ან განმცხადებლის მოთხოვნით შესაძლებელია ჯანმრთელობის სერტიფიკატის ელექტრონული ფორმით გაცემა.
მუხლი 6🔗. ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი
ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის გაყალბება;
ბ) არასწორი ან/და არასრულყოფილი დოკუმენტაცია და გონივრულ ვადაში შეუსაბამობის აღმოუფხვრელობა;
გ) განმცხადებლის სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესის შეჩერება.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულება
ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №1
ჯანმრთელობის სერტიფიკატი
№000000
სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტისათვის
Health Certificate
For food/feed, intended for the export from Georgia to the European Union
................................................................................................................................................
(Product and country of origin/პროდუქტი და წარმოშობის ქვეყანა)
Consigment code .......................................... Certificate Number.....................................
ტვირთის კოდი ......................... ................ სერტიფიკატის ნომერი.............................
ზოგიერთი მესამე ქვეყნიდან ზოგიერთი ცხოველის საკვებისა და სურსათის იმპორტირებისას აფლატოქსინებით დაბინძურების რისკის გამო სპეციალური წესების დადგენისა და EC) No 1152/2009 რეგულაციის გაუქმების შესახებ ევროკომისიის განმახორციელებელი (EU) 884/2014 რეგულაციის დებულებების შესაბამისად/According to the provisions of Commission Implementing Regulation (EU) 884/2014 imposing special conditions governing the import of certain feed and food from certain third countries due to contamination risk by aflatoxins and repealing Regulation (EC) No 1152/2009, the
………………………………………………………………………………………………
................................................................................................................................................
competent authority/კომპეტენტური ორგანოს დასახელება
Certifies that the/ ადასტურებს, რომ
............................................................................................................................................
................................................................. (insert food referred to in Article 1 of Regulation)/
(ჩაწერეთ რეგულაციის 1-ლ მუხლში მითითებული სურსათი)
of this consigment composed of/წინამდებარე ტვირთში შემავალი:
……………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………
………………………………………………
(description of consigment, product, number and type of packages, gross or net weight) /
ტვირთის აღწერა, პროდუქტი, შეფუთვის რაოდენობა და ტიპი, ბრუტო ან ნეტო წონა)
Embarked at/ ჩაიტვირთა ..............................................................................................................
(embarkation place/ჩატვირთვის ადგილი)
By/ვის მიერ ...................................................................................................................................
(identification of transporter/გადამზიდველის მონაცემები)
Going to /მიემართება ................................................................................................................
(place and country of destination/დანიშნულების ადგილი და ქვეყანა)
Which comes from the establishment /რომელიც გამოდის შემდეგი საწარმოდან:
................................................................................................................................................
................................................................................................................................................
(name and address of establishment/ საწარმოს დასახელება და მისამართი)
Have been produced, sorted, handled, processed, packaged and transported in line with good hygiene practices / წარმოებული,დახარისხებული, დამუშავებული, გადამუშავებული, შეფუთული და ტრანსპორტირებული იქნა ჰიგიენური ნორმების დაცვით.
From the consignment, samples were taken in accordance with the Union legislation/ აღნიშნული ტვირთიდან ნიმუშები აღებულ იქნა ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ:
¤
ევროკომისიის (EC) No 152/2009 რეგულაციის თანახმად/Commission Regulation (EC) No 152/2009
¤
ევროკომისიის (EC) No 401/2006 რეგულაციის თანახმად/Commission Regulation (EC) No 401/2006
on……………………………… (date/თარიღი), subjected to laboratory analysis on /
ჩაუტარდა ლაბორატორიული ანალიზი on/ ………… (date/თარიღი), in the ................................................................................................................................................
(name of laboratory/ლაბორატორიის დასახელება)
to determine the level of aflatoxin B1 for feed and the level of aflatoxin B1 and level of total aflatoxin contamination for food. The details of sampling, methods of analysis used and all results are attached. / ცხოველის საკვებში აფლატოქსინ B1-ის დონისა და სურსათში აფლატოქსინ B1-ის დონის და აფლატოქსინებით საერთო დაბინძურების დასადგენად. ნიმუშების აღების ანალიზისთვის გამოყენებული მეთოდები და ყველა შედეგი თან ერთვის.
This certificate is valid until /ეს სერტიფიკატი ძალაშია .......................................................................
Done at/ გაცემულია ......................................................... on/თარიღი .....................................................
Stamp and signature of
authorised representative/
უფლებამოსილი პირის
ბეჭედი და ხელმოწერა
დანართი №2
CERTIFICAT DE INOFENSIVITATE
SAFETY CERTIFICATE
ჯანმრთელობის (უვნებლობის) სერტიფიკატი
№ 000000
„მცენარეული წარმოშობის ნედლეულში ან/და მცენარეული წარმოშობის სურსათში
პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის და ნიტრატების შემცველობის შესაბამისობის შესახებ
privind respectarea limitelor maxime admise (LMA) de reziduuri de pesticide şi ale
conținutului de nitraţi în materia primă și/sau în produsele alimentare de origine vegetală
on compliance with the Maximum Residue Levels (MRL) of pesticides
and nitrates соntent in raw materials and/or food of plant origin
Eliberat (denumirea şi adresa operatorului)
______________________________________________________________
______________________________________________________________
Issued (name and address of operator)
გაცემულია (უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და მისამართი)
Denumirea produselor alimentare în sortiment, indiferent de tipul de ambalaj/vrac __________________________________
Name of foodstuffs, in assortment, regardless the type of packing/bulk
სურსათის დასახელება, ასორტიმენტში, შეფუთვის სახის/ნაყარის მიუხედავად
Pentru consumul uman
_____________________________________________________________
For human consumption
განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის
Pentru hrana animalelor
_________________________________________________________
For animal feed
განკუთვნილია ცხოველის საკვებად
Ţara de origine _____________________________________________________
Country of origin
წარმოშობის ქვეყანა
Lotul, numărul _____________________________________________________
Batch number
პარტია/ნომერი
Numărul ambalajului _________________________________________
Number of package
შეფუთვის რაოდენობა
Tipul de ambalaj ___________________________________________________
Type of package
შეფუთვის სახე
Prezentul certificat atestă că lotul de produse menţionat, conform rezultatelor raportului de încercări de laborator, respectă limitele maxime admise (LMA) de reziduuri de pesticide şi ale conținutului de nitraţi, aprobate de legislaţia naţională.
This is to certify that the current lot of foodstuffs, according to the results of the Analytical Report, complies with the maximum residue levels (MRL) of pesticides and nitrates соntent, approved by the national legislation.
წინამდებარე სერტიფიკატით დასტურდება, რომ აღნიშნული პროდუქციის პარტია ლაბორატორიული კვლევების შედეგების თანახმად, შეესაბამება ეროვნული კანონმდებლობის მიერ დადგენილ პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალურ დონეს და ნიტრატების შემცველობას/Настоящий сертификат удостоверяет, что указанная партия продукции согласно результатам отчета о лабораторных испытаниях соответствует ПДК остатков пестицидов и содержания нитратов, утвержденной национальным законодательством.
Conducător (numele, prenumele, semnătura şi ştampila)________________
_______________
Manager (name, surname, signature and stamp)
ხელმძღვანელი(სახელი, გვარი, ხელმოწერა და ბეჭედი)
Data eliberării ___________________ L.Ş.
Date of issuance S.P.
გაცემის თარიღი