თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
ძალის დაკარგვა 09.03.2020
გამომცემი ორგანო I ზონა
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016449
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| I ზონა | ქ. თელავი |
| II ზონა | ვარდისუბანი |
| III ზონა | ნასამხრალი |
| IV ზონა | წინანდალი |
| V ზონა | თეთრწყლები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
- თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ ზონა 01.01.2024
- თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ ზონა 01.02.2022
- თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ I ზონა 28.02.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 18.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №71
2018 წლის 28 დეკემბერი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/01/2018, 010250050.35.163.016388).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია 2019 წლის 1 იანვრიდან.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
წინამდებარე პროგრამის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში არსებული საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა, უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მუხლი 2🔗. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის მერია. ინფორმაციის გავრცელების საშუალებებია:
ა) ადგილობრივი საინფორმაციო მედია;
ბ) სოციალური ქსელი;
გ) თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი;
დ) მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მუხლი 3🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 4🔗. სოციალური დახმარების ქვეპროგრამები, სამიზნე ჯგუფები, დაფინანსების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა:
მრავალშვილიან ოჯახებში, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც 18 წლამდე 4 და მეტი ბავშვია, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება 30 ლარის ოდენობით.
ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) ერთ-ერთი მშობლის განცხადება;
ა.ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ა.დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. ახალშობილ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამა:
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (სავალდებულოა, რომ მამა იყოს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებოდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ახალშობილ ბავშვთა ოჯახებზე ფინანსური დახმარება გაიცეს წლის განმავლობაში ერთჯერადად, ბავშვის დაბადებიდან 6 თვის ვადაში, შემდეგი სახით:
ა) ყოველ სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, პირველ ახალშობილზე გაიცეს ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე – 250 ლარის ოდენობით, ორი ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 400 ლარის ოდენობით, ხოლო სამი ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 600 ლარის ოდენობით;
ბ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა:
ბ.ა) ერთ-ერთი მშობლის განცხადება;
ბ.ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;
ბ.გ) მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ბ.ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა 18 წლამდე შვილების დახმარების ქვეპროგრამა:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა 18 წლამდე ასაკის თითოეულ შვილზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით.
ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;
ა.გ) შესაბამისი სტატუსის მქონე მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
4. სარიტუალო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) მებრძოლ და დევნილ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცეს ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით, ხოლო უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გაიცეს ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით.
ა) ვეტერანის ან დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.დ) გარდაცვალების მოწმობა;
ა.ე) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად უპატრონოა;
ბ.დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ.ე) გარდაცვალების მოწმობა;
ბ.ვ). უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში განცხადების წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია გარდაცვლილის მეზობელს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
5. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამა:
საერო, რელიგიურ და სხვა სახის დღესასწაულებზე, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სასაჩუქრე ამანათების ან/და ფულადი თანხების გაცემა, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა შემდეგი სამიზნე ჯგუფებისათვის: მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც 18 წლამდე ოთხი და მეტი ბავშვია და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს; უდედმამო ბავშვები; 100 წელს გადაცილებული მოხუცები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; შშ სტატუსის მქონე ბავშვები; ომის მონაწილეები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა 18 წლამდე ასაკის შვილები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახები; იძულებით გადაადგილებული პირები; სოციალურად დაუცველი ოჯახები; მარტოხელა მშობლები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; მარჩენალდაკარგული ოჯახები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; ახალშობილთა ოჯახები.
ა) საერო და რელიგიური დღესასწაულების ჩამონათვალი:
ა.ა) 1 იანვარი – ახალი წელი;
ა.ბ) 3 მარტი – დედის დღე;
ა.გ) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
ა.დ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
ა.ე. სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, იესო ქრისტეს აღდგომის დღე, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის მეორე დღე – ორშაბათი);
ა.ვ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
ა.ზ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
ა.თ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე – მარიამობა;
ა.ი) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე;
ა.კ) თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების რელიგიური დღესასწაულები;
ბ) გასაწევი დახმარების ფარგლები:
ბ.ა) პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის ღირებულება თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 20-დან 50 ლარის ფარგლებში;
ბ.ბ) ფულადი საჩუქრის ოდენობა თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 100-დან 1000 ლარის ფარგლებში;
გ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ასევე საბანკო ანგარიშის ნომერი.
6. ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის დაფინანსების ქვეპროგრამა:
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ზამთრის სეზონზე სათბობით (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, შეშა) უზრუნველსაყოფად დაფინანსების გაცემა დაიწყება ყოველი წლის აგვისტოს თვიდან დეკემბრის ჩათვლით. თანხა ჩაირიცხება დახმარების მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერზე. დაფინანსება მოხდება წლის განმავლობაში ერთჯერადად, შემდეგი სახით:
ა) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000-ის ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით;
ბ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 ქულის ზემოთ 100 000 ქულის ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით;
გ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
გ.ა) განცხადება;
გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
გ.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
7. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების ქვეპროგრამა:
ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: მკვეთრად გამოხატული შშმ პირები; დევნილები; შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები; 18 წლამდე ასაკის უდედმამო ბავშვების; მარტოხელა მშობლები და მარჩენალდაკარგული ოჯახები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა მარჩენალდაკარგული ოჯახები; მრავალშვილიანი ოჯახები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.
ა) ქვეპროგრამის ფარგლებში, თითოეულ ოჯახზე ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსების თანხა 8 ლარის ოდენობით, ამასთან, სავალდებულოა, რომ დახმარების მიმღები რეგისტრირებული იყოს თელავის მუნიციპალიტეტში. ანგარიშსწორება განხორციელდება ელექტროენერგიის მიმწოდებელი/სადისტრიბუციო კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით;
ბ) პროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმანტაცია:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.დ) ელექტროენერგიის ქვითარი;
ბ.ე) მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში, ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
8. საწარმოო ტრავმის შედეგად დაშავებულ პირთა დახმარების ქვეპროგრამა:
მოქალაქეებზე, რომელთაც თელავის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდში დაშავდნენ საწარმოო ტრავმით, მიეკუთვნებიან მკვეთრად გამოხატული შშმ პირების კატეგორიას, ყოველთვიურად გაიცეს ფულადი დახმარება იმ ოდენობით, რასაც ითვალისწინებდა დაშავებულის თანამდებობრივი სარგო, რომელსაც უნდა გამოაკლდეს ფულადი დახმარების გაცემის დროისათვის არსებული ასაკობრივი პენსია. პროგრამით მოსარგებლე პირმა დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საწარმოო ტრავმის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან საწარმოო ტრავმის დადასტურების შესახებ;
გ) განცხდება დახმარების დანიშვნაზე;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ე) ცნობა ხელფასის ოდენობის თაობაზე;
ვ) უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.
9. დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსების ქვეპროგრამა:
ოჯახებს, ვისაც აქვთ საცხოვრებლად უვარგისი ბინები, რომელში ცხოვრებაც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, მათი უსაფრთხოების ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მოხდეს დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსება ყოველთვიურად 100 ლარის ფარგლებში. დაფინანსების თაობაზე, ოჯახის ადგილზე შემოწმების შემდეგ, გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია. ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
ა) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, ძალადობის მსხვერპლი პირები, მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირთა ოჯახები, პირები, რომლებიც გასული არიან სახელმწიფოს ზრუნვიდან ბოლო 1 წლის განმავლობაში;
ბ) რეგისტრაციის არმქონე პირები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომლებიც ბოლო 5 წლის მანძილზე ფაქტობრივად ცხოვრობენ თელავის მუნიციპალიტეტში;
დ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დ.ა) განცხადება;
დ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ.დ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;
დ.ე) სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების შემთხვევაში ასევე წარმოსადგენია მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ და 2 მოწმის (მეზობელი) ჩვენება, რომლითაც დადასტურდება ბენეფიციარის ბოლო 5 წლის მანძილზე თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი;
დ.ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 5🔗. ჯანდაცვის ქვეპროგრამები, სამიზნე ჯგუფები, დაფინანსების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები; 18 წლამდე ასაკის ბავშვები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება:
ა) პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხის 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით;
ბ) მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში, დაფინანსება მოხდება 300 ლარის ფარგლებში 100%-ით;
გ) თუ პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 4000 ლარს, დაფინანსება მოხდება 1500 ლარის ოდენობით;
დ) ქვეპროგრამის მოქმედება აგრეთვე გავრცელდეს იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც არ განეკუთვნებიან ქვეპროგრამით გათვალისწინებულ არც ერთ სამიზნე ჯგუფს, მაგრამ განიცდიან ეკონომიურ გაჭირვებას, საჭიროებენ დახმარებას და პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 1500 ლარს. ასეთი კატეგორიის ბენეფიციარებზე სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია. დაფინანსება განხორციელდეს პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 80%-ის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით;
ე) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ე.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ე.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე.გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვეპროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე);
ე.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ე.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე.ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, ან ცნობა ბაზაში რეგისტრაციის არქონის შესახებ;
ე.ზ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე.თ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
2. სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების ან/და მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები; 18 წლამდე ასაკის ბავშვები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად.
ა) დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება 300 ლარის ფარგლებში 100%-ით;
ბ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ბ.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ.გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვეპროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე);
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ბ.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ვ) სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, ან ცნობა ბაზაში რეგისტრაციის არქონის შესახებ;
ბ.ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
3. ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ (ავთვისებიანი სიმსივნე) პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ან/და მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსებას. სარგებლობა შეუძლიათ ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს.
ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ლიმიტირებული თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა შეადგენს 2000 ლარს. ლიმიტის გამოყენება შესაძლებელია საჭიროებისამებრ წლის განმავლობაში რამდენჯერმე, სხვადასხვა სახის სამედიცინო (სტაციონარული, ოპერაციული ან/და ამბულატორიული) მომსახურების ან/და მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დასაფინანსებლად;
ბ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ბ.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ.გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვეპროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე);
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ბ.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ვ) სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, ან ცნობა ბაზაში რეგისტრაციის არქონის შესახებ;
ბ.ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
4. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ყოველთვიური ფინანსური დახმარების გაცემას მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებზე. გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება დასახლებების ზონირების შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:
I ზონა
ქ. თელავი
50 ლარი
II ზონა
ვარდისუბანი
60 ლარი
კურდღელაური
შალაური
III ზონა
ნასამხრალი
70 ლარი
გულგულა
ყარაჯალა
რუისპირი
იყალთო
კისისხევი
კონდოლი
IV ზონა
წინანდალი
80 ლარი
ქვ.ხოდაშენი
ბუშეტი
ვანთა
აკურა
V ზონა
თეთრწყლები
90 ლარი
ნაფარეული
სანიორე
ართანა
ჯუღაანი
ლაფანყური
ლალისყური
ფშაველი
ლეჩური
ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
მუხლი 6🔗. ჯანდაცვის ქვეპროგრამების ფარგლებში დაფინანსების გაცემის წესი
1. თელავის მუნიციპალიტეტში ქვეპროგრამით მოსარგებლის დაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის გზით, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) ბენეფიციარის სტატუსის შესწავლას;
გ) ბენეფიციარის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას;
დ) ბენეფიციარის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას.
2. განცხადება არ განიხილება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს;
ბ) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ ბენეფიციარს უკვე გაეწია სამედიცინო მომსახურება;
გ) ბენეფიციარი ითხოვს დავალიანების დაფარვას;
დ) განცხადების შესწავლის ან საგარანტიო წერილის გაცემამდე ბენეფიციარი გარდაიცვალა;
ე) ბენეფიციარი ითხოვს მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსებას.
3. ოპერაციული, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მიმართვის შესაბამისად ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული თანხიდან გამომდინარე. თუ სააგენტოდან წარმოდგენილი დუკუმენტის საფუძველზე ირკვევა, რომ მოთხოვნილი მომსახურება არ ფინანსდება, მაშინ დაფინანსება მოხდება კლინიკის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თელავის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას, რომელსაც ხელს აწერს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების კურატორი მერის მოადგილე ან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი/მისი მოვალეობის შემსრულებელი.
5. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადები:
ა) „სამედიცინო მომსახურების დაფინანსების“ და „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დაფინანსების“ ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 45 კალენდარულ დღეს;
ბ) „სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების ან/და მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეს;
6. ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი. ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილების შეტანა დაიშვება:
ა) „სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამის“ ან „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დაფინანსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს 45 კალენდარული დღით გაგრძელების შემთხვევაში, რა დროსაც განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნეს ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების პერიოდში;
ბ) ადმინისტრაციულ დაპირებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით;
გ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების შემთხვევაში.
7. მედიკამენტების დაფინანსების მიზნით გაცემული ადმინისტრაციული დაპირება ვადის გაგრძელებას არ ექვემდებარება.
8. ადმინისტრაციული დაპირება ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის მიერ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში წარდგენილი უნდა იქნეს მკურნალობის დასრულებამდე.