აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 450090050.32.057.016284
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,973 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2018 მიღება
01.01.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 18.03.2015 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 95% 04.03.2026 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 94% 28.02.2025 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 94% 17.12.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 94% 23.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №18 2018 წლის 28 დეკემბერი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 28-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 და 24-ე  მუხლების შესაბამისად: 1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს  დებულება, თანახმად დანართისა. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განი­საზ­ღ­ვ­როს 80 (ოთხმოცი) საშტატო ერთეულით, მათ შორის, სამმართველოს აპარატის მოსამსახურეთა რიცხოვნობა 65 (სამოცდახუთი) საშტატო ერთეულით. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველო წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს უფლებამონაცვლეს. 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილება; ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების – ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს არქივების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებЁ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 3 თებერვლის №10 დადგენილება. 5. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო  დაწესებულება – საარქივო სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი დაწესებულება, რომე­ლიც ახორ­ციე­ლებს საარქივო საქმის მართვას აჭარის ავტონომიურ რესპუბ­ლი­კაში. 2. სამმართველო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და  წინამდებარე დებულების შესაბამისად.  3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში სამმართველო ანგარიშვალდებულია სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) და საქართველოს ეროვნული არქივის წინაშე. 4. სამმართველო კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. სამმართველოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, ბლანკი და სხვა რეკვიზიტები. 6. სამმართველოს დაფინანსების წყაროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. 7. სამმართველოს სახელწოდებაა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველო”. 8. სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, გორგასალის ქ. №126. მუხლი 2🔗. სამმართველოს საქმიანობის საგანი და მიზნები 1. კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამმართველო უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის ტერი­ტორიაზე არსებული საარქივო ფონდის (შემდგომში – საარქივო ფონდი) გან­ვი­თარებას. 2. სამმართველოს მიზნებია: ა) საარქივო ფონდის შევსება; ბ) საარქივო ფონდის დოკუმენტების აღწერა და ცენტრალიზებული წესით აღრიცხვა; გ) საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის და შენახვის უზრუნველყოფა, კონსერვაცია, დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია, განსაკუთრებული ღირე­ბუ­ლების მქონე დოკუმენტებზე სადაზღვევო ფონდის შექმნა; დ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში საარქივო ფონდის დოკუ­მენ­ტე­ბ­თან თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა; ე) არქივისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის ორგანიზაცია, კოორ­დი­ნაცია, ნორმატიული და მეთოდიკური უზრუნველყოფა; ვ) სამეცნიერო მუშაობის წარმართვა, საარქივო მასალებზე დაყრდნობით წიგ­ნე­ბის და პუბლიკაციის გამოშვება.  მუხლი 3🔗. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები 1. დაკისრებული ამოცანების შესაბამისად სამმართველო: ა) საარქივო ფონდის ფორმირებისა და შევსების მიზნით: ა.ა) განსაზღვრავს საარქივო ფონდის დაკომპლექტების წყარო-დაწესე­ბუ­ლე­ბებს, დოკუმენტების სახეობებსა და ნაირსახეობების შემადგენლობას; ა.ბ) ახორციელებს დოკუმენტების მიკუთვნებას საარქივო ფონდის შემადგენ­ლო­­ბისადმი შემფასებელი ექსპერტიზის შედეგების დამტკიცების საფუძველზე, სა­არ­­ქი­ვო ფონდის შემადგენლობის ოპტიმიზაციისათვის ატარებს მიზნობრივ ექსპერ­ტი­ზას; ა.გ) აწარმოებს საარქივო ფონდის შესავსებად დოკუმენტების დროულად და მოწესრიგებული სახით მიღებას; ა.დ) ფიზიკური ან იურიდიული პირის საარქივო ფონდის კუთვნილი დოკუ­მენ­ტების გაყიდვის შემთხვევაში იყენებს კანონით დადგენილ მისი შესყიდვის უპი­რა­ტეს უფლებას; ა.ე) გასცემს ნებართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტო­რია­ზე ძველი დოკუმენტური ძეგლების მოძიებასა და შეგროვებაზე;  ა.ვ) განიხილავს და ხელისუფლებისა და მმართველობის შესაბამის ორგა­ნოე­ბ­თან შეთანხმებით წყვეტს ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში დოკუმენტების ერთი სახელმწიფო არქივიდან მეორეში გადაცემის საკითხებს, კანონით დადგე­ნი­ლი წესით გასცემს ნებართვას საარქივო ფონდის დოკუმენტების ასლების გატანის თაობაზე; ა.ზ) აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არქივებში დო­კუ­მე­ნ­ტე­­ბის გადაცემის დადგენილი წესის დაცვას, უზრუნველყოფს საარქივო ფონდის შე­ვ­სებას დოკუმენტებით, რომლებიც წარმოიშობა აჭარის ავტონომიური რე­სპუ­ბლი­­კის ხელისუფლების და მმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პო­ლი­ტიკური, კონფენსიური გაერთიანების და სხვა იურიდიული პირების სა­ქმი­ა­ნო­­ბის პროცესში, ორგანიზაციას უწევს მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული მნი­შ­ვნე­ლოვანი დოკუმენტების შეძენას; ბ) საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფის მიზნით: ბ.ა) ახორციელებს სამმართველოში განთავსებული საარქივო დოკუმენტების დაცვის, შენახვისა და ოპტიმიზაციის ღონისძიებებს; ბ.ბ) აწარმოებს საარქივო ფონდის დოკუმენტების სპეციალური ტექნიკური და­მუ­­შავების სამუშაოთა კომპლექსს მათი ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური და­ცვი­­სათვის (კონსერვაცია, რესტავრაცია, დეზინფექცია, დეზინსექცია და ა.შ.), ქმნის სა­არქივო ფონდის განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტების სადაზღვევო და სარგებლობის ფონდს (სარგებლობისათვის ნებადართული დოკუ­მენ­ტების პი­რე­ბის ფონდს); ბ.გ) ახორციელებს საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის და შენახვის კონტროლს და ზედამხედველობას განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა; ბ.დ) ორგანიზაციას უწევს დოკუმენტების შენახვის ოპტიმალური პირობების შექმნას და მათი ფიზიკურ-ქიმიური დაცვის უზრუნველყოფას; გ) საარქივო ფონდის დოკუმენტების აღწერის და ცენტრალიზებული აღრი­ცხ­ვის დარგში: გ.ა) აწარმოებს საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებულ აღრი­ცხ­ვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ახორციელებს სამმართველოში დო­კუ­მე­ნ­ტების შემოსვლის და გასვლის აღრიცხვას, განსაკუთრებულად ღირებულ სა­ქმე­­თა და სადაზღვევო ფონდის პირების აღრიცხვას; გ.ბ) აანალიზებს და განაზოგადებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის დადგენილი წესით მიღებულ მონაცემებს, ამზადებს სტატისტიკურ ანგარიშს ეროვნული საარქივო ფონდის მოცულობის შესახებ; გ.გ) უზრუნველყოფს საარქივო ფონდის დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას და განვითარებას, ამ დარგში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას; დ) საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობის დარგში: დ.ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაინტერესებული პირების თავისუფალ დაშვებას; დ.ბ) დადგენილი წესით აქვეყნებს საარქივო ფონდის დოკუმენტებს, საცნო­ბარო-საინფორმაციო ლიტერატურას არქივებში დაცული დოკუმენტების შემადგენ­ლობის და შინაარსის შესახებ; დ.გ) თავისი ინიციატივით და შემოსულ შეკითხვებზე პასუხად ამზადებს ინფო­რ­მ­ა­ციას საარქივო დოკუმენტების შესახებ, სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური, სა­მე­­ცნიერო და სოციალურ-კულტურული მიზნებით მათ გამოსაყენებლად. და­დგე­ნი­­ლი წესით გასცემს სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობებს საარქივო დო­კუ­მე­ნ­ტე­­ბის მიხედვით, აგრეთვე დოკუმენტების პირებსა და დოკუმენტებიდან ამო­ნა­წე­­რებს; ამზადებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების თემატურ გამოფენებს; ე) დაწესებულებათა არქივებისა და საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგა­ნი­­­­­­­ზაციის სრულყოფის მიზნით: ე.ა) კოორდინაციას უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელი­სუ­ფ­ლე­ბის ორგა­ნოების და სხვადასხვა დაწესებულებების მიერ საარქივო საქმის ორგა­ნი­ზა­­­­ციას და დოკუმენტებზე მუშაობის პროცესში საქმისწარმოების წესების დაცვას, ახო­­რციელებს საქმისწარმოების და დოკუმენტაციის უნიფიცირებული სისტემების განვითარებას; ე.ბ) უწევს ორგანიზაციულ-მეთოდიკურ ხელმძღვანელობას და კონტროლს დაწე­­სებულებათა არქივების მუშაობას და დაწესებულებათა დოკუმენტაციის მო­მ­ზა­­დებას სამმართველოში ჩასაბარებლად. ხელს უწყობს დაწესებულებათა არქი­ვე­ბის მუშაობის ორგანიზაციის სრულყოფას და განვითარებას, მათში დოკუმენტების დაც­ვის და გამოყენების უზრუნველყოფას; ე.გ) ატარებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას არქივმცოდნეობის და დო­კუ­მე­ნტ­მცო­დ­ნეობის დარგში. ხელმძღვანელობს არქივების სამეცნიერო-კვლევით და მეთო­დურ მუშაობას. შეიმუშავებს ღონისძიებებს საარქივო საქმის პრაქტიკაში მე­ცნი­ე­რულ გამოკვლევათა შედეგებისა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მი­ღწე­ვე­ბის დანერგვისათვის; ვ) საარქივო საქმის მართვის მიზნით: ვ.ა) შეიმუშავებს პერსპექტიულ მიზნობრივ პროგრამებს და მიმდინარე გეგმებს ავტო­ნომიურ რესპუბლიკაში საარქივო საქმის განვითარების საკითხებზე; ვ.ბ)  ამზადებს საინიციატივო ინფორმაციებს საარქივო ფონდის დოკუმენტების პო­ლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ, სამეურნეო, სამეცნიერო და სო­ცი­ალურ-კულტურული მიზნებისათვის გამოსაყენებლად; ზ) ახორციელებს ღონისძიებებს არქივის ქსელის და სტრუქტურის სრუ­ლყო­ფი­­სათვის; თ) შეიმუშავებს წინადადებებს კადრების მომზადების, შერჩევის და კვალი­ფი­კა­ციის ამაღლების საკითხებზე; ი) ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანო­მდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს და ამოცანებს. მუხლი 4🔗. სამმართველოს კომპეტენცია სამმართველოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს: ა) მიიღოს საჭირო ინფორმაცია საარქივო ფონდის დოკუმენტების შე­მქ­მნე­ლე­­ბის და მფლობელებისაგან დოკუმენტების შენახვის პირობების დაცვის, მათი და­კარგვის, დაზიანების ან ადგილსამყოფელის შეცვლის და მათთან მუშაობის ორგა­­ნიზაციის და სხვა საკითხთა შესახებ, აგრეთვე საჭირო ცნობები, საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის მიზნით; ბ) აღძრას სარჩელი სასამართლოში საარქივო ფონდის დოკუმენტების შენა­ხვა-დაცვის წესების განზრახ დარღვევის შემთხვევაში და მასალები გადააგზავნოს პრო­კურატურაში შემდგომი მოკვლევისათვის; გ) მიიღოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების და მმარ­თვე­ლო­ბის ორგანოების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებების, დაწესებულებების, ორგა­ნიზაციებისა და საწარმოებისაგან აუცილებელი ცნობები დოკუმენტების ორგა­ნიზაციის და საუწყებო არქივების მუშაობის შესახებ; დ) შექმნას საუწყებათაშორისო კომისიები საარქივო საქმის და საქმი­სწა­რ­მო­ების დოკუმენტთა ორგანიზაციის საკითხების განსახილველად; ე) გაუწიოს მეთოდური ხელმძღვანელობა აჭარის ავტონომიური რესპუ­ბლი­კის ხე­ლისუფლების ორგანოებს, სხვადასხვა დაწესებულებებს და უწყებებს საარ­ქივო სა­ქმის და დოკუმენტების წარმოების საკითხებზე სათანადო წესების, ინსტ­რუ­ქ­ცი­ების და სასწავლო პროგრამების შემუშავებაში; ვ) მოაწყოს კონკურსები ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით საუკეთესო არქი­­ვისტის გამოსავლენად. დააწესოს შესაბამისი წახალისების ზომები; ზ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლე­ბა­­­მო­სილებები. მუხლი 5🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს საარქივო სამმართველოს უფროსი (შემდგომში - სამმართველოს უფროსი) რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვენდებარე აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამმართველოს მართვასა და საქმიანობის კოორდინაციას. 2. სამმართველოს უფროსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წარდგინებით, არაუმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 3. სამმართველოს უფროსი: ა)  ხელმძღვანელობს სამმართველოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონების, მთავრობის დადგენილებების და განკარგულებების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის აქტების შესრულებაზე; გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულებას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამმართველოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს და აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს. ე) დადგენილი წესით სამინისტროს განსახილველად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს; ვ) დადგენილი წესით წყვეტს სამმართველოსა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა  წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს; ზ) სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მასში ცვლილებების განხორციელების შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად შესრულებისათვის; თ) უზრუნველყოფს სამმართველოს სტრატეგიული გეგმების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვის, სამმართველოს წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშებისა და ნაერთი ბალანსის შედგენის ორგანიზებას; ი) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წარმართვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; კ) სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების, შენობა-ნაგებობისა და ქონების მოვლა-პატრონობისათვის უზრუნველყოფს შესაბამისი პირობების შექმნას; ლ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას და პასუხისმგებელია ბრძანებათა კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე; მ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ნ) სამინისტროს ყოველკვარტალურად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ; ო) ასრულებს მისთვის საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 4. სამმართველოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით არაუმეტეს სამმართველოს უფროსის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 5. სამმართველოს უფროსის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სამმართველოს უფროსის ბრძანებით. სამმართველოს უფროსის მოადგილეები უფროსის მიერ გა­ნ­სა­ზღვრული მიმართულებების შესაბამისად ხელმძღვანელობენ თავიანთ სა­კუ­რა­ტო­­რო სფეროში შემავალი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმი­ა­ნო­ბას, ასრულებენ სამმართველოს უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის წინაშე. 6. სამმართველოს უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილების განხო­რცი­ე­ლე­ბის შეუძლებლობისას, მისი ადგილზე არყოფნისას ან უფლებამოსილების შე­წყ­ვე­ტი­სას სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფრო­სის ბრძანებით განსაზღვრული მოადგილე. მუხლი 6🔗. სამმართველოს სისტემა   1. სამმართველოს სისტემაში შედიან: ა) სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ერთიანობა ქმნის სამმართველოს აპარატს; ბ) სამმართველოს ტერიტორიული ორგანოები. 2. სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ცენტრალური არქივის სამსახური; ბ) ანალიტიკურ-მეთოდიკური და ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობის სამსახური; გ) საქმისწარმოების სამსახური; დ) იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ე) საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის, დოკუმენტების გამოყენების და პუბლიკაციის სამსახური; ვ) დოკუმენტების რესტავრაციის და მიკროფილმირების სამსახური; ზ) დაკომპლექტებისა და დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუ­შა­ვე­ბის სამსახური; თ) საფინანსო-საბუღალტრო სამსახური; ი) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური. 3. ცენტრალური არქივის სამსახური ძირითად ამოცანებს ახორციელებს მასში შემავალი შემდეგი განყოფილებების მეშვეობით: ა) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის, ინფორმაციისა და გამოყენების განყოფილება; ბ) ეროვნული საარქივო ფონდის აღრიცხვისა და სამეცნიერო-საცნობარო განყოფილება; გ) საინფორმაციო-ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის განყოფილება. 4. სამმართველოში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამსახურის უფროსები. 5.  სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას, იღებს გა­და­­წყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის და კურატორი სამმართველოს უფ­რო­­სის მოადგილის დავალებებს და მითითებებს; გ) სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს შესაბამისი კო­მპეტენციის მიხედვით; დ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს რეკომენდაციებს სამსახურის თანა­მშრო­მელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყ­ე­ნე­ბის შესახებ; ე) ადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და პასუხისმგებელია მის შე­სრუ­ლე­­ბაზე; ვ) კვარტალში ერთხელ სამმართველოს უფროსს (კურატორ სამმა­რ­თვე­ლოს უფროსის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სა­ქმი­ანობის შესახებ. 6. სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები ანგა­რიშვალ­დებულნი არიან სამმართველოს უფროსის წინაშე. 7. სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ფუ­ნქციები და ამოცანები  განისაზღვრება სამ­მა­რ­თველოს უფროსის ბრძანებით. 8. სამმართველოს ტერიტორიული ორგანოებია: ა) ქობულეთის არქივი; ბ) ხელვაჩაურის არქივი; გ) ქედის არქივი; დ) შუახევის არქივი; ე) ხულოს არქივი. 9. სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მო­ვა­ლეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერი­ტო­რი­ული ორგანოს დებულებით, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარ­დ­გინებით ამტკი­ცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. მუხლი 7🔗. სამმართველოს ქონება სამმართველოს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, აქვს ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება 1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება აჭარის ავტო­ნო­მი­ური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით. 2. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდე­ბლო­ბით დადგენილი წესით.